| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 28-29 ივლისი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.07.2020 10:25 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
28 ივლისი
ტელევიზია
28.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
Link: 28.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სერგეენკოს ღია წერილით მიმართავს. წერილის სახელია "რა გაუკეთა" და „რა გაუფუჭა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას? ამ ღია წერილში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ქმედებების შედეგად, ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრი, ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მივიდა.
28.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 28.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონა ვირუსი და დეზინფორმაცია - დღეს ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა NDI-მ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანი გამოკითხეს, კომუნიკაცია ტელეფონით შედგა. კვლევის პერიოდი განისაზღვრა 26დან - 30 ივნისის ჩათვლით. კითხვა დაისვა ინფორმაციის ნდობის კუთხით. მაგ, კითხვაზე, რამდენად ენდობა საზოგადეობა ინფორმაციას კორონა ვირუსის შესახებ, რომელსაც შემდეგი წყაროებიდან იღებს: დაავადებათა კონტროლის ცენტრს ენდობა 59% სრულად, ხოლო 31% ნაწილობრივ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სრულად 44, ნაწილობრივ 41. მედიას 18%-ინი ნდობა აქვს, ხოლო ნაწილობრივ კი მას 55. ჯამში გამოკითხულთა 66% ენდობა ხელისუფლებას, ხოლო 61% რელიგიურ წარმომადგენლობას.
28.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 28.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, კონტროლს ემორჩილება და პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არის ახალი კორონავირუსის ერთეული შემთხვევები, მაგალითად დღეს, „კოვიდ-19“-ის რვა ახალი ფაქტი გამოვლინდა და რვავეს ინფიცირების წყარო ცნობილია – ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი – ლილოს კლასტერს; ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხი შემთხვევა შემოტანილია. „ასე რომ, ყველა წყაროზე გავდივართ და ვარეგულირებთ ამ საკითხს.
28.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 28.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
NDI-ის გამოკითხვა, რომლის მთავარი თემა კორონავრიუსია და პასუხები, რომლებიც ყველაფერს აჭარბებს. საქართველოში გამოკითხულო მოქალაქეების 53% ფიქრობს, რომ კორონავირუსისგან რწმენა იცავს და ამბობენ, რომ მორმწუნეები ვირუსით არ დაინფიცირდებიან. ეს შედეგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტატისტიკას, რომლის მიხედვით, მსოფლიოში და ასევე საქართველოში, როგორც მორწმუნეებიმ, ისე სასულიერო პირები ამ ვირუსით დაავადდნენ. ენდიაის მიერ გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის გვარცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გენეტიკისა და რელიგიის დამასხურებაა. კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემთხვევაში მოსახლეობის 46% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, აცრის მომხრე კი გამოკითხულთა 38%-ია.
28.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - სხვა შუადღე
Link: 28.07.2020 - რუსთავი 2 - სხვა შუადღე
მედიკამენტების სმარტ ნაკრები ზაფხულისთვის. დღეს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. როგორ მუშაობს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. გადაცემის სტუმარია ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
28.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 28.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართულ მედიცინას - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დავით სერგეენკოს მიმართავს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" წევრის ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა და სერგეენკოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების განადგურების პირას მიყვანაში ადანაშაულებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ არასწორი რეფორმების დამსახურებაა, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 28.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
კლუბების, ფესტივალებისა და ბარების ხელმძღვანელები უფლებამოსილ უწყებებთან შეხვედრას ითხოვენ. სფეროს წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც სამართლიანი რეგულაციების ჩამოყალიბება მოითხოვეს. განცხადების ხელმომწერების თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებული ფესტივალები უახლოეს მომავალში ღონისძიებებს ვერ აღადგენენ, ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება.
28.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 17:00
Link: 28.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
ექიმები დავით სერგეენკოს წინააღმდეგ, რა გააკეთა და რა გააფუჭა სერგეენკომ? ამ სათაურით გამოქვეყნებული განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უპირისპირდება. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი სერგეენკოს ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლაში და დანგრევაში ადანაშაულებს. "კრიტიკა რა თქმა უნდა რა იყო მოულოდნელი, აბსოლუტურად სიმართლე ითქვა, უბრალოდ იტყოდნენ თუ არა ხმამაღლა ესე წინა საარჩევნოდ არ ვიყავი ამაში დარწმუნებული", - რომან გოცირიძე. "როგორც ჩანს გარკვეული დაძაბულობა არსებობდა ამ ნიადაგზე, მესმის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელსი მოსაზრების", - გიორგი წერეთელი.
