| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 19-20 ოქტომბერი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com |
| Received On : | 20.10.2020 08:49 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
19 ოქტომბერი
ტელევიზია
19.10.2020
Link: 19.10.2020 - I არხი - მოამბე 10:00
დღეიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
1. კლინიკები კრიტიკულ ზღვარზე მუშაობენ, 112 ზარებს რამდენიმე საათიანი დაგვიანებით პასუხობს. აგვიანებს სასწრაფო, საავადმყოფოში მისულ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ადგილები არ არის.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
ოზურგეთის საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვი კიდევ გაიზარდა. ორი მოზარდი სასწრაფომ გვიან ღამით გურიიდან ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა, დღეს გახდება ცნობილი მოწამლული ბავშვებიდან არის თუ არა რომელიმე კოვიდ 19-ით დაავადებული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სამსახურის დასკვნას, იყო თუ არა ბაღებში შეტანილი უვარგისი ხორცი და კვერცხი? ამაზე პასუხი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - I არხი - ახალი დღე
ამოუცნობი „კოვიდ-19“ და ექიმების ვარაუდი – ეპიდსიტუაცია საქართველოში მსოფლიოს ფეხდაფეხ რთულდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი #ახალდღეში. სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან ეტაპობრივად ბრუნდებიან. სტუმარი: ნუნუ მიცკევიჩი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. სტუმარი: ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1186 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც თბილისში 469-ია. მარინა ენდელაძის თქმით, იმერეთში დღეს ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა და 99-ს შეადგენს. მარინა ენდელაძე: "თბილისში 40%-ია, აჭარაში 30%, თბილისში გახლავთ 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360. იმერეთში შემცირდა, დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ქვემო ქართლში 78, შიდა ქართლში 15. სამეგრელო ზემო სვანეთში 73, კახეთში 46, გურიაში არის 25 ახალი ინფიცირებული. მცხეთა-მთიანეთში არის 14 და სამცხე-ჯავახეთში 7".
19.10.2020
Link: 19.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
პანდემიის პირობებში სულ 120 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლისთვის არის გაცემული ნებართვა. ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, ნებართვა 120 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლო დაწესებულებისთვისაა გაცემული და ისინი სააუდიტორიო სასწავლო პროცესს დღეიდან გააგრძელებენ. მისი განმარტებით, 10 საათიდან შეიზღუდა რესტორნების, ბარების ფუნქციონირება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. შემზარავი ვიდეოკადრები, რომელიც კლინიკებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას ასახავს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საწოლებისა და მედპერსონალის სიმცირის გამო კოვიდ ინფიცირებულები საავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში? ბოლო 24 საათის ეპიდ სტატისტიკას ამ წუთებში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე გვაცნობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში 1186 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი პაციენტია. 2. აჭარაში დღეიდან ერთი შეზღუდვა მოიხსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. როდის დაუბრუნდება რეგიონი ჩვეულ ცხოვრებას ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებოლი. აჭარაში კოვიდის შესახებ ბოლო სტატისტიკას ნონა ეფაძე გაგვაცნობს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - I არხი - მოამბე 12:00
აუცილებლად ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა – საქართველოში ახალი კორონავირუსის ინტენსიური შიდა გავრცელება გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლი კიდევ შვიდი მოქალაქე გახდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 143-დე გაიზარდა. ქვეყანაში გვყავს 1186 ახალი ინფიცირებული.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
დაგვიანებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება, არასაკმარისი საწოლები და უყურადღებობა მედიკოსების მხრიდან. კოვიდინფიცირებული პაციენტები კლინიკებსა და სასტუმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. პაციენტების ნაწილი საოციალურ ქსელში წერს, რომ მათ არავინ დაკავშირებია მას შემდეგ, რაც კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხი მიიღეს. კოვიდინფიცირებულები ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ. ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება არ გაკეთებულა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
ბოლო მონაცემებით, ქვეყაბაში კორონავირუსით ინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა გამოვინდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან 360 აჭარას უკავშირდება, 469 კი დედაქალაქს. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრა პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელსაც ესწრება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯბი არის არაეფექტური.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
1. საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულების რაოდენობა 18663-მდე გაიზარდა. ვირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს - ბოლო დღე ღამეში ვირუსისგან 278 პაციენტი განიკურნა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
მოქალაქეები ტვ პირველს უყვებიან, რომ რეკავენ 112-ში, ითხოვენ მძიმე პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანას, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. სასწრაფოს მანქანაში მოთავსებული პაციენტები საკუთარ როგს ელოდებიან.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ახალი კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი და აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხი. მთავრობის ადმინისტრაციაში გართულებული ეპიდვითარება განიხილეს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
არჩევნები არ გადაიდება და საარჩევნო უბნებზე იქნება უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული. ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება ყველას, მათ შორის ინფიცირებულსაც და იზოლირებულსაც. პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, თქვა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
ამწუთებში, განცხადებას აკეთებს ამირან გამყრელიძე. ამირან გამყრელიძე: ,,უსიმპოტომოები არიან ნაკლებად საშიშები, თუმცა მაინც უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ოჯახის ექიმთან.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ამ ეტაპზე საქართველოში ინოვირუსი და ადენოვირუსი ცირკულირებს. გრიპის ვირუსი კი ჯერჯერობით არ ჩანს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს საქართველომ ფრანგული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო 4ვალენტიანი ვაქცინის 25 0000 დოზა მიიღო.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
კორონავირუსი თბილისში მეოცე სკოლის პედაგოგს დაუფიქსირდა. სასწავლო დაწესებულება სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება თელავშიც.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონა ვირუსთან ბრძოლის 8 თვის თავზე - საქო სტრატეგიას ცვლის. იმ არგუმენტით, რომ ქვეყნის ეკოომიკა ბევრს ვეღარ გაუძლებს, მთავრობა ე.წ. ლოკდაუნს აღარ გამოაცხადებს, ვირუსთან ადაპტაიით და მისი მართვით, სპეციალისტები ცდილობენ, ბალანსის დაჭერას, რისთვისაც საკმარისია არა მკაცრი და საყოველთაო, არამედ წერტილოვანი შეზღუდვები.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
კორონა ვირუსი იმაზე დიდი მასშტაბით ვრცელდება ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მათემატიკოსები რომლებიც ვირუსის გავრცელების სავარაუდო სცენარს ითვლიან ამბობენ რომ დღეს დადასტურებული შემთხვევები ყველაზე ცუდი პროგნოზის მძიმე ვერსიაა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
კოვიდ ინფიცირებულთა სტატისტიკის 4 ნიშნა მაჩვენებელი საქართველოში. ბოლო 24 საათში კოვიდ ინფექცია 1186 ადამიანს დაუდგინდა. კლინიკებიდან გაწერეს 278 პაციენტი, გარდაცვლილია შვიდი ინფიცირებული.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
პირბადე შინ და გარეთ. ქვეყნის მთავარი ეპიდემილოგები მითითებებს ამკაცრებენ. ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ 1000-ზე მეტია. ბოლო 24 საათში 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
კორონავირუსის დადასტურების გამო თბილისში 42 ბაღია დახურული. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, მათ შორის რვა ბავშვია.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
"საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა სასუნთქი აპარატების კუთხით ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია, თუმცა მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც. მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის განცადებით, დღესდღეობით საქართველოში 2500 დან 3000-მდე ოჯახის ექიმია.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
"ქვეყანაში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი და რინოვირუსი, თუმცა ჯერჯერობით კორონავირუსი თუ სხვა ვირუსი არ ჩანს" - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველომ წელს უპრეცედნტო რაოდენობის გრიპის ვაქცინა შეიძინა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
ოჯახის ექიმები თავიანთი უბნების მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტებთან. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს იმის შესაძლებლობას შექმნის, რომ ერთ ექიმზე არ მოდიოდეს ბევრი ზარი. ერთ ექიმს მონიტორინგიდან გამომდინარე სამიდან ხუთ პაციენტამდე ეყოლება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
კოვიდ ინფიცირებულტა რაოდენობა 20 000-ს უახლოვდება. მთავრობის მეთაური აღიარებს, რომ ინფიცირებულთა მართვის პროცესში გარკვეული ხარვეზები იყო. დახმარების მსურველთა ზარებზე 40%-იანი ჩამორჩენა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპერატორთა დამატებით აღმოიფხვრება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, იზრდება საწოლებისა და კოვიდ საავადმყოფოების რაოდენობაც. 70-ზე მეტი ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ვითარების მართვა პრემიერის პირად კონტროლზეა. გახარია რამდენიმე საათის წინ ინფექციონისტებსაც შეხვდა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
