| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 17-18 ოქტომბერი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge |
| Received On : | 19.10.2020 07:42 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
17 ოქტომბერი
ტელევიზია
17.10.2020
Link: 17.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 958 ადამიანი დაინფიცირდა, 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვირსს კი 4 ინფიცირებული ემსხვერპლა.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
4 გარდაცვლილი და 958 ახალი შემთხვევა - კორონავირუსი ნეგატიურ სტატისტიკას ისევ ინარჩუნებს. დღევანდელი მონაცემებით აჭარას თბილისმა გადაუსწრო. შავიზღვისპირეთში 226, დედაქალაქში კი 397ფაქტი დარეგისტრირდა.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შვიდი კითხვით მიმართავს. ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია და ეს ყოველივე ხელისუფლების კრახია. "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკატერინე ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
კორონავირუსმა ერთ დღეში კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ასობით ინფიცირებულია. 958 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 397 კვლავ თბილისშია. გარდაცვლილთა რიცხვი კი ყოველდღიურად მატულობს. კლინიკებში კი ადგილები არ არის. ერთმანეთის მიყოლებით იხურება სკოლები და ბაღები.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, დღეს, 17 ოქტომბერს, რეკორდულად მაღალი - 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისიდანაა, 232 იმერეთიდან, 226 კი აჭარიდან. ბოლო მონაცემებით რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს გარდაცვლილია 4 ადამიანი.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ხონში, დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები გერმანიის მთავრობამ დააფინანსა.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00
"სასწავლო პროცესის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს"- ასეთია განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება. ეკატერინე დგებუაძის თქმით, სამინისტრო წერტილოვნად მართავს სასწავლო პროცესს, პარალელურად კი ინფორმაციას აწვდიან და თანამშრომლობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში ადანაშაულების.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - კავკასია - დღეს 19:00
958 ახალი ინფიცირებული და 4 გარდაცვლილი. კორონა ვირუსის სტატისტიკა ისევ რეკორდულ მაჩვენებელზეა. ქვეყანაში ეპიდსტუაცია დღითიდღე მძიმდება. ინფირებულთა საერთო რიცხვი უკვე 16 000-ს გასცდა. ხოლო კოვიდ ინფექციამ საერთო ჯამში 128 ადამიანის სიცოცხლე შეწირა.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - I არხი - მოამბე 21:00
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად რთულდება - დღეს „კოვიდ-19“-ის 958 ახალი შემთხვევა დაფიქრდა. გარდაიცვალა კიდევ ოთხი მოქალაქე. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - ფორმულა - შაბათის ფორმულა
კოვიდ ინფექციამ საქართველოში საგანგაშო ნიშნულს უკვე რამდენიმე კვირაა მიაღწია. ყოველდრიურად სტატისტიკა სამწუხაროდ უფრო და უფრო შემზარავი ხდება. დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 წლის მოზარდი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - I არხი - მოამბე 12:00
თბილისში ამ წუთისთვის 25 საბავშვო ბაღი დაკეტილია. ინფიცირების ფაქტები გამოვლინდა როგორც აღსაზრდელების, ასევე პედაგოგებისა და ბაღების თანამშრომელთა შემთხვევაში.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - I არხი - მოამბე 12:00
რამდენიმე საათი შეზღუდვების ამოქმედებიდან. ახალი დადგენილების თანახმად, 22:00 საათიდან მუშაობა შეწყვიტეს რესტორნებმა და გასართობმა ცენტრებმა. როგორ სრულდება დაწესებული შეზღუდვა, მონიტორინგს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს. თბილისსა და ქუთაისში 20-მდე ჯგუფი მუშაობს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - I არხი - მოამბე 15:00
რამდენიმე საათი შეზღუდვების ამოქმედებიდან. ახალი დადგენილების თანახმად, 22:00 საათიდან მუშაობა შეწყვიტეს რესტორნებმა და გასართობმა ცენტრებმა. როგორ სრულდება დაწესებული შეზღუდვა, მონიტორინგს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს. თბილისსა და ქუთაისში 20-მდე ჯგუფი მუშაობს.