28.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 28.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 პაციენტით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 5. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროის მონაცემებით 1145-ია. 927 ადამიანი კი უკვე განკურნებულია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მეორე ტალღა შეიძლება არც იყოს, ან თუ იქნება პირველზე სუსტი იქნება. (2) კორონა ვირუსით ინფიცირების 1 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯარალში. კოვიდ 19 სოფელში ჯამში 31 ადამიანს დაუდასტურდა. პარალელურად ეპიდემიოლოგები კვლავ მასობრივ ტესტირებასა და თერმოსკრინინგს ატარებენ იმისთვის რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულთა გამოვლენა და ვირუსის ეფექტიანად მართვა.
28.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 28.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. სლოგანით; "მომავალი ჰეპატიტის გარეშე"- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. საქართველოს არასებული მონაცემებით სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა 2 მილიონზე მეტ ადამიანს, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 70 000 პაციენტი. განკურნების მაჩვენებელი კი 99%-ს აღწევს. ეკატერინე ტიკარაძე "მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის დროზე გამოხატა ინიციატივა, დაიკერა რომ ეს პროგრამა შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო." კელი დეგნანი "ეს დღე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ამ დაავადების შესახებ ცოდნა აამაღლოს და ვიზეიმოთ ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ ამ დაავადების აღმოსაფხვრელად. "
28.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 28.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
2022 წლიდან შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში, თუ წარმოებები ჯი ემ პი-ს ევროპული სტანდარტის დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, ჯი ემ პი-ს ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვა კომპანიებისთვის სოლიდურ ფინანსურ რესურს საჭიროებს, შესაბამისად 2022 წლიდან მოსალოდნელია, რომ მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს. დარგი ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტის დასანერგად დროის გადავადების თხოვნით მიმართავს. საკითხი რამდენჯერმე დაისვა ინვესტორთა საბჭოს ფორმატშიც.
28.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - დღის ქრონიკა
Link: 28.07.2020 - იმედი - დღის ქრონიკა
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ახალი კანონი, შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს 1995 წლის კანონს ჩაანაცვლებს. 150000 ადამიანი, რომელიც კანონის მოქმედების არეალში ხვდება, სრულიად სხვა სტანდარტით მიიღებს მხარდაჭერას. ეს კანონი მრავალწლიანი შრომის და იმ კონსენსუსის შედეგია, რომელშიც სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო დონორები და ექსპერტები 28 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად იყვნენ ჩართულნი. რატი იონათაშვილი იქნება გადაცემის სტუმარი. როგორც თეა წულუკიანმა გაგვაცნო, ეს არის მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც სრულიად განხვავებულად უყურებს და არეგულირებს იმ პირთა წრეს, რომელსაც აქვს შშმ პირთა სტატუსი.
28.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 28.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართულ მედიცინას - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დავით სერგეენკოს მიმართავს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" წევრის ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა და სერგეენკოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების განადგურების პირას მიყვანაში ადანაშაულებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ არასწორი რეფორმების დამსახურებაა, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა.
28.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 28.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე იმყფებოდა აშშ ელჩი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არის ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაცემების თანახმად, კვლევა ჩაუტარდა 2. მილიონზე მეტ ადამიანს. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.
28.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - დღის ქრონიკა
Link: 28.07.2020 - იმედი - დღის ქრონიკა
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ახალი კანონი, შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს 1995 წლის კანონს ჩაანაცვლებს. 150000 ადამიანი, რომელიც კანონის მოქმედების არეალში ხვდება, სრულიად სხვა სტანდარტით მიიღებს მხარდაჭერას. ეს კანონი მრავალწლიანი შრომის და იმ კონსენსუსის შედეგია, რომელშიც სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო დონორები და ექსპერტები 28 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად იყვნენ ჩართულნი. რატი იონათაშვილი იქნება გადაცემის სტუმარი.
28.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 28.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
მომავლი ჰეპატიტის გარეშე - ამ სლოგანით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიებას ცენტრის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრი, ამერიკის ელჩი საქართველოში და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ყურადღება საქართველოს სახელმწიფო პროგრამაზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედი „ცე“-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში განხორციელებულა.
28.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 28.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კლინიკის შენობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ შენობაში სარემონტო სამუშაოები უახლოეს თვეებში არ განხორციელდება, კლინიკა კოვიდ-პაციენტების სრულფასოვან მომსახურებას ვეღარ შეძლებს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის მენეჯმენტი შენობის მოძიების პროცესშია. განიხილება ახალი შენობის მშენებლობის შესაძლებლობაც, რისთვისაც სახელმწიფომ 40 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა ცერცვაძის თქმით, პროცესს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის დიდი პერიოდია, მით უმეტეს მაშინ როდესაც, კლინიკას კოვიდ-ინფიცირებულების მიღება და მკურნალობა უწევს.