უმაღლესი სასწავლებლები კვლავ ცარიელია. დღეს სტუდენტები აუდიტორიებში უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, გამონაკლისი მხოლოდ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს შეეხება, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჯერჯერობით ყველა უმაღლესი სასწავლებელი ჰიბრიდულ სწავლებაზეა გადასული, მაგრამ ეპიდსიტუაციამ შესაძლოა პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაშალოს და სწავლების ფიზიკურად დასწრების აღდგენა მომავლისთვის გადაიდოს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ერთ-ერთ კლინიკაში მიყვანამდე, ინფიცირებული პოაციენტი სამი დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ კი სასწრაფის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავისუფალი ადგილები აღარ იყო და რამდენიმე საათი ჯერ სასწრაფოს მანქანაში ალოდინეს, შემდეგ კი კლინიკის მისაღებში, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ზედა და ქვედა კიდურები გაეთიშა, მისმა ახლობლებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, სად მოათავსებდნენ უმძიმეს პაციენტს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კავკასია - პოლიტიკა
ეთერსი პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად. არჩევნები ცატარდება კონსტიტუციურ ვადებში, ლოკდაუნი არ გამოცხადდება. უახლოეს პერსპექტივაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 20-25%-მდე ექვიმდებარება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ქვეყანას რთული გვიანი შემოდგომა და რთული ზამთარი ელის. მისის განცხადებით, მსოფლიოშ ეპიდემია გახურებით ფაზაშია შესული, და 1-2 თვეში არ დასრულდება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი უწყების ცხელი ხაზის 1505ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%იან ჩამორცენას გაუმკლავდებიან.
20 ოქტომბერი
ტელევიზია
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
რამდენად ეფექტურად არის გამოყენებული პანდემიის პირველი პერიოდის შემდეგ შედარებით მართვადი გარემო და რა შედეგები აქვს ქვეყანას?- ამ კითხვაზე პასუხისას პრემიერ-მინისტრი ამბიბს, რომ 6 თვის განმავლობაშ ჯანდაცვის სისტემაში რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გაკეთებულია.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. შემოვიღოთ ლოკდაუნი, მკაცრი შეზღუდვები თუ მეორე, ვმართოთ პაციენტების გაზრდილი რაოდენობა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, სახელმწიფო მეორე ვარიანტს ირჩევს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა იცვლება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სამინისტრო ცენტრალური ონლაინ-კლინიკის გამართვაზე მუშაობს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. სახელმწიფოს მხარდაჭერისა და ბიზნესის პასუხისმგებლობის მიმართულება-ამ ორ თემაზე გეგმავს სავარაუდოდ, პრემიერი დღეს შეხვედრას ბიზნესთან. გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ბიზნესთან კონსულტაციისას იქნება განხილული მათ შორის ის შესაძლო გადაწყვეტა, რაც კერძო სექტორისთვის დაწესებული შეღავათების ამოწურვის შემდეგ შეიძლება რომ განიხილონ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო jnews.ge ავრცელებს. მედპერსონალი თვითიზოლაციაშია. ამჟამად ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობს, მათ მოვალეობას სავარაუდოდ ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ექიმები შეითავსებენ. ინფიცირებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) ხვალიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
შექმნილი ეპიდ-ვთარებიდან გამომდინარე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის ყოველდღიურ რეჯიმზე გადადის. დღეიდან ტრადიციული გახდება საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები, გარდა ხუთშაბათისა, თუმცა ხუთშაბათს იმართება მთავრობის სხდომა, რომელსაც ესწრებიან ეპიდემიოლოგები. დღეიდან აღარ გაიმართება ინფექციურ საავადმყოფოსთან ბრიფინგები.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
13 ინფიცირებული ექიმი ახალციხეში. ახალციხესა და ახალქალაქში კოვიდ ინფიცირებულთა უმეტესობა სწორედ მედ-პერსონალია, მათ შორის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები. ამის გამო, ახალქალაქის სასწრაფო-დახმარების თანამშრომლები არ მუშაობენ, მუნიციპალიტეტის პაციენტებს კი ემერჯენსის ექიმები ნინოწმინდიდან ემსახურებიან.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
ეპიდვითარება დაძაბული, თუმცა კონტროლირებადია - ასე აფასებს აჭარაში მყოფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციას რეგიონში. მისი განცხადებით აჭარაში რაიმე სახის რესურსების დეფიციტი არ არსებობს. გაბუნია არ გამორიცხავს აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენამ ინფიცირების გავრცელება გამოიწვიოს და ყველას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
1. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანში ყოველწუთიერად იზრდება, დღეს ქვეყნის კიდევ ერთი ყველაზე მსხვილი საავადმყოფო კოვიდ მიმღებ ცენტრად გადაკეთდება. თუმცა, ამის მიუხედავად კლინიკებში ადგილები საკმარისი მაინც არ არის. გათავისუფლებული საწოლები რამდენიმე საათში ივსება და კოვიდ ინფიცირებულებს ისევ სახლში ლოდინი უწევთ.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. შემოვიღოთ ლოკდაუნი, მკაცრი შეზღუდვები თუ მეორე, ვმართოთ პაციენტების გაზრდილი რაოდენობა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, სახელმწიფო მეორე ვარიანტს ირჩევს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა იცვლება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სამინისტრო ცენტრალური ონლაინ-კლინიკის გამართვაზე მუშაობს.
