| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 23-24 ივლისი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.07.2020 09:13 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
23 ივლისი
ტელევიზია
23.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც ზომები უკვე მეორე დღეა, გამკაცრებულია, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ასევე ტარდება თერმოსკრინინგი. სოფლებში კონტროლდება შესვლა და გამოსვლა. დაავადებათა კონტროლის ცეტრის ხელმძღვანელის თქმით, განსაკუთრებით ცხელი წერტილი ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლებაში გვაქვს, სადაც 3 სოფელი - ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია. ამ 3 სოფლიდან ორში სულ 34 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ დაფიქსირებული 24-დან კი 10 სწორედ ამ კლასტერიდან არის.
23.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მეტი წილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება, რომელთა მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის ბაზრებსა და ბაზრობებზეა დასაქმებული. „ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისისა და საერთოდ ქვეყნის სხვადასხვა ბაზარსა თუ ბაზრობაზე. ამიტომ, უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებზე, ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი.
23.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდგინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისი ინფექციური საავადმყოფოში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი გვყავდა. არავინ გამოჯანმრთელებულა და 2 დაგვემატა. ამჟამად გვყავს COVID-19-ით ინფიცირებული 30 პაციენტი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ. „ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 იმპორტირებულია, ხოლო მეორე გაჩიანის ინფექციის წყაროდანაა. ორივე პაციენტის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა. ზოგადად, კლინიკაში გვყავს 2 მძიმე პაციენტი, თუმცა მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია და დაავადების პროგრესირება უკვე მესამე დღეა არ შეიმჩნევა, ხოლო დანარჩენები საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
23.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ინფექციურ საავადმყოფოს 40 მლნ ლარამდე თანხა გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ პანდემიის პერიოდში ინფექციური საავადმყოფოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, იყო უკიდურესად ეფექტური.
23.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში გამოკვლევა ჩაიტარონ. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში რამდენიმე პოლიკლინიკა და ცხელების ცენტრი მოქმედებს, სადაც ადამიანს COVID-19-ზე გამოკვლევის ჩატარება შეუძლია. „ამით ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ ინფექციის გავრცელებისა. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა მაინც მოსახლეობა არ მიდის სიმპტომების დროს, ფიქრობს რომ ეს ჩვეულებრივი სურდოა, ჩაივლის. დიახ, შესაძლებელია ეს, მაგრამ ჯობია მაინც ვიყოთ თვითდაჯერებულები ამ სიტუაციაში და გამოვრიცხოთ. ყველა გამოკვლევა სახელმწიფოს ხარჯზეა“, - განმარტა გამყრელიძემ.
23.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 23.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა და სამი დაუდგენელი წყარო. ამ დროისთვის შვიდ პაციენტში არ არის გამოკვლეული, თუ როგორ და ვისგან მოხდა მათი ინფიცირება. 24 საათში გამოჯანმრთელდა ოთხი მოქალაქე. ტენედენცია, რომ ინფიცირებული მეტია, ვიდრე განკურნებული, ისევ ნარჩუნდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ორი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო კიდევ სამის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
23.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 23.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
სასტუმრო რედისონ ბათუმში კოვიდ პირველი შემთხვევა დადასტურდა. სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ სტუმარი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქე არ არის და მან პისიარ ტესტი საქართველოში შემოსვლამდე და შემოსვლის შემდეგ ჩაუტარდა და კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. 2.გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კვლავ გრძელდება.
23.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 23.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
ინფექციურ საავადმყოფოს 40 მლნ ლარამდე თანხა გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ პანდემიის პერიოდში ინფექციური საავადმყოფოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, იყო უკიდურესად ეფექტური. „თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ეს მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ ვიმყოფებოდი. ჯანდაცვის სმინისტროს თათბირზე ეს საკითხი რამდენჯერმე აქტიური განხილვის საგანი იყო.