28.07.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 28.07.2020 - კავკასია - დღეს 19:00
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი დავით სერგეენკოს უპირისპირდება. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის უკმაყოფილება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია იმედის ეტერში გააკეთა. ამჟამად უკვე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა საყოველთაო ჯანდაცვისა და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებში მის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.
28.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 28.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
უმწვავესი დაპირისპირება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს შორის. თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს წინააღმდეგ დაწერილი საბრალდებო წერილის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და ყოფილ მინისტრთან დაპირისპირების მიზეზებზეც ისაუბრა. რა გაუკეთა და რა გაუფუჭა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბ-ნ დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?
28.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 28.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
კოვიდ 19 და საქართველო, შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის ამუშავების ფონზე შემთხვევების გარკვეული მატება პროგნოზირებადი იყო. კორონა ვირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია. კოვიდ ცენტრებში ამჟამად 240 ადამიანი მკურნალობს. თებერვლის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში კორონა ვირუსის 1 145 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ეპიდ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, - ეს ამირან გამყრელიძის სიტყვებია. ჯერჯერობით არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია.
28.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 28.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 5 განიკურნა, ახალი პაციენტებიდან 4 იმპორტირებულია. 1 წყარო ლილოს ბაზრობაა, 1 დაავადებულტან კონტაქტი, ერთიც სამედიცინო პერსონალია. ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფოის ხელმძღვანელი არ ელოდება შემთხვევათა მატებას. სპეციალისტების აზრით კორონავირუსის მეორე ტალღა ან არ იქნება, ან იქნება და გაცილებით უფრო რბილი.
28.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 28.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
მომავალი ჰეპატიტის გარეშე - ვიპოვოთ მილიონობითი ინფიცირებულია - ამ სლოგანით აღნიშნვს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს. ღონისძიება გაიმართა თბილისშიც. საქარტველოს ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც ცე-ჰეპატიტის პროგრამა შეაფასეს, ირკვევა რომ გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 70%, პროგრამაში ჩართულია 70 000 პაციენტი, მათგან 65 000ზე მეტმა პირმა მკურნალობა უკვე დაასრულა.
28.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 28.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
კორონავირუსის გავრცელების დღიური მონაცემი ერთნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდა. რამდენიმედღიანი მკვეთრი მატების შემდეგ ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდეც ვერ აღწევს. კვლავ საყურადღებოა გარდაბნის რაიონის ჩაკეტილი სოფელი ყარაჯალარი, რომელსაც დღევანდელი რვა ახალი შემთხვევიდან ერთი უკავშირდება. სულ კი ბოლო დღეებში მხოლოდ ამ სოფელში 31 ადამიანი დაინფიცირდა. იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგებს მუშაობა და ნიმუშების აღებაზე ადგილობრივების დაყოლიება უჭირთ, სოფელში ტესტირება კარდაკარის პრინციპით დაიწყო. გარდაბანში რისკების მატების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები ქვეყნის საერთო სურათს კონტროლირებადს უწოდებენ, პროგნოზები ოპტიმისტურია საზღვრების გახსნის შემდგომ პერიოდზეც.
28.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 28.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კლინიკის შენობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ შენობაში სარემონტო სამუშაოები უახლოეს თვეებში არ განხორციელდება, კლინიკა კოვიდ-პაციენტების სრულფასოვან მომსახურებას ვეღარ შეძლებს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის მენეჯმენტი შენობის მოძიების პროცესშია. განიხილება ახალი შენობის მშენებლობის შესაძლებლობაც, რისთვისაც სახელმწიფომ 40 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა ცერცვაძის თქმით, პროცესს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის დიდი პერიოდია, მით უმეტეს მაშინ როდესაც, კლინიკას კოვიდ-ინფიცირებულების მიღება და მკურნალობა უწევს. ინფექციური კლინიკის შენობის მფლობელ კომპანია „ავერსში“ აცხადებენ, რომ მათ კუთვნილ ფართში ინფექციური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოების განხორციელების უფლებას მანამდე ვერ მისცემენ, სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება.
28.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 28.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
მომავლი ჰეპატიტის გარეშე - ამ სლოგანით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიებას ცენტრის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრი, ამერიკის ელჩი საქართველოში და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ყურადღება საქართველოს სახელმწიფო პროგრამაზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედი „ცე“-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში განხორციელებულა.