20.10.2020
Link: 20.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. 1194 ახალი ინფიცირებული და კიდევ 15 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. საგანგაშო სტატისტიკის ფონზე გახშირდა შემთხვევები, როცა კოვიდ ინფიცირებულები სახლში მკურნალობის პირობებში იღუპებიან.
19 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმები თავიანთი უბნების მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტებთან, რაც მინისტრის განმარტებით იმის შესაძლებლობას შექმნის, რომ ერთ ოჯახის ექიმზე ბევრი ზარი არ მოდიოდეს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდემია „გახურებად ფაზაშია“ შესული და ეს ერთ და ორ თვეში არ დამთავრდება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინფო9
ბოლო ინფორმაციით, კახეთში, კორონავირუსის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინფო9
დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან, საკოორდინაცი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. - რეკლამა - მისივე თქმით, ექიმებს საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის – “15 05”-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კვირა.ჯი
“დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინის იმ რაოდენობით, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აქვს შესყიდული, ძალიან ბევრი მოქალაქის გადარჩენას შევძლებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სეზონური გრიპის ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კვირა.ჯი
თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებულ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხელფასი სრულად არ ერიცხებათ და როგორ უნდა იყოს ეს რეგულირებული”.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე კახეთში კორონავირუსის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით ვითარება მართვადია.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კვირა.ჯი
თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს და უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ბოლო დღეების მონაცემებისა, ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო არ არის და ამ მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო შუაშია მოქცეული: „ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია, მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერ-ჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქართულ ჯადაცვის სისტემას კორონავირუსთან გასამკლავებლად სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა აქვს. თუმცა შეზღუდულია ადამიანური რესურსიც და სასწრაფო დახმარების ავტომობილებიც.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - პია.ჯი
დღეს, 19 ოქტომბერს ჯანდაცვის მინსტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა სასწრაფო დახმარების მუშაობის ხარისხსა და 112-ზე შესული ზარების შესახებ. მისი თქმით, ექიმებს საზოგადოების მხრიდან მეტი თანადგომა და გაგება ესაჭიროებათ. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან კლინიკაში 226 მოქალაქე გადაიყვანეს, საკარანტინე ზონებიდან კლინიკებში 19 პაციენტი, ბინიდან კარანტინში 78, ხოლო კლინიკიდან კარანტინში 26 პაციენტი.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გვიან შემოდგომასა და ზამთარში ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება იქნება. მან მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა - ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და თავშეყრის ადგილებს მოერიდონ.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოჯახის ექიმებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა ფიქსირდება, რის გამოც სახელმწიფო რეგიონებში კოვიდის მართვისთვის კლინიკების რიცხვს ზრდის.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
"იმისთვის, რომ დავამატოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საჭიროა, სამედიცინო პერსონალის რესურსის ქონა", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადების შეფერხებულ მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების კრიტიკას შეეხებოდა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
"კორონავირუსის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „TV პირველზე" დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ბინაზე 3 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, – "საკმაოდ წარმატებულად მკურნალობენ ეს ადამიანები".