18 ოქტომბერი
ტელევიზია
18.10.2020
Link: 18.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
ქვეყანაში 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში და 8 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისშია დაფიქსირებული 471, 323 კი აჭარიდან.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
კორონავირუსის პანდემიის ვითარებაში ამ დრომდე სეზონური გრიპის ვაქცია ქვეყანაში შემოტანილი არ არის. ვაქცინა, რომლის გაკეთების რეკომენდაციასაც ექიმები გვაძლევენ, ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინა არაეფექტურია.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ოზურგეთში საბავშვო ბაღებში კოორნავირუსი შეწყდა, მიზეზი 83 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მათ სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები გამოუვლინდათ. შემთხვევას სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს. მანანა ერქომაიშვილი:"სურსათის უვნებლობის სააგენტომ აიღო ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიაში გაიგზავნება".
18.10.2020
Link: 18.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
კორონავირუსის 1192 შემთხვევა. 233 გამოჯანმრთელებული პაციენტი და 8 გარდაცვლილი. ასეთია ბოლო 24 საატის კოვიდ სტატისტიკა. 1192 შემთხვევიდან 471 თბილიში გამოვლინდა, კორონავირუსი დაუდასტურდა ლელოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარძემ ამის შესახებ საკუთარ ფბ გვერდზე დაწერა.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
ტვ პირველმა გაარკვია, რომ მთავრობის ადმინისგფაციაში თბილისის რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელი დაიბარეს და კოვიდცენტრად გადაკეთება მოსთხოვეს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა. დაჩქარებულ ვადებში ინფიცირებულების მისაღებად მზად არ არიან კლინიკები, მათმა ნაწილმა ამის გამო შეხვედრაზე უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
საქართველოში ვირუსითინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა. უარყოფითი დინამიკით თბილისი ლიდერობს, რომელსაც აჭარა მოჰყვება. 1192 დაინფიცირებული, გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - I არხი - ახალი კვირა
ბოლო 24 საათში და მთელი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე ბევრი 1192 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყნის მაშტაბით გვყავს 9255 კოვიდ პაციენტი და გვაქვს 2453 სასუნთქი აპარატი.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კქვეყანაში ვირუსის მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარს მოუახლოვდა. ოთხნიშნა მონაცემებით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის, უკვე 91-ე ადგილს იკავებს. ახლა უკვე საფრთხე დედაქალაქშიც არის.
17 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
17.10.2020
Link: 17.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება და ამის პარალელურად, მთლიანად მორღვეულია ტესტირება- დიაგნოსტიკის კომპონენტი. ჩიხლაძე კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული თემების განსახილველად ეკატერინე ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს და მას რამდენიმე კონკრეტული კითხვით მიმართავს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - პია.ჯი
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - კომერსანტ.ჯი
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
როგორც იცით, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი კოვიდ დადებითი პაციენტია. ვირუსი მას ორი დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა, როგორც მომღერალი ამბობს, ამ დრომდე სათანადო ყურადღებას არ აქცევენ..ამის შესახებ ტატიაშვილმა „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ჯანდაცვის მინისტრს კითხვებით მიმართავს. როგორც სერგგო ჩუხლაძე აღნიშნავს ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება. ჩიხლაძე კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძეს დისკუსიაში იწვევს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, ამ ინფორმაციაზე სკოლის დირექტორის მოადგილე საუბრობს. ქეთი მიქანაძის თქმით, პედაგოგის ინფიცირების წყარო მისთვის უცნობია. ასევე, ვირუსული ინფექცია აღენიშნება ამავე სკოლის სამ მოსწავლეს, თუმცა ისინი სასწავლო დაწესებულებაში არ დადიოდნენ.აავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მასწავლებლები თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ, ხოლო სკოლა ორი კვირით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე მომავალი კვირიდან გადავა.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - აიპრეს.ჯი
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - აიპრეს.ჯი
სამთავრობო საიტ stopcov. ge განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 958 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 71-ით სჭარბობს წინა 24 საათის და 39-ით – 15 ოქტომბრის რეკორდულ რაოდენობას. განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 კაცი.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - ონ.ჯი
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ჯანდაცვის მინისტრს კითხვებით მიმართავს. როგორც სერგგო ჩუხლაძე აღნიშნავს ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება. ჩიხლაძე კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძეს დისკუსიაში იწვევს "ყოველდღე უარესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაციის მართვა ქვეყანაში.