28.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 28.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კორონავირუსის პირველსა და მეორე ტალღას შორის, საქართველოში, შესაძლოა იყოს შუალედური - აგვისტოს ტალღა, რომელიც ჯანდაცვის უწყებისთვის გამოწვევა იქნება, პატარა აფეთქება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საზღვრების გახსნამ. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ საფრთხე არსებობს, თუმცა საზღვრები მაინც უნდა გაიხსნას. ბოლო დღეების განმავლობაში, მცირე აფეთქებების მიზეზად ექიმები სწორედ შეზღუდვების შემსუბუქებას და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას ასახელებენ.
28.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 28.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დაუპირისპირდა. ის, რითიც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაზე მეტად ამაყობს, თენგიზ ცერცვაძემ ერთი განცხადებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ადრესატი სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკოა. ცერცვაძე სისტემაში უმწვავეს პრობლემებსა და ხარვეზებზე საუბრობს და სწორედ სერგეენკოსგან ელოდება პასუხს - რა გააკეთა 8 წლის განმავლობაში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 22:00
Link: 28.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00
მოულოდნელი დარტყმა გადამწყვეტი არჩევნების წინ-დავით სერგეენკოს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დიდი პოლიტიკური რეიტინგი, მისი იმიჯი თენგიზ ცერცვაძის ერთმა განცხადებამ მნიშვნელოვნად დააზარალა. მთავარმა ინფექციონისტმა დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლასა და ინფექციური საავადმყოფოს დანგრევაში დაადანაშაულა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 28.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
დაპირისპირება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინფექციონისტსა და ქართული ოცნების ფავორიტ კანდიდატს შორის - დავით სერგეენკოსა და თენგიზ ცერცვაძის 7-წლიანი მძიმე კომუნიკაცია საჯარო ახლა ხდება. მაჟორიტარად დასახელების შემდეგ დავით სერგეენკოს თენგიზ ცერცვაძემ შეუსრულებელ დაპირებებზე პასუხი მოსთხოვა. იმ დროს, როცა ყოფილი მინისტრი ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მის უწყებაში მუშაობის პერიოდს გამორჩეულად წარმატებულს უწოდებს, ცერცვაძე განმარტებებს ითხოვს.
29 ივლისი
ტელევიზია
29.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 29.07.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
საქართველოში კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 929 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 16, კარანტინის რეჟიმშია- 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 337 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში მეშვიდე დღეა მკაცრი კარანტინის რეჟიმია. სოფელი კვლავ წითელ ზონად არის გამოცხადებული და ამ დრომდე ჩაკეტილია. დღეის მონაცემებით, სოფელ ყარაჯალარში ორი ათასზე მეტი, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამი ათასზე მეტი ტესტია აღებული.
29.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 29.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
2022 წლიდან შესაძლოა ფარმაცევტუი კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში, თუ წარმოებები ჯი ემ პი-ს ევროპული სტანდარტის დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, ჯი ემ პი-ს ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვა კომპანიებისთვის სოლიდურ ფინანსურ რესურს საჭიროებს, შესაბამისად 2022 წლიდან მოსალოდნელია, რომ მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს.
29.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 29.07.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
დევიზით "მომავალი ჰეპატიტის გარეშე" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. მსოფლიოში 325 მლნ ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით, მათ შორის 290-მა მილიონმა, ანუ 10-დან 9 ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია. რაც შეეხება საქართველოს, არსებული მონაცემებით, კვლევა ჩაუტარდა 2 მილიონზე მეტ ადამიანს. კელი დეგნანი:" დღეს ცე ჰაპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა, რომელიც 2011 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავ არის ლიდერი ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის კუთხით". ამირან გამყრელიძე:" დღეს წარმოდგენილი იქნა მონაცემები, რომ ჩვენ გვაქვს 99% განკურნების ეფექტი".
29.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 29.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრობლემატიკა რეალურად გადაწყვეტილია, ჩვენ ვგეგმავთ ამ საავადმყოფოს რემონტს, აღჭურვას და ეს იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ეს არ არის დროებითი ღონისძიება, რადგან ინფექციური საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში.
29.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 29.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ათი ახალი შემთხვევა და ორი გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის გავრცელების ბოლო 24 საათის სტატისტიკა საქართველოში. შემთხვევათა ნაწილი გაჩიანის დასახლებას უკავშირდება, ნაწილი კი იმპორტირებულია. ერთ პაციენტზე კი ინფიცირების პირველწყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება. „გუშინ იყო 1145 დადასტურებული შემთხვევა, დაემატა ათი ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 1155.
29.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 29.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრობლემატიკა რეალურად გადაწყვეტილია, ჩვენ ვგეგმავთ ამ საავადმყოფოს რემონტს, აღჭურვას და ეს იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ეს არ არის დროებითი ღონისძიება, რადგან ინფექციური საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში.
