| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 3-4 აგვისტო მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 04.08.2020 08:36 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
3 ივლისი
ტელევიზია
03.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 03.08.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ელიავას ბაზრობაზე ეპიდემიოლოგებმა კოვიდ 19-ის დასადგენად ნიმუშების აღება გუშინ დაიწყეს. ბაზრობიდან ლაბორატორიებში 500-მდე მასალა გაიგზავნება. ადგილზე სპეციალისტების 2 ჯგუფი მუშაობს, რომლებიც შემთხვებითობის პრინციპით 500-მდე ადამიანის ბიოლოგიურ ნიმუშს შეამოწმებენ.
03.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 03.08.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვა და ერთი დაუდგენელი წყარო. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა ერთნიშნა მაჩვენებელი ნარჩუნდება. გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო მეორის დაავადების წყარო უცნობია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე ინფიცირებულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით.
03.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 03.08.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. თბილისის რესპუბლიკურ სავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან ერთი ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთვსებული. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 1 მძიმე პაციენტია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კლინიკაში კი სულ 16 კოვიდინფიცირებულია. 2. საქართველოსში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. ინფექციონისტების თქმით მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა, რადგან ვირუსი განაგრძობს არსებობას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში და ის კვლავ საფრთეს წარმოადგენს.
03.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 03.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ისევ წითელ ზონად რჩება. მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, წითელ ზონაში 63 კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან ნახევარზე მეტი ყალაჯალარიდან არის. 2. კორონავირუსზე კვლევან გრძელდება ელიავას ბაზრობაზე. აქედან ლაბორატორიაში 500-მდე ნმუში გაიგზავნება, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით 500-მდე ადამიანის ნიმუშს შეამოწმებენ.
03.08.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 03.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
რამდენიმე საათის წინ მიღებული გადაწყვეტილებით თურქეთში სეზონურად დასაქმებულთათვის მეზობელ ქვეყანაში დაბრუნება ბიუროკრატიულად გამარტივდება. ივარაუდება, რომ ასე ისინი ადვილად შეძლებენ იქ სამუშაოს განახლებას. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა მთავრობის მიერ და შესაბამისად ამ განკარგულებით შესაძლებელი არის იმ საიტზე, სადაც კომპენსაციების შესახებ რეგისტრირდებოდნენ აპლიკანტები იმავე ლინკზე გადავიდნენ და შეავსონ უკვე ის აპლიკაცია, რომელზეც აუცილებელია დაიტანონ ინფორმაციები იმის შესახებ თუ აქვს თუ არა დასტური დამსაქმებლის მხრიდან, რომ გადაკვეთოს თურქეთის საზღვარი.
03.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 03.08.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა და ოთხი გამოჯანრთელებული - ასეთია 3 აგვისტოს მონაცემები. ჯამური მაჩვენებლის მიხედვით აღრიცხულია დაინფიცირების 1173 შემთხვევა. ახალი შემთხვევნიდან ერთის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია, მეორე კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
4 აგვისტო
ტელევიზია
04.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 04.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1182 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 7007, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა -280 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტი კრონავირუსის გავრცელების გამო კვლავ წითელ ზონად რჩება. მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე გარდაბანში 2000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. 22 ადამიანის ტესტირების ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან. 3. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგები დღეიდან ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ჩაატარებენ კვლევებს. კვლევა მესამე დღეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. 4. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეკომენდაციებს ახსენებენ. აცხადებენ, რომ საზოგადოების მოდუნება შემთხვევების რაოდენობის რისკს გაზრდის.
3 ივლისი
ინტერნეტ სააგენტო
03.08.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 03.08.2020 - 2020ნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 959 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. კარანტინის რეჟიმში 6 919 მოქალაქე იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა.
03.08.2020
მედია საშუალებები: დრონი.ჯი
Link: 03.08.2020 - დრონი.ჯი
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 959-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.
03.08.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 03.08.2020 - პრესა.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 959-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
03.08.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 03.08.2020 - ფორ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 959-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
03.08.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 03.08.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,– ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამრიგად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული. ორი ახალი პაცენტიდან ერთს ვირუსი ზუგდიდში დაუფიქსირდა. განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 959-ს გაუტოლდა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 6919 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251. საქართველოში კორონავირუსს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 17 პაციენტი ესხვეპლა.
03.08.2020
მედია საშუალებები: ქუთაისიპოსტ.ჯი
Link: 03.08.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 959-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
03.08.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 03.08.2020 - ამბები.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 959-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
03.08.2020
მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი
Link: 03.08.2020 - ლაივპრეს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 1179 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთებულია 955 ადამიანი. გარდაცვლილია 17 პაციენტი.
03.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 03.08.2020 - კომერსანტ.ჯი
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, ხოლო სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, პანდემიის გამო დაზარალდნენ, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციიით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. „სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს დღის ბოლოს იწურება.
