| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 19 ოქტომბერი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge |
| Received On : | 19.10.2020 07:54 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
19 ოქტომბერი
ტელევიზია
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ვითარება საგანგაშოა, ოღონდ 19 ოქტომბერს ეს ვითარება პრაქტიკული და ფაქტობრივი სტატისტიკით გახდა საგანგაშო მაშინ, როდესაც ზაფხულის პერიოდი და წინარე არ და ვერ იყო ეფექტურად გამოყენებული და მართული სახელმწიფოს მიერ დადასტურებული მეორე ტალღის გარდუვალობის პირობებში. თავი და ბოლო ყველაფრისა არის წესების დაცვა მოქალაქეების მიერ. რაც გვაქვს 8 თვის თავზე არის კორონავირუსის გონებრივი და ემოციური ადაპტირება. ყველაზე ნათლად ხელისუფლების უმისამართო ტაქტიკა კოვიდ მართვაზე მაინც ბელორუსიასთან მატჩის წინ გამოჩნდა, როცა სტადიონის ტრიბუნებზე არ დაუშვეს ორ ათეულ ათასამდე გულშემატკივარი, თუმცა, მის მიმდებარედ შეკრებილი მეათედი ჯოგურად გულშემატკივრებისა შემოიფარგლა პაატა იმნაძის მოკითხვით მათი ბებია-ბაბუების ჯანმრთელობაზე. (06:00)
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
დღეიდან უნივერსიტეტებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება. როგორც სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა სასწავლო წლის დასაწყისში ყველა უნივერსიტეტი გადაამოწმა და მათზე გაცემულია ნებართვა. მათივე თქმით, ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - იმედი - იმედის დილა
საზოგადოების კეთილდღეობის მიმართულებით, ერთერთ მნიშვნელოვან სფეროს სოციალური სამსახური წარმოადგენს. დღეს სოციალური მუშაკის პროფესია, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ეტაპზე მათი რიცხვი საკმარისი არ არის, თუმცა სხვადასხვა უწყებაში, წინა წლებთან შედარებით, სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზარდა. 2009 წლიდან საქართველოში სოციალური მომსახურების სააგენტო გახდა მეურვეობისა და მზრუნველობის სახელმწიფო ორგანო, დაინერგა სოციალური მუშაკების ინსტიტუტი და მოხდა სოციალური სერვისების განვითარება. დღეს სოციალური მუშაკები ძირითადად ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, მათ ოჯახებთან და ასევე შშმპ მუშაობენ.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
კოვიდის გახშირებული შემთხვევების გამო, დღეიდან, უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება. სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად რეკომენდაციები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეიმუშავეს და რომ სასწავლებლებში სტუდენტთა და ლექტორთა უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული. 2) მიუხედავად ამისა, სამედიცინო უნივერსიტეტის 3 ათასი სტუდენტი დღეიდან უმაღლეს სასწავლებელში მისვლაზე უარს აცხადებს.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
კორონავირუსი და ჯანდაცვის სიტემის მორიგი მარცხი. ინფიცირებულია ჟურნალისტ მაია სტეფნაძის მეგობრის ცოლი. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი უარყოფითი იყო, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ჯანდაცვის სისტემამ მორიგი შეცდომა დაუშვა და ქალი ინფიცირებული აღმოჩნდა. ვიდრე სისტემა ტესტის პასუხებს ამოწმებდა ცოლ-ქმარს კონტაქტი სხვა ადამიანებთანაც ჰქონდა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - I არხი - მოამბე 09:00
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება. დღეიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - I არხი - მოამბე 10:00
დღეიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალიდან მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება. როგორც თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ განაცხადა, უნივერსიტეტი ასევე განიხილავს პრაქტიკულ-ლაბორატორიული კომპონენტის ნოემბრის ბოლომდე გადავადების შესაძლებლობას.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
1. კლინიკები კრიტიკულ ზღვარზე მუშაობენ, 112 ზარებს რამდენიმე საათიანი დაგვიანებით პასუხობს. აგვიანებს სასწრაფო, საავადმყოფოში მისულ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ადგილები არ არის. კოვიდ პაციენტებთან მისული სასწრაფოს ექიმები კი ეკიპირების გარეშე მუშაობენ, ბინაში შესვლის ეშიანიათ და პაციენტების გამოყვანა ინფიცირებულთა ოჯახის წევრებს უწევთ. უმძიმესი კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელშიც, რომლითაც დგინდება, რომ ჯანდაცვის სისტემა დაავადებულთა ასეთ მასშტაბს ვეღარ აუდის.