29.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 29.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 929 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 16, კარანტინის რეჟიმშია- 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 337 ადამიანი.
28 ივლისი
ინტერნეტ სააგენტო
28.07.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა შემთხვევების გამოვლენა, შემაშფოთებელია. მისივე თქმით, შიდაგადაცემის ორი ახალი კლასტერი ლილოს ბაზრობასა და გაჩიანის დასახლებას უკავშირდება. „ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები – ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები იყო, ჩვენი მოქალაქეების შემოტანილი, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან.
28.07.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში 10 საზოგადოებრივ-ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამაზე, როგორიცაა მაგალითად, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ცე ჰეპატიტზე სკრინინგი და ა.შ. როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა, პანდემიის გამო, 6 თვის სამიზნე თითქმის არც ერთ პროგრამაში არ არის მიღწეული. გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ რესურსები კოვიდის წინააღმდეგ იყო კონცენტრირებული.
28.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 28.07.2020 - ბიემ.ჯი
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სერგეენკოს ღია წერილით მიმართავს. წერილის სახელია "რა გაუკეთა" და „რა გაუფუჭა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?". ამ ღია წერილში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ქმედებების შედეგად, ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრი, ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მივიდა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 28.07.2020 - ბიემ.ჯი
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში ინიცირებული ცვლილებების ბედი, რომლის დაჩქარებული წესით დამტკიცებას თავად ეკატერინე ტიკარაძის უწყება ითხოვდა, კვლავ გაურკვეველია. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი - ჯანდაცვის სამინისტრო. Bm.ge-ის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ კანონპროექტის მიღება საშემოდგომო სესიამდე გადაიდო, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის უწყებაში არ განმარტავენ, რატომ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება იმ კანონპროექტზე, რომლის დაჩქარებულად განხილვასაც თავად ითხოვდნენ.
28.07.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 28.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
„დარჩი სახლში“ მოწოდების დროს, მშობელს ვერ მიყავდა ბავშვი პოლიკლინიკაში ასაცრელად. მაგრამ ახლა ეს აუცილებელია, იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს შემდეგ ქვეყანაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში 10 საზოგადოებრივ-ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამაზე, როგორიცაა მაგალითად, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ცე ჰეპატიტზე სკრინინგი და ა.შ. „ექიმთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს ყველა სავალდებულო აცრა, რაც ბავშვს ეკუთვნის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
28.07.2020
მედია საშუალებები: დრონი.ჯი
Link: 28.07.2020 - დრონი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა. „ახალ კორონავირუსს ცალკე ქვეყანა ვერ დაამარცხებს, მთელმა დედამიწამ ერთად უნდა დაამარცხოს. მარტო საქართველო კორონას ვერ მოერევა.
28.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენა რეალისტურია, თუმცა ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება. როგორც პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, აღნიშნა, 20-მდე ვაქცინა კვლევის ბოლო ფაზაშია: „ბაზარზე მათი გამოჩენა რეალისტურია, მაგრამ ჩემი პროგნოზით, ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება.
28.07.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. "21და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის და ამჟამად საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სერგეენკოს მისამართით გამოქვეყნებულ წერილზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება. "ბატონმა თენგიზმა Facebook-ზე გამოაქვეყნა წერილი და დასვა კითხვები, დამთავრდა. მეტ კომენტარს ალბათ ბატონი თენგიზი არ გააკეთებს. მე ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან წერილი მე არ გამომიქვეყნებია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით მეტი არ იქნება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
28.07.2020
მედია საშუალებები: ნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - ნიუს.ჯი
“რა გაუკეთა” და “რა გაუფუჭა” ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას – ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს და “ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული წერილის ავტორები დავით სერგეენკოს უმძიმეს ბრალდებას უყენებენ და პირდაპირ წერენ, რომ სწორედ მინისტრმა სერგეენკომ, სრულიად გამიზნულად მიიყვანა მათი სამედიცინო დაწესებულება განადგურების პირას.
28.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა – 53% ფიქრობს, რომ "რწმენა იცავს მათი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან". ამის შესახებ საუბარია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევაში, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა. მოსაზრებას, რომელიც კორონავირუსისგან ადამიანის რწმენის დაცვას შეეხება, გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 38% არ იზიარებს. აქვე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლების მხოლოდ 10% დაესწრო სააღდგომო წირვას, რომელიც კორონავირუსის დროს გაიმართა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 28.07.2020 - ფორ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესი შედეგი დროულმა და მულტისექტორულმა საპასუხო ღონისძიებებმა განაპირობა. გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება არ მოადუნონ. „მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცოტა მოვეშვით და ეს არ შეიძლება. რომელიმე ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყანასთან ან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი შედეგი დავდეთ იმიტომ, რომ გვქონდა ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი.