23.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 23.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მლნ-მდე ლარი გამოიყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი არის მზად, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საკარანტინე პირობების გამკაცრება მოხდეს. შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რაიონიდან მოსახლეობა თბილისში სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე მუშაობს, ასეთ ზონებში კონტროლი გამკაცრდება. მისი თქმით, ბაზრობებზე ჩატარდება თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება.
23.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 23.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
კორონავირუსი 12 ახალი შემტხვევა და დამატებით 3 დაუდგენელი წყარო. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ამ დროისთვის 7 შემთხვევაში არ არის ცნობილი ვისგან და როგორ მოხდა გადაცემა. 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 მოქალაქე. ბოლო პერიოდის ტენდენცია, რომ უფრო მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე გამოჯანმრთელებული, ნარჩუნდება. გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, კონტროლს და ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდაზე საუბრით დაიწყო მთავრობის სხდომა პრემიერმა. მისი თქმით, აუცილებელია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა.
23.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ინფექციური საავადმყოფო, რომლის პერსონალიც წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ურთულეს და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებდა, მალე გაიმართება. პრემიერმა დაპირება შეასრულა და საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე თანხა გამოუყო. ახლა თავად ცენტრი გადაწყვეტს, როგორ უზრუნველყოფს საჭირო პირობების შექმნას. გიორგი გახარია ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას 18 მარტს პირადად გაეცნო.
23.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
კომპენსაციები პანდემიის დროს დაზარალებულებისთვის. ამ დროისათვის თანხა 347276 ადამიანმა მიიღო. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის 300 ლარიანი, დასაქმებულთათვის, რომლებსაც პანდემიის გამო პრობლემები შეექმნათ 200 ლარიანი ვაუჩერები გასცა. სახელმწიფო მოქალაქეების დახმარებას კვლავაც განაგრძობს. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ თვითდასაქმებულებისა და ასევე ფორმალურ სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური და აქამდე ვერ მოასწრეს კომპენსაციების მისაღებად რეგისტრაციის გავლა, რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ნათია თურნავა: "ჩვენ ვმუშაობთ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომ ეტაპზე და ამის ფარგლებში ჩვენ ალბათ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ გეტყვით, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი ამოცანა, როგორც აქამდე იყო, ახლა კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ადამიანების დახმარება და ზრუნვა, მათ შორის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებიც."
23.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 23.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ლილოს ბაზრობა ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ძირითადად სწორედ ამ ტერიტორიაზე არიან დასაქმებულები გარდაბნიდან, სადაც ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ამიტომ ბაზრობაზე შერჩევითი ტესტირება დაიწყება. დღევანდელი 12 ახალი ფაქტიდან ორი ისევ გაჩიანს უკავშირდება. კიდევ სამით გაიზარდა დაუდგენელი წყაროების რაოდენობა, რაც დაავადების შიდა გავრცელების რისკებს მკვეთრად ზრდის. გარდაბანში ინფიცირებულთა დროული გამოვლენის და კლასტერების შემცირების მიზნით სავალდებულო ტესტირება მესამე დღეა გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ სამ სოფელში საკარანტინო ზომები დაწესდეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევანრატიანი აცხადებს, რომ შემთხვევების მატება მოსახლეობის მხრიდან ჰიგიენური წესების დაუცველობას უკავშირდება.
23.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 23.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
საავადმყოფოს, რომლის კეთილმოწყობის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საჭიროება „კოვიდ-19“-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, მალე შესაძლოა ახალი შენობა ჰქონდეს. 11-წლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო. თავად კლინიკის ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხით ახალ შენობას ააშენებს, თუ უკვე აშენებულ ნაგებობას მოიძიებს. ტერიტორიის დაცლას ელოდება კომპანია „ავერსიც“, რომელმაც ყაზბეგის გამზირზე მდებარე 11 შენობა 2009 წელს შეიძინა და ინფექციურ კლინიკას რამდენიმე მათგანი იჯარით დაუთმო.