17.10.2020
Link: 17.10.2020 - აქცენტნიუს.ჯი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახელობას მიმართავს, "სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ". ამის შესახებ მან კოვიდ–ინფიცირებული ქალის სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
18 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
18.10.2020
Link: 18.10.2020 - პია.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში, ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - პია.ჯი
19 ოქტომბრიდან საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, ხოლო სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკარანტინე სივრცეში მყოფ კოვიდინფიცირებულებს რეკომენდაციებით მიმართავს. საუბარია მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებზე. „დაიცავით ექიმის რეკომენდაციები თავის მოვლისა და მედიკამენტების მიღების შესახებ. თუ ხართ უსიმპტომო პაციენტი და დაგეწყოთ ცხელება, ხველება, ცემინება, ან სხვა რესპირაციული სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საკარანტინე სივრცის სამედიცინო პერსონალს, ან 112-ს“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ტაბულა.ჯი
“კორონავირუსის Მეორე ტალღა უკვე დაწყებულია” - ეს სიტყვები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძისგან რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. გაზაფხულისგან განსხვავებით, საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები არათუ ასს, არამედ, უკვე ათასს გადაცდა.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ინფო9
სასწავლო პროცესი შეიძლება ითქვას, რომ ნებადართულია, თუმცა უნივერსიტეტების მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილების შესაბამისად ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდება, – ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ბიემ.ჯი
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს ხშირად სვამენ შეკითხვებს - გამოიყენა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ გაზაფხულის და ზაფხულის მშვიდი პერიოდი, რომ მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის? “ჩემი პასუხი იქნება შემდეგი - გამოიყენა და ამისთვის მზად ვართ. შეიძლება რაღაცის გაკეთება უკეთაც შეიძლებოდა და უფრო დიდი მოცულობითაც, მაგრამ რაც იყო, იყო.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში — 136. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. ჯამში დღეს 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 1 192 შემთხვევიდან, 471 თბილისიდანაა, 343 — აჭარა, იმერეთი კი, 211.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, მან PCR ტესტი გუშინ, დაბალი სიცხის გამო ჩაიტარა და პასუხი დადებითი იყო.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ონ.ჯი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში 70 ბავშვი მოიწამლა. მუნიციპალიტეტის ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. როგორც On.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ბავშვებს მოწამვლის სიმპტომები პარასკევ საღამოს ერთ-ერთ ბაღში გამოუვლინდათ, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამავე სიმპტომებით მოწამლული ბავშვები კიდევ 10 ბაღში იყვნენ.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - აიპრეს.ჯი
ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. facebook sharing button twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button მათივე განცხადებით, მათ შორის 11, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია, სამედიცინო დაწესებულებების გეგმიური კვლევისას გამოვლინდა 7 მედ პერსონალი, 4 სიმპტომური პაციენტი ( ს/ ბაღის აღმზრდელი, იუსტიციის სახლის თანამშრომელი, სკოლის პედაგოგი და სავაჭრო ქსელი „მაგნიტის“ თანამშრომელი). სულ შემთხვევათა რაოდენობა 99-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია 28. თვითიზოლაციაში 191 პირი იმყოფება.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - აიპრეს.ჯი
აქედან 48 შემთხვევა ზუგდიდშია, მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 4 კი ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
„ბოლო ორ დღეში გამოვავლინეთ დარღვევის 11 შემთხვევა, რომელთა მიმართ განისაზღვრა და დაეწერათ 10 000 ლარის ოდენობით სანქცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი თქმით, დეპარტამენტი აგრძელებს გეგმიურ მონიტორინგს. დარღვევის შემთხვევაში მოხდება თითოეული ობიექტის დაჯარიმება, განმეორების შემთხვევაში კი მათ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
18.10.2020
Link: 18.10.2020 - ბიემ.ჯი
კლინიკების წარმომადგენლები გუშინ, 17 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის თემა Covid-19-ის ინფექცია და დამატებითი საწოლების მობილიზება იყო. როგორც bm.ge-ს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა დავით ოშხერელმა განუცხადა, შეხვედრაზე მინისტრს შესთავაზეს, რომ მათი კლინიკა ჩაერთოს კორონავირუსის მართვაში და სამედიცინო დაწესებულების ნაწილმა კოვიდინფიცირებულები მიიღოს, ანუ ჩამოყალიბდეს ჰიბრიდულ საავადმყოფოდ.