28.07.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - 2020ნიუს.ჯი
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში ინიცირებული ცვლილებების ბედი, რომლის დაჩქარებული წესით დამტკიცებას თავად ეკატერინე ტიკარაძის უწყება ითხოვდა, კვლავ გაურკვეველია. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი - ჯანდაცვის სამინისტრო. სამინისტროში ადასტურებენ, ინფორმაციას იმის სესახებ რომ კანონპროექტის მიღება საშემოდგომო სესიამდე გადაიდო, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის უწყებაში არ განმარტავენ, რატომ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება იმ კანონპროექტზე, რომლის დაჩქარებულად განხილვასაც თავად ითხოვდნენ.
28.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი, დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა! 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ჯიბისი.ჯი
Link: 28.07.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - ჩვენთვის ცნობილია იმ კოლოსალური სამუშაოს შესახებ, რომელსაც ჭიათურის გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად ახორციელებთ“ - მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის წერილი „ჯორჯიან მანგანეზს“ მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (მსეფ) პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანს ოფიციალური წერილით მადლობა გადაუხადეს. წერილი ბოლო საინფორმაციო ანგარიშების საფუძველზე მომზადდა, რომლებიც წარმოდგენილი იყო უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ.
28.07.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
შშმ პირთა შესახებ კანონი, რომელსაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდა, გამოქვეყნებულია – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რაც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება.
28.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.07.2020 - კვირა.ჯი
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 28.07.2020 - ტაბულა.ჯი
NDI-ის კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას. მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს. 6%-ს ლუგარის ლაბორატორიის ლაბორატორიის შესახებ არ სმენია. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 28.07.2020 - ტაბულა.ჯი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 4% თვლის, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება, 60% ამ მოსაზრებას არ იზიარებს, 36%-მა კი არ იცის. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.
28.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 28.07.2020 - პია.ჯი
მსოფლიო მასშტაბით 4 მლნ-მდე ბავშვს C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია აქვს. რა შემთხვევაში ინფიცირდება C ჰეპატიტით ბავშვი? რამდენად რთულად ერევა ბავშვის ორგანიზმი ჰეპატიტთან ბრძოლას და რა ასაკში ერთვებიან მცირეწლოვნები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებში. ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს ამ და სხვა კითხვებს ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს. ინფექციონისტი ამბობს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ექიმის თქმით, განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და პროგრამაში ჩართული ადამიანების 98% იკურნება.
28.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 28.07.2020 - კომერსანტ.ჯი
„Covid-19-ის წინააღმდეგ ბძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“ - ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა. “საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ქვეყანამ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე შეაჩერა“, - აღნიშნულია სტატიაში.
28.07.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 28.07.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
„Covid-19-ის წინააღმდეგ ბძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“ – ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა. “საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა.
28.07.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - მედიანიუს.ჯი
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან უკვე განიკურნა 65 000-ზე მეტი ადამიანი და ამჟამად მკურნალობაში ჩართულია 70 000 მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა! 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ცე ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა.
28.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, - ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა. „საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა.
28.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 28.07.2020 - პია.ჯი
„Covid-19-ის წინააღმდეგ ბძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“ - ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა. „საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ქვეყანამ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე შეაჩერა“, - აღნიშნულია სტატიაში.
28.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 28.07.2020 - პუბლიკა.ჯი
მომავალი ჰეპატიტის გარეშე! – დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. NCDC-ის ცნობით, ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ შვიდ გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს უკვე მეათეჯერ აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. როგორ სრულდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა.
28.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.07.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების თითქმის 99 % გამოჯანმრთელდა. “დღეს წარმოდგენილ იქნა ჩვენი მონაცემები, რომ გვაქვს თითქმის 99, 98.8 % განკურნების ეფექტი იმ 70 000 ადამიანში, რომელსაც ჩვენ ვუმკურნალეთ. ყოველ წელს ამ დღეს “ცე” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ვაჯამებთ და ახალ ამოცანებს ვსახავთ”, – განაცხადა გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
28.07.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 28.07.2020 - რეპორტიორი.ჯი
„COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“, – ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე წერს. „საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ქვეყანამ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე შეაჩერა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
28.07.2020
მედია საშუალებები: ეტალონი.ჯი
Link: 28.07.2020 - ეტალონი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში შესამუშავებელ რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, განისაზღვრება კლასებში მოსწავლეების რაოდენობა, თერმოსკრინინგი კი აუცილებელი იქნება. „სკოლებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ ეპიდსიტუაცია ასეთი გვექნება, როგორიც დღეს გვაქვს, მართვადი, პულსზე გვიჭირავს ხელი და თუ არ გაგვექცა ეპიდსიტუაცია, მაშინ სწავლის დაწყებას ხელს არაფერი შეუშლის.