ინტერნეტ სააგენტო
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
19 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები, საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ. “აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, ხოლო სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. „აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, მას შემდეგ ქვეყანა, უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩაერთო. ბრძოლაში რომელშიც ეკონომიკის რამდენიმე სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. დღეს კორონავირუსის 17, 477 დადასტურებული შემთხვევაა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითი დღე რთულდება, სახელმწიფო უწყებები ყოველ დილით მნიშვნელოვნად გაზრდილ სტატისტიკას გვამცნობენ. ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ბიემ.ჯი
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი თავის ხედვას აქვეყნებს, თუ როგორი უნდა იყოს კორონაეპიდემიის მართვის სტრატეგია. ჭიაბერაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ გამოსწორდეს, დაახლოებით, 4 პუნქტი, თუ გვინდა, რომ დეკემბერში ძალიან სერიოზულად არ დამძიმდეს მდგომარეობა: 1. საჯარო კომუნიკაციაში სრული ჩავარდნაა. ეს დრამატულად უნდა შეიცვალოს. სატელევიზიო და სოციალურ მედიაში ინტენსიური კამპანიის (და არა ბრიფინგების!) პარალელურად, ცხელი ხაზებზე (112, 144, 1505) უნდა ვრეკავდეთ უპრობლემოდ და კვალიფიციურად უნდა გვპასუხობდნენ ყველა საჭირო კითხვაზე. საჯარო კომუნიკაციის და ცხელი ხაზების მომსახურების გაუმჯობესებისა და ოჯახის ექიმების გაძლიერების პარალელურად, გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი ხარისხიანი სწრაფი ტესტი, რომელსაც სეზონური გრიპის პერიოდში არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დღეს არსებულ მასობრივ ქაოსთან გამკლავების დანიშნულება ექნება.
პრესა
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ალია
"ალიას" ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენრალური მდივნის დამოუკიუდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსისი პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
192 ახალი ინფიცირებული ერთ დღეში - 18 ოქტომბერს დაფიქსირებული ეს ახალი ანტირეკორდს ინფექციონისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ. ხოლო გახდება თუ არა სიტუაცია კრიტიკული, ეს უახლოეს 2-3 კვირაში გამოჩნდება. ისინი თანხმდებიან, რომ მთავარი პრობლემა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების იგნორირებაა, ხოლო კარანტინის გამოცხადება ინფექციასთან ბრძოლაში დიდი ხნით ვერ დაგვეხმარება. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს. „საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა შემთხვევები იმდენად მოიმატებს, რომ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას, ანუ, როდესაც ექიმების, ტესტირების რესურსი და ჰოსპიტალური სექტორის რესურსი არ გვეყოფა", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ და ბინაზე თვითიზოლაციაში არიან, ურჩევს: „დარჩით თეითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში; ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში; სამსახურში, საყიდლებზე, არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები; თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია — სულ მცირე, ერთი მეტრი. აწარმოეთ თერმოსკრინინგი; გაიზომეთ ტემპერატურა დღეში ორჯერ; C0VID-19–ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება) დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს; დაიცავით ხელების ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით — აღნიშნულია რეკომენდაციებმი.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - ასავალ-დასავალი
"ასავალ-დასავალის" მკითხველს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" წევრი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრება. - კორონავირუსს სხვა ბევრი ვირუსული ინფექციისაგან განსხვავებით, უფრო ხშირად ახასიათებს ფილტვების ანთება და ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება. კორონავირუსი ე.წ შემპარავი ნიშნებით იწყება და 8 დღის განმავლობა ნელნელა იმატებს სიმპტომების რაოდენობა.
19.10.2020
Link: 19.10.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
ერთ და ორ კონტინენტზე როდია საუბარი, მთელი პლანეტაა გახვეული იმ უცნაურ, ვერაგ პანდემიაში, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. მიაქვს და მიაქვს ათასობით ადამიანის სიცოცხლე.. კიდევ კარგიო, — ფიქრობს ზოგიერთი, რომ ეს მტარვალი ინფექცია ძირითადად მხოლოდ მოხუცებს ერჩის და მხოლოდ მათ სიცოცხლეს ემუქრებაო, მაგრამ რა გამოვიდა, ამაზე ფიქრიც არ ჰქონდათ დამთავრებული და აღმოჩნდა, რომ ეპიდემია ახალგაზრდებსაც მიუახლოვდა და არც ბავშვებს ტოვებს თურმე "უყურადღებოდ“: თუნდაც მხოლოდ მოხუცებს რომ გვინადგურებდეს, დამამშვიდებელია კი? კაცობრიობა საუკუნეებია, იბრძვის და იღვწის ადამიანის ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.