| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 27 ივლისი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.07.2020 08:33 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
27 ივლისი
ტელევიზია
27.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 27.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ჯანდავის სამინისტრო გავფრთხილებდა, რომ უნდა დავიცვათ სოციალური და ფიზიკური დისტანცია და ვატაროთ პირბადეები. ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და შეგვიძლია 27 ივლისის შეთანხმებაც შევახსენოთ ჯანდაცვის სამინისტროს. კარგი იქნებოდა ჯანდაცვის კომიტეტს ძველი შემადგენლობით ემსჯელა ამ საკითხზე. წამყვანი პარლამენტის სიახლეებზე საუბრობს. რატომ გახდა აუცილებელია, რომ ტრადიციული თამბაქოს გარდა გახურებადი ელექტრონული სისტემის აიქოსის წარმომადგენლები კონტრაბანდის თანამზარხველებად ყოფილიყვნენ ამ დრომდე წარმოდგენილები და ბიუჯეტს ბევრი თანხა დაკლებოდა? ეს შესაბამის ადრესატებთან დასასმელი კითხვაა. ფაქტია, რომ აიქოსი ქართულ ბაზარზე შემოვიდა. წამყვანი იური გორდაკის, ფილიპ მორისის წარმომადგენლის ციტატას აცნობს მაყურებელს.
27.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 27.07.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
კორონავირუსის გავლენა მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეკონომიკური კრიზისი არა თავად ვირუსის, არამედ მისი გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან მომდინარეობს. თუმცა იგი გავლენას ახდენს მომხმარებლისა და სახელმწიფოების გადაწყვეტილებზე, ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას, რაც საბოლოო ჯამში მოთხოვნის კლებას იწვევს. რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, თემაზე საუბრობს საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. მისი განმარტებით ბიუჯეტის დეფიციტი 4 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. 3 მლრდ საერთაშორისო დახმარებას მიიღებს საქარველო.
27.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
Link: 27.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1- სოფელი გაჩიანიდან არის. მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ჯერ-ჯერობით ვითარება კონტროლირებადია და ამ ეტაპზე, ცალკეული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროება არ დგას. დაავადებათა კონტროლი არაჩვეულებრივად მუშაობს.
27.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 27.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. ექვსი ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამეში. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 1137-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. 2. უკვე მეხუთე დღეა ჩაკეტილია გარდაბნის სოფელი ყარაჯალარი. ეპიდვითარების გამო მიღებული
ზომები კვლავ ძალაშია, სულ გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 46 შემთხვევაა დადასტურებული. სოფლის შესასვლელსა და გამოსასვლელს პოლიციელები აკონტროლებენ. 3. მედიისთვის დამატებით განმარტებას აკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო
დირექტორი. მარინა ეზუგბაია: "დაავადებათა კონტროლი არაჩვეულებრივად მუშაობს, ხდება კონტაქტების მოძიება, კვლევა და იზოლაციაში გადაყვანა".
ინტერნეტ სააგენტო
27.07.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 27.07.2020 - ბათუმელები.ჯი
COVID19-თან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზიტიური შეფასებები გადაჭარბებულია. მაგალითად, კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია”გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შეძლებდა და რომ ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება. ამასთანავე იგივე გამოცემა 21 მარტის პუბლიკაციაში ამტკიცებს, რომ ამერიკა კი არა, საქართველოს რეალურად ჩინეთი ეხმარება. News Front Georgia: “ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შეძლებდა კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას. არც მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს უჭირთ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენა, ისევე როგორც დიდ მეზობელს – რუსეთს. ასე რომ, რბილად რომ ვთქვათ, ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება, თუმცა კარგ საქმეში იქ მომუშავე მედპერსონალსაც სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს კი არ ეხება მთლიანობაში ამ ლაბორატორიის ფუნქციონირებას და იმ ეჭვებს, რომლებიც საზოგადოებაში ამ დაწესებულების მიმართ სამართლიან საფუძველზე არსებობს”. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით News Front Georgia-ს შეფასებები უსაფუძვლოა, რადგან ლაბორატორია, რომელიც აშშ-ის 300 მილიონი დოლარის დაფინანსებით აშენდა, კორონავირუსის დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. “მითების დეტექტორთან” კომენტირებისას ლუგარის ცენტრის მენეჯერი მაია ალხაზიშვილი იმ 6 მიზეზს ასახელებს, რაც ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და კორონავირუსთან ბრძოლას აიოლებს: ლაბორატორიას აქვს რეგიონში უნიკალური ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მაღალი დონით (BSL 3). ლაბორატორიაში ფუნქციონირებს გენომის ცენტრი. დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. საუკეთესო სასწავლო რესურსია დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ცოდნის მისაღებად. ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას. რა უპირატესობა აქვს ლუგარის ლაბორატორიას ნებისმიერ სხვა კლინიკასთან მიმართებით? მაია ალხაზიშვილის განმარტებით, უახლესი ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდები უზრუნველყოფს იმას, რომ ლაბორატორია ნებისმიერი ახალი გამოწვევისას დროული რეაგირებისათვის მზად არის. ლუგარის ლაბორატორიის გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული და ის რეფერენს ლაბორატორიას წარმოადგენს.
პრესა
27.07.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 27.07.2020 - მესინჯერი
10, 14 და 20 შემთხვევა მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში , - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა. მისი თქმით, თუ მასიურად მოხდება ადამიანების გამოკვლევა და მათი დროული იზოლირება, ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი დაიკლებს. შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და ვითარება, როცა დღეში 20-მდე შემთხვევაა ქვეყანაში, მართვადია. „ეს პროგნოზირებადი იყო. ეს ჩვეულებრივად არის შედეგი შემსუბუქების და მობილობის ზრდის, რომელიც პროგნოზირებადი იყო. მთავარია, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ, მართვის ქვეშ არის. მთავარია არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10 , 14 და 20 მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით და ნიშანია იმის, რომ ინფექცია არის და ცირკულირებს ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა.
27.07.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 27.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში, ამ საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურა ერთად, რა თქმა უნდა, ერთობლივი მიღწევაა და ნამდვილად შთამბეჭდავია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი შესანიშნავი, სისტემური თანამშრომლობის გარეშე, სადაც იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ემორის უნივერსიტეტიდან, სადაც იყო ქართული ბიზნესის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა ის შედეგი, რომელიც გვაქვს.
27.07.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 27.07.2020 - ალია
მართალია, ჯერჯერობით არ უთქვამთ, მაგრამ პანდემიამ საქართველოს იმაზე მეტად შემოუტია ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო. ლილოს ბაზრობა გახდა ის დენთის კასრი, როელიც აფეთქდა და რასაც ახლა დავწერთ, საგულდაგულოდ იმალება. ლილოს ბაზრობის კლასტერის ათზე მეტ ადამიანზე, ექიმებმა განაცხადეს, რომ წყაროს იდენტიფიცირებს ვერ მოხერხდა. "ჩენ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს, სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ვირუსი არა კონკრეტული ადამიანისგან, არამედ შემოტანილი საქონლისგან გადაგვედო.