29 ივლისი
ინტერნეტ სააგენტო
29.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 29.07.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა მისთვის სრულიად გასაგები და მისაღებია. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქვეყანაში გამოუცდელი ვაქცინა არ შემოვა.„არ გვაქვს მოლოდინი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ოქტომბერში და ნოემბერში.
29.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 29.07.2020 - კომერსანტ.ჯი
სანამ სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი იყო, კარგი შედეგის მომტანი ნაბიჯები იყო ეპიზოდური, ხოლო ცუდი - უფრო მეტი“ - კლინიკა ღია გულის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია დავით სერგეენკოს მინისტრობას ასე აფასებს. ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მინისტრის დავით სერგეენკოს მინისტრობასთან დაკავშირებით კითხვები, შეფასებები, შენიშვნები თუ აპლოდისმენტებიც ხშირი იყო მისი პოსტზე ყოფნის დროს და შემდეგაც.
29.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 29.07.2020 - ბიპიენ.ჯი
სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განუცხადა, ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
29.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 29.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განუცხადა, ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
29.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 29.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან გადაიყვანა, მას მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა. "პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, ტესტი მეორედ გადამოწმდა და ,,კოვიდ-19“ დადასტურდა“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
29.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 29.07.2020 - ინფო9
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საზიანო გადაწყვეტილება მიიღო ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ შიდსისა და პათოლოგიის ცენტრთან დაკავშირებით. როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში გაცილებით მწვავე კომუნიკაცია ჰქონდა, საკითხის საჯაროობა კი ახლა გადაწყვიტა. „ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც.
29.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 29.07.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 6000 ადამიანი მუშაობს და მათი ტესტირება სრულად მოხდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეის მდგომარეობით ლილოს ბაზრობაზე ჯამში 2500-2700 ნიმუშია აღებული. „ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოს ბაზრობაზე.
29.07.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 29.07.2020 - ბიეფემ.ჯი
სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განუცხადა, ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით, სტადიონებზე მაყურებლის 2 სკამის გამოტოვებით განთავსების გარდა, პროტოკოლის თანახმად, კვლავ აუცილებელ პირობად რჩება პირბადეების გამოყენება და ხელების ჰიგიენური დამუშავება.
29.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 29.07.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევებიდან 11% უსიმტომო იყო. რაც შეეხება სიმპტომებიან პაციენტებს, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირი ცხელება და ხველა იყო. ინფიცირებულების 34,5%-ს აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე, 17%-ს ყელის სიმშრალე/ტკივილი, 14,5%-ს თავის ტკივილი, 10,1%-ს სურდო. აღსანიშნავია, რომ სტაციონარებიდან გაწერილ 800 პაციენტს შორის უმეტესი წილი, 69,1% გადაყვანილია საკარანტინე სივრციდან.
29.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 29.07.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული კორონავირუსის შემთხვევების უდიდესი წილი რუსეთზე მოდის. NCDC-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული 272 შემთხვევიდან 127-ის, ანუ 46,6%-ის წყარო რუსეთია.
29.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 29.07.2020 - ონ.ჯი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11,2%-ს სამედიცინო პერსონალია. სრულად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომლების დასნეულების 129 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 111 არის სამედიცინო პერსონალი, 18 — ტექნიკური პერსონალი. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ერთ შემთხვევაში ვირუსი საზოგადოებაში აღმოჩნა შეძენილი.
29.07.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 29.07.2020 - ტაბულა.ჯი
საქართველოში ახალი კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების 46.6% რუსეთზე მოდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა, 980 აღწერილი შემთხვევიდან, 272 იყო, აქედან კი 127 შემთხვევა (46.6%), ანუ იმპორტირებულ შემთხვევათა თითქმის ნახევარი, რუსეთიდანაა. 23 შემთხვევა (8.4%) – თურქეთიდან, 22 შემთხვევა (8%) – აზერბაიჯანიდან, ხოლო 21 შემთხვევა (7.7%) – სომხეთიდანაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში 2020 წლის 11 ივლისის მონაცემებია ასახული. ფოტო: NCDC
29.07.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 29.07.2020 - ბიეფემ.ჯი
იაფი წამლის მომხრე არ ვარ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „მე პირადად, არ ვარ იაფი წამლის მომხრე, ვინაიდან იაფი წამალი ნიშნავს ბევრ წამალს და ხარისხიანი წამალი ნიშნავს ზუსტად იმდენ წამალს, რამდენიც მოქალაქეს სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ, რომ იმპორტირებული იყოს მხოლოდ ხარისხიანი წამალი და უკვე ხარისხიანი წამლის ფასის რეგულირება მოხდეს საკანონმდებლო ჩარჩოს მხრიდან, რისი განმახორციელებელიც, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ფარმაციის სფეროს დარეგულირება იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი ხელმისაწვდომი იყოს და ჯიბიდან გადახდის ნაწილი კიდევ უფრო შემცირდეს, ვიდრე ახლაა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამლის ფასის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანია არაერთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. „აქედან გამომდინარე, ეს არის კითხვა არა ჩემკენ, არამედ უფრო საკანონმდებლო ორგანოსკენ. მინდა, აუცილებლად დავაფიქსირო, რომ მე მაქვს ინიცირების უფლება და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ გვქონდა პარლამენტში რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის შეფასება, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე წამლის სექტორში. დავიწყოთ ხარისხის გაუმჯობესება და მას შემდეგ, რაც ბაზარი მზად იქნება, მოვითხოვოთ GMP სტანდარტიც და ყველა დანარჩენი რეგულაციაც, რომელიც საჭიროა, რათა მოქალაქემ მიიღოს არა მხოლოდ იაფი, არამედ ხარისხიანი წამალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
29.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 29.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
COVID-19–ის დიაგნოზით სტაციონარებიდან გაწერილ 800 პაციენტს შორის 41.3%-ში ძირითადი დაავადების გართულება პნევმონია იყო,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს. ანგარიშის მიხედვით, სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების 13.1%-ს სუნთქვის უკმარისობა, 4.4%-ს გულსისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა, ხოლო 3.6%-ს მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი გამოუვლინდა.
29.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 29.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19–ის დიაგნოზით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობაა 15. კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში ჭარბობენ 70 წელს გადაცილებული პაციენტები.
29.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 29.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, რომელიც 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების 129 თანამშრომელი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, 129 შემთხვევიდან 111 (86.1%) არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო- 18 (13.9%) - ტექნიკური პერსონალი.
პრესა
29.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 29.07.2020 - რეზონანსი
დაავადების რისკი დაახლოებით თანაბარია ჰეპატიტიან და არაჰეპატიტიან პაციენტში. მათ რაიმე დაავადების მომატებული რისკი არ აქვთ. ჰეპატიტიანებში ვვარაუდობთ, რომ იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს აისახოს ავადობაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის" ეთერში, ცეჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში კორონავირუსით ინფიცირების მომატებულ რისკზე საუბრისას განაცხადა.
29.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 29.07.2020 - რეზონანსი
დღევანდელი მონაცემები ასეთია, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენს გარშემო დადის, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. ისივე თქმით, ხელების ჰიგიენა არასდროს არ გვაწყენს, ამას თუ ყველა დაიცვას, "კორონა" იქნება, მაგრამ არ იქნება იმდენი, რომ შეგვაწუხოს. „რამდენიმე ბიზნესია დარჩენილი კიდევ, რომელიც ჯერ არ გახსნილია.
29.07.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 29.07.2020 - მესინჯერი
საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი ცნობით, ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით, შესაძელებელი გახდა 1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა, რაც 5,000 სახის საფარს, 13,200 დამცავ სათვალეს, 30,000 საიზოლაციო ხალათს, 1,000,000 სამედიცინო ნიღაბს და 328,000 რესპირატორს გულისხმობს.
29.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 29.07.2020 - რეზონანსი
ყველა წყაროზე გავდივართ და ვარეგულირებთ ამ საკითხს. ამიტომ ხაზს ვუსვამ, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის" ეთერში განაცხადა. „შემთხვევების გარკვეული მატება პროგნოზირებადი იყო. ასე იყო ყველა ქვეყანაში, სადაც კი შემსუბუქების პოლიტიკა მიმდინარეობს.
29.07.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 29.07.2020 - სარკე
დიზაინერი ნანა მელქაძე როცა გამოწვევეის წინაშე დგება, არასოდეს იბნება და არც შიში იპყობს. შინაგანი ძალეების მოკრრებას ყოველთვის ახერხებს, რომ ნაბიჯები წინ გადადგას. ასე მოხდა პანდემიის დროსაც. - ქალბატონო ნანა, მოგვიყევით როგორ შეხვდით პანდემიას, როგორ გაატარეთ თვითიზოლაციის პერიოდი.