23.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 23.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კორონავირუსთან მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი ინფექციური კლინიკა მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ საკუთარ შენობას მიიღებს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ინფექციური კლინიკის ახალი შენობის ასაშენებლად, ან შეძენისთვის 40 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. მას შემდეგ რაც ინფექციური კლინიკა ძველ მისამართს დატოვებს, ყაზბეგის 16 ნომერში განთავსებული სამედიცინო დაწესებულების 8 კორპუსი უკვე ერთ სივრცეში გადაინაცვლებს. სად განთავსდება ქვეყნისთვის სტრატეგიული სამედიცინო ცენტრი - სპეციალისტები სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობენ.
23.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 23.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ბოლო 24 საათში კორონა ვირუსის ეპიდემიის ფარგლებში გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. მიმდინარეობს კვლევები. ახალი შემთხვევებიდან 5 პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა აჩიანის წყაროდან. ორიც იმპორტირებულია. ერთ-ერთი იმპორტირებული შემთხვევა კი ბათუმის რედისონში დაფიქსირდა.
23.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 23.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
10 წლის შემდეგ ინფექციური საავადმყოფო ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. მას შემდეგ რაც კოვიდ 19-ის გავრცელებას გადაუდგა წინ, მას შემდეგ რაც ასეულობით პაციენტი გამოაჯანმრთელა მომაკვდინებელი ვირუსისგან, მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი წვიმისაგან ჩამორეცხილ ლაბორატორიებსა და პალატებში გააკეთეს ექიმებს შრომა დაუფასდათ. ინფექციური 40 მილიონიან გრანტს მიიღებს. ახალი შენობის აშენებაშ დაიხარჯება თუ ძველსი გარემონტებაში, ამას ინფექციური საავადმყოფო გადაწყვეტს.
23.07.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 23.07.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენის ან აშენების მიზნით, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ინფექციურ კლინიკას თანამედროვე შენობა ჰქონდეს. მისი თქმით, კლინიკა უკვე წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს ხოლო ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანმედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ინფექციური საავადმყოფო და სეფსისის კლინიკა, "ავერსი ფარმამ" აუქციონის გზით 2009 წელს შეიძინა, თუმცა, ტერიტორიაზე საავადმყოფო ფუნქციონირებას აგრძელებს. ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს შენობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო იჯარის წესით ფლობს.
24 ივლისი
ტელევიზია
24.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 24.07.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. ბოლო დღეებში ინფიცირებულთან კონტაქტების კვლევისას ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულთან კავშირები გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად, გუშინ იქ 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან ოთხს კოვიდ19 დაუდასტურდა. 2. ეპიდემიოლოგებმა უკვე გამოიკვლიეს ქუთაისში, ე.წ. კჩის ბაზრობის თანამშრომლები. ირკვევა, რომ 61 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, სწორედ ამ ბაზრობაზე მუშაობდა. 3. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით აღემატება იმ პირების რაოდენობას, რომლებმაც კოვიდ 19 უკვე დაამარცხეს - ასეთია სამი ივლისის მონაცემები.
24.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 24.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
სეციალისტები მოსახლეობას კვლავ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენას და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას სთხოვენ. მომატებული შემთხვევების მიუხედავად ექიმები განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ თუმცა ეპიდსიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებად მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ რაც ფიგიენის ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას გულისხმობს.
24.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 24.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან რამდენიმეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
24.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 24.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელმაც უნდა შეამსუბუქოს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგები, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. საკითხზე მთავრობის შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი გახარიას საკუთარი წინადადებები წარუდგინა როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა მინისტრებმა. ვანო მაჭავარიანი: "გრძელდება მუშაობა იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს, რათა მოხდეს იმ ნეგატიური შედეგების შერბილება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ბოლო თვეების განმავლობაში დაადგა.