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, დღესდღეობით საქართველოში 34 პაციენტია, რომელიც სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტაბულა.ჯი
რაც შეეხება დაგვიანებებს, მესმის ძალიან კარგად, იმიტომ, რომ სისტემა გადატვირთულია". – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კითხვას, რომელიც Covid-ინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანებას ეხებოდა. "ჩვენ 300 ახალი შემთხვევიდან უცბად ავედით 500-ზე, 800-ზე, 1100-ზე,.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კომერსანტ.ჯი
კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიებთან რამდენიმე დღის წინ გამართა. როგორც სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, კომპანია პროცესში ჩასართვად მზად არის, თუმცა სამინისტროსგან დამატებით ინსტრუქტაჟს ელოდებიან.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კომერსანტ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმები თავიანთი უბნების მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტებთან, რაც მინისტრის განმარტებით იმის შესაძლებლობას შექმნის, რომ ერთ ოჯახის ექიმზე ბევრი ზარი არ მოდიოდეს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიპიენ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან. როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიპიენ.ჯი
დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინის იმ რაოდენობით, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აქვს შესყიდული, ძალიან ბევრი მოქალაქის გადარჩენას შევძლებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სეზონური გრიპის ვაქცინების შესახებ საუბრისას განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინფო9
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა შეიცვლება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 238 პაციენტი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 8338 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 143. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, სულ ჩატარებულია 791 665 პისიარ ტესტი. მათივე თქმით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 2.3%-ია.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინფო9
რა თქმა უნდა, სისტემა უკვე გადატვირთულია, მაგრამ არცერთი მძიმე ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა რეანიმაცია, მის გარეშე არ არის დარჩენილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რეგინფო.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 3000-ზე მეტი პაციენტი ბინაზე მკურნალობს. „დღესდღეისობით ბინაზე 3000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. საკმაოდ წარმატებულად მკურნალობენ ეს ადამიანები. ჩვენ აქტიურად ვითვისებთ სასტუმროს სივრცეებს იმ ადამიანებისთვის, სადაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს ბინაზე მათი დარჩენის შემთხვევაში.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 19 ოქტომბერს დადასტურებულ კორონავირუსის 1186 ახალ შემთხვევას შორის ყველაზე დიდ ჯგუფს სიმპტომიანი პაციენტები შეადგენენ. ასეთი პაციენტების რაოდენობა 581-ია. მეორე დიდ ჯგუფში ინფიცირებულების კონტაქტები არიან.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახლაა კორონავირუსის ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, ვინ მიიჩნევა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კონტაქტად. „ახლა ყველა თვლის, რომ ყველა ყველასთან კონტაქტია. ბევრი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კონტაქტი იყო და არავინ მიაკითხა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა. კითხვების დიდი ნაწილი სახლებსა და covid-სასტუმროებში მყოფი პაციენტების მკურნალობის პროტოკოლებს შეეხებოდა. საქმე იმაშია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით მზარდია, ჯანდაცვის სისტემის მიმართ კრიტიკა გახშირდა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირმა ტესტი ყოველ 48 საათში უნდა ჩაიტაროს. - რეკლამა - მისი თქმით, ტესტის ერთჯერადად ჩატარება საკმარისი არ არის.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
ექიმებს სჭირდებათ გვერდით დგომა და მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი გამოეხმაურა კრიტიკას იმის შესახებ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება იგვიანებს მისამართებზე და პაციენტებს უწევთ ლოდინი.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინფო9
ახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურმა დაადასტურა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის – 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან. როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ონ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით ბინაზე 3 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მკურნალობა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. როგორც მინისტრი განმარტავს, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლდება და ის ოთხშაბათს გახდება ცნობილი. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ პროტოკოლი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რადგან ასეთ დროს ისინი თვითმკურნალობას მისდევენ.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ონ.ჯი
19 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის გამო 42 ბაღია დაკეტილი. როგორც ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, თითო ბაღში თითო შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ ჯამში — 42. პრესსამსახურის ცნობით, ინიფიცირებულთა შორის 8 ბავშვია, ხოლო დანარჩენი, თანამშრომელი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ადასტურებს. შემთხვევებთან დაკავშირებით კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. 19 სექტემბრიდან რეგიონში კორონავირუსის 123 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეებში მთლიანობაში 582 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაშია 413 ადამიანი.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - აიპრეს.ჯი
თეორიულად შესაძლებელია დადგეს მომენტი, რომ საწოლფონდი და კლინიკური სექტორი ამას ვეღარ აუვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. კარგი კითხვა დასვით, რომ როგორია რისკები, როდესაც ყოველდღიურად იზრდება შემთხვევების რაოდენობა. რა თქმა უნდა რისკები არის.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 10 182 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 186 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
20 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
20.10.2020
Link: 20.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი სპეციფიკური მკურნალობა. როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასეთი პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული და ბევრი სითხე მიიღოს. „ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო? ერთი შემთხვევა მაინც დამისახელეთ. დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. რეანიმაციული ადგილები უნდა იყოს. საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ.