| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 20-21 ოქტომბერი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com |
| Received On : | 21.10.2020 08:19 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
20 ოქტომბერი
ტელევიზია
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
1. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანში ყოველწუთიერად იზრდება, დღეს ქვეყნის კიდევ ერთი ყველაზე მსხვილი საავადმყოფო კოვიდ მიმღებ ცენტრად გადაკეთდება. თუმცა, ამის მიუხედავად კლინიკებში ადგილები საკმარისი მაინც არ არის. გათავისუფლებული საწოლები რამდენიმე საათში ივსება და კოვიდ ინფიცირებულებს ისევ სახლში ლოდინი უწევთ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. შემოვიღოთ ლოკდაუნი, მკაცრი შეზღუდვები თუ მეორე, ვმართოთ პაციენტების გაზრდილი რაოდენობა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, სახელმწიფო მეორე ვარიანტს ირჩევს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კორონავირუსმა დღეს ყველაზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილია 15 პაციენტი. ყველაზე მაღალია დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობაც. ვირუსი დაუდასტურდა1194 პაციენტს. ქვეყნის მასტაბით მძიმეა 341 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს მსოფლიოში 2017 ქვეყნიდან 4 ნიშნა მატება მხოლოდ 6-შია და მას შორის არის საქართველო. 2) ბერდია სიჭინავა: "ბოლო 24 საათში 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ 15 გარდაცვალების შემთხვევაა, აქედან თბილისში-7, ბათუმი-4, ქუთაისში-2, გორში-1, მცხეთაში-7.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. 1194 ახალი ინფიცირებული და კიდევ 15 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. საგანგაშო სტატისტიკის ფონზე გახშირდა შემთხვევები, როცა კოვიდ ინფიცირებულები სახლში მკურნალობის პირობებში იღუპებიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. დოდო მესხი სწორედ სახლში მკურნალობდა, თუმცა, მისი მდგომარეობა დამძიმდა. ხანში შესული ქალი რამდენიმე საათში ისე გარდაიცვალა, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოასწრეს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა 1194-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის, იმერეთისა და თბილისის შემდეგ, 22 საათიდან რესტორნები დაიკეტება მცხეთის მუნიციპალიტეტშიც.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
კორონავირუსის ორმაგი ანტი-რეკორდი ბოლო 24-საათში. ამ სტატისტიკის ფონზე უწყებათაშორის საბჭოში ახალი გადაწყვეტილება მიიღეს. მცხეთის მუნიციპალიტეტში რესტორნები 22:00 საათამდე შეძლებენ მუშაობას. მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
ახალქალაქი სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენული. რაიონში გადაუდებელი დახმარების ცენყტრის 13 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების ნაწილი თვითიზოლაციაში ნაწილი კი კლინიკაშია გადაყვანილი და ახლა სასწრაფო დახმარების სამსახურში არცერთი მედიკოსი არ მუშაობს. რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს? ამირან გამყრელიძე:"ეს შემთხვვები გაზაფხულშიც ვგქონდა, როდესაც ბილნისში დაგვიინფიცირდა სასწრაფო დახმარების ექიმები". . საქართველო სწრაფ ტესტებზე გადადის. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენყრს, რეზერვებიდან ხმარებაში კორეული წარმოების ანტიგენის ტესტები გამოაქვს. ამირან გამყრელიძეს იმედი აქვს, რომ სწრაფი ტესტების გამოყენება შეამცირებს იმ რიგებს, რომლებიც კლინიკებთან დგას.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
საქართველოში კორონავრიუსით ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა. 40 წლის პაციენტი მკურნალობას ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, თუმცა ეიქმებმა მისი გაადრჩენა ვერ შეძლეს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა 1194-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
წლის დასაწყისში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის საგზაო რუკა შეექმნათ - ძირითადი დებულებების ჩაონათვალი, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები უნდა დაფუძნებოდა. დოკუმენტი გამოქვეყნდა და ეს არის პირევლი შემთხვევა, როცა ჯანდაცვის სისტემის შესახებ მომზადებული კომპრომისლი, შეჯერებული ხედვა, რომელსაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანები იზიარებენ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კოვიდ 19-ის ყველაზე დიდი მსხვერპლი და მაღალი მაჩვენებელი - სწრაფად იზრდება დაინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა. ექიმები დაინფიცირდნენ აბასთუმანსა და ახალციხეში. დღე-ღამის განმავლობაში სულ ინფიცირებულია 1194 პაციენტი, გარდაიცვალა 15. მათ შორის ერთი ახალგაზრდა ქალი.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. აჭარის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 588 პაციენტი, მძიმედ მიიჩნევა 69 ინფიცირებული, 10 პაციენტი კი ხელოვნურ სუნთქვაზეა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 15, ხოლო დაინფიცირდა 1 194 ადამიანი.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
სასწრაფო დახმარების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. უმძიმესი ეპიდვითარება და გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში. ჩვენი ინფორმაციით, სასწრაფოს თანამშრომლების დაინფიცირების გამო დაიხურა და ახალციხის, ადიგენის და ასპინძის მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ჯგუფების გარეშე არიან დარჩენილი.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება პრემიერმა ადგილობრივ შტაბთან ერთად განიხილა. გიორგი გახარიამ და ეკატერინე ტიკარაძემ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვიდეოკონფერენციის ფარგლებში მიიღეს. აღინიშნა რომ აჭარაში ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა და გადაიჭრა საწოლ ფოლდთან დაკავშირებული პრობლემები.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
როგორ აისახება პანდემიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ქვეყნის ეკონომიკაზე - პრემიერ-მინისტრმა გამოწვევებზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - I არხი - მოამბე 18:00
15 გარდაცვლილი და 1194 ახალი შემტხვევა - ასეთია დრევანდელი დრის სტატისტიკა. შეადგენს. 15 გარდაცვლილიდან შვიდი პაციენტი თბილისში, ოთხი ბათუმში, ორი ქუთაისში, ერთი გორში, ხოლო კიდევ ერთი მცხეთაში გარდაიცვალა. 1194 ახალი შემთხვევიდან 425 თბილისში 193 აჭარაში დაფიქსირდა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
კოვიდმენეჯმენტის ჩავარდნის ფონზე ხელისუფლებამ გამოსავალი ამირან გამყრელიძის პირით გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა პისიარ ტესტების ნაკლებობაზე ალაპარაკდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, PCR ტესტის სანდოობის ხარისხს მიუახლოვდა. რამდენად ზუსტია სწრაფი ტეტსტები და არის თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზეზი პაციიენტთა რიგები და უკმაყოფილება.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - კავკასია - დღეს 19:00
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საკოორდინაციო საბჭო სპეციალურ რეჟიმზე გადადის და ყოველ დღე შეიკრიბება. საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით 22 საათიდან რესტორენები მცხეთაშიც დაიკეტება. მთავრობა მოსახლეობას სთხოვს დაემორჩილონ რეგულაციებს, რადგან ვითარების მართვა მხოლოდ მოსახლეობის შეგნებაზეა დამოკიდებული.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - I არხი - მოამბე 21:00
1 000-ზე მეტი შემთხვევა უკვე ყოველდღე – ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ამ დრომდე დაფიქსირებულ რიცხვებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში ახლა თბილისია, სადაც დღეს 425 ინფიცირებული გამოვლინდა. ვირუსის ახალი შემთხვევებია პარლამენტში, იზოლაციაშია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. დედაქალაქის შემდეგ განსაკუთრებით მკვეთრი მატებაა იმერეთში, სადაც დღიური მაჩვენებელი 400-ს მიუახლოვდა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
15 გარდაცვლილი ერთ დღეში - ქვეყანა კორონავირუსის პიკის ზღვარზეა დღეს, 21:09 21 "კოვიდ 19-ით" გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღე მატულობს. დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, 40 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ფორმულა - პოლიტმეტრი-ფორმულა
დღეს ინფიცირებულთა რიცხვმა 1194 შეადგინა , რომელთაგანაც უმეტესობა თბილისშია გამოვლენილი. აჭარაში მაჩვენებელმა შედარებით იკლო. მატულობს ინფიცირებულთა შემხვედრები სასწრაფო დახმარების პერსონალში. ამ ეტაპზე თავისუფალია 800-დან 900-მდე საწოლი , ასე ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში არსებული მდგომარეობა ადგილობრივ შტაბთან განიხილა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა რეგიონში ეპიდ ვითარება შედარებით დასტაბილურდა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვინც მკურნალობას ბინაზე გადის ურჩევს, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ. როგორც მან აღნიშნა, ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმის კომპეტენციაა და ასეთმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში არა 112-ზე, არამედ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ.
21 ოქტომბერი
ტელევიზია
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. თითქოს ალოგიკურია, რატომ უნდა ხდებოდეს ამ რეალობაში საჭირო, მაგალითად, მცხეთაში რესტორნების მუშაობაზე შეზღუდვების გავრცელება, როცა რამდენიმე კილომეტრით აღმოსავლეთით დედაქალაქში შენივე უსაფრთხოებისთვის ფართომასშტაბიანი შეკრების აკრძალვისთვის ბიზნესს მუშაობის ლიმიტები დაუწესეს. ესეც იმიტომ, რომ უბრალოდ, წესების დარღვევას ვერ გადავეჩვიეთ. თითქოს არ უნდა იყოს საჭიროს სხვა დამატებითი განმარტებები, მაგრამ ფაქტია,რომ საჭირო გახდა განმარტებები კი არა შეზღუდვა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - იმედი - იმედის დილა
ბაკალავრიატის სტუდენტებს კომუნიკაციების კომისია და მედია აკადემია საინტერესო და საჭირო კონკურსს სთავაზობენ. „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ასეთია კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა. თემაზე კომუნიკაციის კომისიიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კუკულძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონკურს მეოთხედ ატარებენ, ამჯერად უკვე სტუდენტებისთვის.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. სასტუმრო ჰოლიდეი ინი მიკრო-საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, ამ დროისთვის სასტუმროში 12 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. სასტუმროს 200 პაციენტის მიღება შეუძლია. 2. 11 030 ადამიანია ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმშია 6 582, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2895. 3. თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში დაჯარიმებული 11 ობიექტიდან, სამში სამართალდარღვევის განმეორებითი ფაქტი გამოვლინდა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში გარკვეული შეცდომები დაუშვა. პაატა იმნაძემ ამასთან დაკავშირებით გადაცემა ,,პოლიტმეტრში” ისაუბრა. მან ბათუმში ტესტირების კარვების დადგმას პოპულისტური გადაწყვეტილება უწოდა. იმნაძის თქმით, კარვებში ვირუსის გადასამოწმებლად ყველა ცნობისმოყვარე ადამიანი მიდიოდა, რამაც ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია. ამის შედეგად კი ტესტირებების პასუხები იმ ადამიანებს დაუგვიანდათ, ვინც ინფიცირებულები აღმოჩნდნენ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დღეიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას pcr ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დღეიდან თბილისსა და ქუთაისისში კორონავირუსის დიაგნოსტირება ანტიგენის სწრაფი ტესტითაც იქნება შესაძლებელი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
ბინები დევნილებისთვის
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ზუგდიდი-მესტიის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარია
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი, 28 დევნილთა საცხოვრებელი იხურება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
274 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელ ფართს ქუთაისში მიიღებენ. წლის ბოლომდე დამატებით 100-ზე მეტი ოჯახი იქნება ბინით უზრუნველყოფილი. პარალელურად, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი, 28 ავარიული შენობა დაიხურება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
1. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 1351 შემთხვევა და 14 გარდაცვლილი დაფიქსირდა. ეს არის ბოლო 24 საათის მონაცემები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გასაჯაროვდა. კორონავირუსის უკონტროლო გავრცელებამ ქვეყანაში ფაქტია, რომ ახალი მასშტაბები მიიღო. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ წუთიერად იზრდება, კლინიკებში ადგილები საკმარისი არ არის, გათავისუფლებული საწოლები რამდენიმე საათში ივსება და კოვიდ ინფიცირებულებს ისევ სახლში ლოდინი უწევთ.
20 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც დაახლოებით 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზეა საუბარი და სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს. ამიტომ ამის სპეციალიზირებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ბიემ.ჯი
თბილისსა და იმერეთში PCR-თან ერთად, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გაკეთდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალ პროტოკოლზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულ დიდ ქალაქებში დიდი ალბათობით სწორედ სწრაფი ტესტებით დადგინდება პასუხები. ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ საქართველოში არსებული ანტიგენზე დამყარებული ტესტები კორეული წარმოშობისაა, ჯანმოს მიერ დაშვებულია და სარწმუნოობით PCR-ს უტოლდება.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის და კოვიდშემთხვევების მკვეთრი მატების გამო, კვირის ბოლომდე შიდა ქართლს ორი სპეციალიზებული კოვიდკლინიკა შეემატება. სამედიცინო ქსელ „გორმედის" ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოსა და გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში კოვიდპაციენტებისთვის სტაციონარები განთავსდება.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდვირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილი შედარებით ახალგაზრდა - 40 წლის, დანარჩენი კი 60 წელს ზემოთ ასაკის არიან.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორმოცდაათ ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება საზეიმო ვითარებაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლება გახსნეს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - კომერსანტ.ჯი
აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესი დაიცვან. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინფო9
სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 26 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია. მათგან 13 - ახალციხის სასწრაფო დახმარების პერსონალია, ხოლო დანარჩენი 13-ახალქალაქის. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, უკვე მოკვლეულია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესი დაიცვან. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვინც მკურნალობას ბინაზე გადის ურჩევს, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ. როგორც მან აღნიშნა, ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმის კომპეტენციაა და ასეთმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში არა 112-ზე, არამედ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინფო9
დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „სამწუხაროდ, დღეს 1 ახალგაზრდა, 40 წლის პაციენტი გარდაიცვალა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დღეს გარდაცვლილი დანარჩენი პაციენტები 60 და 65 წელს ზემოთ არიან. ამ ეტაპზე გარდაცვლილ პაციენტებთან დაკავშირებით, თანმხლებ დაავადებებსა და პროცესებზე ამირან გამყრელიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა დღეს დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევებიდან.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების რისკზე ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ არსებობს. მისი თქმით, მსგავსი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო მსოფლიოში.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც დაახლოებით 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზეა საუბარი და სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს. ამიტომ ამის სპეციალიზირებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
კომპანია თბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები COVID19-ით დაინფიცირებით შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მიკროავტობუსების სრული სამუშაო დღის განმავლობაში აკონტროლებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვას.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტაბულა.ჯი
ფოკუსში დავითგარეჯის საქმე როგორია დავითგარეჯის საქმის ანატომია და სად გადის საქმის ნაკერები ლევან სუთიძე დავითგარეჯის საქმე ბოლშევიზმი კვლავ აქ არის ყირგიზეთი მესამე რევოლუცია თუ კლანური დაპირისპირება? - რა ხდება ყირგიზეთში პოპულარული პატრიოტთა ალიანსის კვლევა: პატრიოტთა ალიანსი – 22.8%, ოცნება – 15.4%, ენმ – 2.5% 9073 ნახვა ცერცვაძე: გაზრდილ შემთხვევებს უფრო კარგად ვუმკლავდებით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნები 8295 ნახვა როგორია დავითგარეჯის საქმის ანატომია და სად გადის საქმის ნაკერები 5359 ნახვა ნოემბრიდან Wizzair-ი ქუთაისიდან დორტმუნდის, კატოვიცესა და ვილნიუსის ფრენებს განაახლებს 4412 ნახვა ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელსაც COVID-19-ის არ სჯეროდა, სწორედ ამ ვირუსით გარდაიცვალა 4350 ნახვა გამყრელიძე.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მედიანიუს.ჯი
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში 24 საათის განმავლობაში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის განცხადებაში.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მედიანიუს.ჯი
ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც შინ მკურნალობენ, მეტი სითხის მიღებისა და მოძრაობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულები, რომლებიც სახლში იმყოფებიან, უსიმპტომოები არიან და ისინი, როგორც წესი, 12 დღეში გამოჯანმრთელდებიან.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინფო9
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული მიმართულებებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პოლიტიკასა და პაციენტის უფლებების დაცვაზე, რაც მინისტრის განცხადებით, მომსახურების მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 11 033 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 194 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 8 666-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 158-ს შეადგენს. მათგან 15 დღეს გარდაიცვალა. NCDC-ის ცნობით, 20 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 6 582 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 420 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 2 895 პირი. ამასთან, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 800 789 PCR ტესტი.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტაბულა.ჯი