03.08.2020
მედია საშუალებები: რეგინფო.ჯი
Link: 03.08.2020 - რეგინფო.ჯი
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში სამუშაოდ სურთ წასვლა, სპეციალური ონლაინ-აპლიკაციის შევსებას და დამსაქმებლის მიერ გაცემული მოწვევის წარდგენას 4 აგვისტოდან შეძლებენ. დოკუმენტებს სპეციალური ჯგუფი განიხილავს და მოქალაქეს შვიდი დღის განმავლობაში ეცნობება, შეძლებს თუ არა საზღვრის გადაკვეთას. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თურქეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა მთავრობის შესაბამის განკარგულებაში. ცვლილებების თანახმად, თურქეთში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამის ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).
03.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 03.08.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობებზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა და ჯამში, ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ყველა დასაქმებული, 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა, ხოლო ე.წ დინამოს ბაზრობაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500-მდე ადამიანი დაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია. „იგივე პრინციპით, 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, – აღნიშნა გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.
03.08.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 03.08.2020 - ბათუმელები.ჯი
მთავრობამ დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთში სამუშაოდ შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების წესი დაამტკიცა. მთავრობის განკარგულებით, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში“ შევიდა. ამ გეგმას დაემატა შემდეგი შინაარსის 4 1 მუხლი: „მუხლი 4 1. საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროებითი წესი: 1. თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება ამ მუხლით განსაზღვრული წესით ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამის ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია.
03.08.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 03.08.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე. 4 აგვისტოდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. (კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა, თურქეთში დროებით მომუშავე პირთა სარეგისტრაციო ფორმა.) კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ისე შემდგომ მონიტორინგს. 2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების კრიტერიუმები.
03.08.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 03.08.2020 - აქცენტნიუს.ჯი
თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა. კერძოდ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული სამთვიანი მოწვევის საფუძველზე. მისივე ინფორმაციით, 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს.
4 ივლისი
ინტერნეტ სააგენტო
04.08.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 04.08.2020 - ბიპიენ.ჯი
3 აგვისტოს მდგომარეობით, საქმიანობის უფლება 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, გრძელდება ობიექტების შემოწმება კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც მათთვის საქმიანობის უფლების მინიჭების წინაპირობაა. „284 ფიტნეს ცენტრია შემოწმებული, რომელთაგან მოთხოვნები 159-მა დააკმაყოფილა, ასევე შემოწმდა 125 აუზი და მოთხოვნები 82-მა დააკმაყოფილა“, - აცხადებს ბექა ფერაძე. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა.
04.08.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 04.08.2020 - ბიპიენ.ჯი
ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში, ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება. კერძოდ, შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება. ამასთან, ქეთევან დარცმელიას თქმით, კიდევ ერთი რეკომენდაციებით, ბაგა- ბაღებში ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება. „ვმუშაობთ და რაღაც მონახაზი შემუშავებული გვაქვს, გადაგზავნილია კერძო ბაღების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვგეგმავთ 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს ვარიანტი და გვთავაზობენ 2 კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებას. არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება 2 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვება.
04.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 04.08.2020 - კომერსანტ.ჯი
საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, გლობალური გზით კოროვირუსის მასიურად გავრცელების საპასუხოდ, 21 მარტს საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. თავდაპირველად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება 21 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვები კიდევ ერთი თვის ვადით, 22 მაისამდე გაეგრძელებინა. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთან დაკავშირებულ პირებს და მმართველი პარტიის შემომწირველებს კონტრაქტები უკონკურენტოდ გაუფორმეს. Bellingcat-ის გამოძიება ძირითადად ფოკუსირებულია შესყიდვების ორ სფეროზე, რომლებიც წარმოიშვა კოროვირუსული პანდემიის საპასუხოდ - საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის საჭირო შესყიდვები და საკარანტინო ზონად გამოყენებული სასტუმროს ხარჯები.
04.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 04.08.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 4 აგვისტოსთვის საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ის ვებგვერდზე განახლდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 შემთხვევა არის შემოტანილი, აქედან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს მოძიების მიმართულებით. განახლებული სტატისტიკით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1 182-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 962 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 007 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 280 პაციენტია. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
04.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 04.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
3 აგვისტოს მდგომარეობით, საქმიანობის უფლება 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, გრძელდება ობიექტების შემოწმება კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც მათთვის საქმიანობის უფლების მინიჭების წინაპირობაა. „284 ფიტნეს ცენტრია შემოწმებული, რომელთაგან მოთხოვნები 159-მა დააკმაყოფილა, ასევე შემოწმდა 125 აუზი და მოთხოვნები 82-მა დააკმაყოფილა“, - აცხადებს ბექა ფერაძე. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა.
04.08.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 04.08.2020 - აიპრეს.ჯი
დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. პროცესის კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე. „საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ.
04.08.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 04.08.2020 - 2020ნიუს.ჯი
კორონავირუსის პანდემიის გამო, შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფებში 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას ითხოვს. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან დარცმელია აცხადებს, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება. „ვმუშაობთ და რაღაც მონახაზი შემუშავებული გვაქვს, გადაგზავნილია კერძო ბაღების წარმომადგენლებთან.