24.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 24.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
10. ადამიანებს, რომლებსაც ქუთაისში ინფიცირებულ ქალთან ჰქონდათ კონტაქტი, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. გამოკვეთილია 30 პირი, მათი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. 61 წლის ქალბატონი ქუთაისის ერთ-ერთ ბაზრობაზე მუშაობდა. მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფებიან. 11. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი შემოწმება იწყება. მიზეზი კი გარდაბანში, ბოლო დღეებში გახშირებული შემთხვევებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ლილოში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტთან არის კავშირში და ამიტომ გადაწყდა ბაზრობის შემოწმებაც. დღეს შესაძლოა ცნობილი გახდეს ლილოში დასაქმებულ იმ პირთა ტესტირების პასუხი, რომლებიც უკვე შეამოწმეს.
24.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 24.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
კორონავირუსი
24.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 24.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1004-მდე გაიზარდა, განიკურნა 1 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულია 912. ბოლო ცნობებზე განმარტება მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. 2. ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი პისიარ სკრინინგი უნდა დაიწყოს. ეპიდემიოლოგებმა ისინი უნდა გამოიკვლიონ, ვინც ინფიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ, ან მიმდებარედ არიან დასაქმებულები. ლილოს ბაზრობაზე მომუშავე 4 ადამიანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ადგილზე გუშინვე 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს. 3. ეპიდემიოლოგებმა უკვე გამოიკვლიეს ქუთაისში ე.წ. კეჩის ბაზრობის თანამშრომლები. ირკვევა, რომ 61 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, სწორედ ამ ბაზრობაზე იყო დასაქმებული.
24.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 24.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00
მარინა ეზუგბამარინა ეზუგბა
24.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 11:00
Link: 24.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა და ჩაიკეტა. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შსს-ს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი შემოწმება დაიწყო. მიზეზი გარდაბანში ბოლო დღეებში გახშირებული შემთხვევებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ლილოში დასაქმებულთა უმეტესობა გარდაბნის მუნიციპალიტეტთან არის კავშირში და ბაზრობის შემოწმებაც ამიტომ გადაწყდა. 2. გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1004-მდე გაიზარდა, განიკურნა 1 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულია 912.
24.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 24.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კელი დეგნან
23 ივლისი
ინტერნეტ სააგენტო
23.07.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 23.07.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 23 ივლისს დადასტურებული 12 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყაროსა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „5 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის კლასტერიდან, 2 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა და 3-ის წყაროს და მათი კონტაქტების მოძიება გრძელდება“, — აღნიშნა ეზუგბაიამ. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 911, გარდაიცვალა 16 პაციენტი.
23.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 23.07.2020 - კომერსანტ.ჯი
რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს. „თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს.
23.07.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 23.07.2020 - 2020ნიუს.ჯი
ექიმების ნაწილი საჯაროდ ალაპარაკდა იმაზე, რომ არცთუ იშვიათად, მათი კოლეგები ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებით პაციენტებს უსარგებლო მედიკამენტებს უნიშნავენ. მართლაც არღვევენ თუ არა ექიმები პაციენტების უფლებებს, ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს პირადი გამორჩენის მიზნით და ერთვებიან თუ არა ე.წ. არაეთიკური მარკეტინგის სქემებში? გაიხსენეთ, ექიმის კაბინეტიდან გამოსულს, რამდენჯერ გჭერიათ ხელში დანიშნულება - წამლების გრძელი ჩამონათვალით და რამდენჯერ შეგპარვიათ ეჭვი, ნუთუ ყველა ეს წამალი მჭირდება?! პაციენტისთვის, როგორც წესი, თითქმის შეუძლებელია იმის გადამოწმება, ამოძრავებდა თუ არა ექიმს პირადი ინტერესი დანიშნულების დაწერისას. „ექიმმა წამლის გამოწერაში პროცენტი არ უნდა აიღოს.
23.07.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 23.07.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე გამოყოფაზე, რომელიც საავადმყოფოსთვის ახალი შენობის ასაშენებლად ან შესაძენად იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ სივრცეში ფუნქციონირებს და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მსჯელობდა.
23.07.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 23.07.2020 - ბიეფემ.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, რისთვისაც მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობას ან აუშენებენ, ან უყიდიან. „თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩემი თვალით ვნახე ეს, როცა იქ ვიმყოფებოდი.
23.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 23.07.2020 - ინფო9
ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსით ორი ახალი ინფიცირებულების წყაროზე თითქმის გავიდნენ. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ისინი უკვე ცნობილ კლასტერებს უკავშირდებიან. „მთავარია, რომ ჩვენ თითქმის ყველას წყარო ინდენტიფიცირებული გვაქვს და ვახდენთ ამ წყაროების იდენტიფიცირებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
23.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 23.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, რისთვისაც მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობას ან აუშენებენ, ან უყიდიან. „თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩემი თვალით ვნახე ეს, როცა იქ ვიმყოფებოდი.
23.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 23.07.2020 - ინფო9
ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეპიდსიტუაცია გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენს ეპიდსიტუაციაზე - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ღია ეთერიში“ ისაუბრა. „ბოლო თვის განმავლობაში, ქვეყანაში ინფექციის შემოტანის ძირითადი წყარო არიან ტრაილერის მძღოლები. ისინი ძირითადად შემოდიან ჩვენი ოთხი სახმელეთო საზღვრიდან, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი.
23.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 23.07.2020 - ინფო9
როგორი იქნება სექტემბერი განათლების სისტემისთვის, - ამის თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ღია ეთერიში“ ისაუბრა.. „თუ ამ ტიპის ეპიდსტუაცია დავიჭირეთ, როგორიც დღეს გვაქვს, სწავლის დაწყებას ხელი არ უნდა შეეშალოს. შეიძლება პროცესში რაღაც ცვლილებები შევიდეს. სანიტარული წესების შემუშავება ხდება, თუ როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი დაცული სკოლაში. ერთის მხრივ - სანიტარული წესების სწორი დაცვა და მეორეს მხრივ - სკოლაში პროცესების მონიტორინგი. ეს ეპიდსიტუაცია სკოლებში სწავლის დაწყებას ხელს არ შეუშლის, არც სკოლებში და არც უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
23.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 23.07.2020 - ინფო9
საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება.
23.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 23.07.2020 - ინფო9
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, რისთვისაც მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობას ან აუშენებენ, ან უყიდიან. „თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციოირებს. ჩემი თვალით ვნახე ეს, როცა იქ ვიმყოფებოდი.
23.07.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 23.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
მთავრობა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთვის ახალი შენობას შეიძენს, ან ახალს ააშენებს. ამ მიზნით კი ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. „თბილისის ინფექციური კლინიკა წლებია უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა იყო ძალიან ეფექტური და ეს არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს.
23.07.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 23.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ვაქცინა უკვე მიდის იმ კონდიციამდე, რომ ამ წლის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება, - ამის თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ღია ეთერიში“ ისაუბრა. „წინა კორონავირუსული ინფექციების დროს, რასაც „სარსი“ და „მერსი“ ერქვა, ვაქცინა ვერ გაკეთდა. შეზღუდული კონტიგენტი დაავადდა მაშინ და არც საჭიროება შეიქმნა. როდესაც პანდემია გამოცხადდა თავიდანვე ითქვა, რომ ვერ დამარცხდება ვაქცინის გარეშე, ამიტომ შექმნა მალევე დაიწყო. დღეს ვაქცინის შექმნა პრობლემა არ არის.
23.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 23.07.2020 - პუბლიკა.ჯი
დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მლნ ლარამდე გამოიყოფა. „თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია, უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ ვიყავი. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი.
23.07.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 23.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს.
23.07.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 23.07.2020 - ამბები.ჯი
გასული კვირის განმავლობაში, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბათუმში ჩარტერული რეისით ჩამოსულ ყაზახეთის მოქალაქეებს შორის, კორონავირუსი რამდენიმე პირს დაუდასტურდა. ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არავინ აკეთებდა, თუმცა იყო ლაპარაკი, რომ სასტუმრო „რედისონი“, რომელსაც ეს ადამიანები სტუმრობდნენ, რამდენიმე ვიზიტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სასტუმროს ერთი სართული ჩაკეტილი იყო. კომპანიაში დღეს დაადასტურეს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი ნამდვილად დაუდგინდა.