საქართველოს მთავრობა იმ კლინიკების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც რისკ ჯგუფში მყოფ პირებს სეზონური გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინით უფასოდ შეუძლიათ აცრა. პირველ რიგში კლინიკებს თბილისში მყოფმა იმ ადამიანებმა უნდა მიაკითხონ, ვინც მაღალ რისკ ჯგუფებში არიან – ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ ისინი, ვინც მკურნალობენ), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებმა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მომსახურების ადეკვატური ღირებულებით და ფასების გამჭვირვალობით უნდა იგრძნონ. ტიკარაძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის შესახებ რუსთავში ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ-ვირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილი შედარებით ახალგაზრდა - 40 წლის, დანარჩენი კი 60 წელს ზემოთ ასაკის არიან.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 328, გარდაიცვალა — 15. საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ დღეს დადასტურებული 1 194 შემთხვევიდან თბილისიში გამოვლინდა 425, აჭარაში —193, იმერეთში კი, 372.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში — 158. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა. 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 328. სულ ქვეყანაში 19 857 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 158 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 2 862; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები — 1420.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ დღეს დადასტურებული 1 194 შემთხვევიდან თბილისიში გამოვლინდა 425, აჭარაში —193, იმერეთში კი, 372.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისსა და ქუთაისში, ანუ იქ, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, შეიძლება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე გადავიდნენ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ ადამიანებმა დიდი რაოდენობის სითხე მიიღონ და სახლში, რაც შეილება ბევრი იმოძრაონ. "პირველ რიგში, არ იყოს პანიკა. ისინი, ვინც ბინაზე რჩებიან, არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო ადამიანები.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
21 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტაბულა.ჯი
არავითარ შემთხვევაში, დექსამეტაზონი მსუბუქ ავადმყოფებსაც არ ენიშნება, ის გამოიყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების სამკურნალოდ, ასე რომ, დექსამეტაზონი ძალიან სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. სახლის პირობებში არც დექსამეტაზონი, არც სისხლის გამათხელებლების გამოყენება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და არც სჭირდება პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე TV ფორმულას ეთერში.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდნენ, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - კომერსანტ.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - კომერსანტ.ჯი
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება.
პრესა
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეზონანსი
კორონავირუსის ეპიდემია წინასაარჩევნო პროცესებსაც უკვე მნიშვნელოვნად დაეტყო. მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ თემით ერთმანეთს ამ თემის პოლიტიზირებასა და სხვადასხვა მანიპულაციებში ადანაშაულებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შექმნილი ვითარების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ცდილობს - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით აპირებს თავისი მხარდამჭერების მაქსიმალურად მობილიზებას და ამომრჩეველთა მოსალოდნელი დაბალი აქტივობის ფონზე მაღალი შედეგის დაფიქსირებას. ოპოზიციის კიდევ ერთი ბრალდება არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კოვიდპაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, რჩევებს აძლევს. როგორც გამყრელიძე ამბობს, პირველ რიგში, მთავარია ადამიანი პანიკამ არ მოიცვას. „რას ვურჩევ მათ, ვინც დღეს ბინაზე მკურნალობს. პირველ რიგში არ იყოს პანიკა. ასეთები არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო ადამიანები. თუ მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაეწყოთ სიმპტომები, (ეს მოსალოდნელია), აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება და დეზინტოქსიკაცია. ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაობა. რა თქმა უნდა, ტემპერატურის კონტროლი, თუ ის ადის 38-ს ზემოთ სიცხის დამწევის მიღება. ნუ დაელოდება ის, რომ ვინმემ დაურეკოს. ყველა ადამიანს უნდა გვყავდეს ჩვენი ოჯახის ექიმი. სასურველია თავად დაურეკოს ოჯახის ექიმს, ჩააყენოს საქმის კურსში და ეს უნდა მართოს შემდეგ დისტანციურად ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია",- ამბობს ამირან გამყრელიძე.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეზონანსი
დღეისათვის, ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა 800-900 შეადგენს, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად 1000- ზე მეტია. რა რაოდენობის პაციენტებს სჭირდებათ დღიურად სტაციონარში მოთავსება და დროის რა პერიოდის განმავლობაში შეივსება 800-900 თავისუფალი საწოლი? „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ პაციენტთა გამოჯანმრთელების მიხედვით საწოლები პერიოდულად თავისუფლდება, ხოლო მისივე გამოთვლებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ტენდენციის ფონზე დარჩენილი 800-900 საწოლი კიდევ 3-4 კვირა იქნება საკმარისი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეზონანსი
კორონავირუსის ეპიდემია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის აქტივობაზეც ამოხდენს გავლენას და ეს ფაქტორი მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედებს, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. „ჩემი აზრით, შესაძლებელია ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 10-15% შემცირდეს. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში მოღვაწეობს თავისი რეგისტრაციის ფარგლებს გარეთ.