23.07.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 23.07.2020 - მედიანიუს.ჯი
რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს. „თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს.
23.07.2020
მედია საშუალებები: ქეინიუს.ჯი
Link: 23.07.2020 - ქეინიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. მისი განმარტებით, 22 ივლისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 199 ნიმუში და ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია. ,,კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ოთხ კარანტინის სივრცეში იმყოფება 245 მოქალაქე. თვითიზოლაციაში 47, ხოლო მედიკოსების მეთვალყურეობიდან მოიხსნა 24 პირი. გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 9274 ნიმუში”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
23.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 23.07.2020 - კომერსანტ.ჯი
მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური დაავადებების, კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამორტიზებულ შენობაში იმყოფებოდა და წლების განმავლობაში ეს პრობლემა იყო გადაუჭრელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონი ლარის გადაცემის შესახებ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაჟღერდა.
23.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 23.07.2020 - კვირა.ჯი
“40 მილიონამდე ლარს, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, ცენტრი თავად განკარგავს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „დიდი ხანია, ამის შესახებ გვესმის. პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა მთავრობის მხრიდან, რომლის თანახმადაც, ცენტრს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოეყოფა 40 მილიონ ლარამდე რესურსი. თანხას ცენტრი თავად განკარგავს, რათა ოპტიმალურ სცენარში, იქნება ეს შენობის მოძიება და შესყიდვა თუ ალტერნატიული შენობის აშენება, თავად გადაწყვიტოს, ბაზრის მოკვლევის საფუძველზე და პროცედურული წესების დაცვით.
23.07.2020
მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი
Link: 23.07.2020 - ლაივპრეს.ჯი
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებლად. "თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩემი თვალით ვნახე ეს, როცა იქ ვიმყოფებოდი. ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. სამინისტროს ერთად ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა.
23.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 23.07.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყოს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება. „დღეს ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი გამოვიკვლიეთ, პასუხებს ველოდებით, ამის შემდეგ დამუშავდება ალგორითმი, როგორ დავიწყოთ ლილოს ბაზრობაზე ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი, გარდაბნის პარალელურად.
24 ივლისი
ინტერნეტ სააგენტო
24.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი უკვე გამოიკვლიეს, ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი კი დღეიდან დაიწყება . "გარდაბნის ბევრი მცხოვრები მუშაობს სწორედ ლილოს ბაზრობაზე. ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან კვლევაზე მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე ვფიქრობთ, რადგან გარდაბანთან ყველაზე ახლო კავშირი აქვს ლილოს ბაზრობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
24.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
4 თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, დღეიდან 24 ივლისიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. მათი ინფორმაციით, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა.
24.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, Covid-19-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, „მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.
24.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 24.07.2020 - პია.ჯი
დღეს, 24 ივლისს, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყება. ბაზრობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, პარალელურად კი, დასაქმებულების სკრინინგი მოხდება. „ლილო მოლის“ დირექტორის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება როგორც მომხმარებლებისთვის ისე ადგილზე დასაქმებული პირებისთვის. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება. გადაწყვეტილება გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. გარდაბანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ იმატა, რამდენიმეს შემთხვევაში პირველი წყარო დაუდგენელია. რამდენიმე ინფიცირებული კი, დინამოს და ლილოს ბაზრობებზე მუშაობდა.
24.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 24.07.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან რამდენიმეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. „ამის აუცილებლობა გახდა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების ერთ-ერთი კლასტერიდან გამოიკვეთა ლილოს ბაზრობაზე მომუშავე პიროვნებებთან. იქ დღესაც გამოვიკვლიეთ 30-მდე პიროვნება და რამდენიმე აღმოჩნდა დადებითი. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, ლილოს ბაზრობაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი პისიარსკრინინგი. პირველ რიგში ინფიცირებულების კონტაქტებთან, მათ გვერდზე მომუშავე ადამიანები და შემდეგ გვაქვს გეგმა, როგორ გავაფართოოთ კიდევ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას გამოკვლეული და მოხდეს მათი იზოლირება.
24.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 24.07.2020 - ბიპიენ.ჯი
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი უკვე გამოიკვლიეს, ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი კი დღეიდან დაიწყება . "გარდაბნის ბევრი მცხოვრები მუშაობს სწორედ ლილოს ბაზრობაზე. ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან კვლევაზე მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე ვფიქრობთ, რადგან გარდაბანთან ყველაზე ახლო კავშირი აქვს ლილოს ბაზრობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
24.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 24.07.2020 - ბიპიენ.ჯი
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, Covid-19-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან. მათი ინფორმაციით, „მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.
24.07.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 24.07.2020 - მედიანიუს.ჯი
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება. „ლილო მოლის“ დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილოს“ დახურვა არ იგეგმება და ბაზრობა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ბაზრობის დირექტორის ინფორმაციით, ზომები გამკაცრდება და ყველა დასაქმებული მკაცრად გაკონტროლდება.
პრესა
24.07.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
ობიექტები: ბათუმელები (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), რედისონი (ნეიტრალური), საქართველოს მთავრობა (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), ყაზახეთი (შეფასების გარეშე), ბათუმი (შეფასების გარეშე)
Link: 24.07.2020 - ახალი თაობა
ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლასა და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. `ბათუმელების~ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა. `რადისონის~ სტუმრები ყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილი იყო. ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვერ დაადასტურეს. უწყებაში თქვეს, რომ `რადისონის~ ყაზახი სტუმრები მათ არ შეუმოწმებიათ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით `ბათუმელებმა~ გასულ კვირასვე თავად `რადისონის~ მმართველ კომპანიასაც მიმართა. კომპანიაში 23 ივლისს დაადასტურეს, რომ სასტუმროს ერთერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა. `რადისონის~ მიერ `ბათუმელებისთვის~ მოწოდებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად: `კომპანია `სილქ ჰოსფითალითი~ ბათუმში, სასტუმრო `რადისონში~ ერთერთი სტუმრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას ეხმიანება. სასტუმრო `რადისონ ბლუ ბათუმის~ ერთერთ სტუმარს ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა კოვიდ 19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. კოვიდ 19ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ სტუმარი გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო `რადისონის~ თანამშრომლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომენდაციები. ამ დროისათვის სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ემსახურება ტურისტებს. ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი სტუმრების კომფორტი და უსაფრთხოება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ არ შეექმნათ რაიმე სახის უხერხულობა~.
24.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 24.07.2020 - რეზონანსი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენიობის ზრდა შეინიშნება. გაჩნდა ე.წ. „გაჩიანის კლასტერი", რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსით 36 ადამიანია ინფიცირებული. 21 ივლისიდან გარდაბანში დაიწყო მასობრივი ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგები და პრეიმიერ-მინისტრი სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში რეგიონის ჩაკეტვას არ გამორიცხავენ. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მზად არის ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეგიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს.
24.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 24.07.2020 - რეზონანსი
"რატომ არ უნდა მივსულიყავით, გამაგებინეთ? კითხვა ვუბრუნებ იმ ადამიანებს? რა გავაფუჭე ჩემი იქ მისვლით?" - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კრიტიკას, რომელიც ეხებოდა "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მის დასწრებას. ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაესწრნენ. ბევრ სხვა სტუმართან ერთად იქ იყვნენ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე და ექიმი ლევან რატიანი. გამყრელიძის თქმით, ღონისძიებაზე NCDC-ის ხელმძღვანელის სტატუსით მიიწვიეს. "პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ ხელისუფლების დროს ჯანმრთელობა გახდა ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი.