| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 15-16 ოქტომბერი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge |
| Received On : | 16.10.2020 10:21 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
15 ოქტომბერი
ტელევიზია
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 386 თბილისში დაფიქსირდა, 4 კი გარდაიცვალა. სპეციალისტები ახლა საუბრიბენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სექტორმა ახლა უნდა იზრუნოს საწოლების მობილიზებაზე. ექიმების თქმით, ახლა მნიშვნელოვანია დამატებითი სამედიცინო პერსონალის მობილიზებაც. ინფიცირების შემხვევები გაზრდილია იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
კორონავირუსის 118 დადასტურებული შემთხვევის გამო ფოთში სამკერვალო ფაბრიკამ მუშაობა შეაჩერა. უცნობია როდის აღდგება საწარმოში სამუშაო პროცესი. ადგილზე 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. ადგილზე იმყოფებიან დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოები გუშინ ჩატარდა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა დაუშვა სავალალო შეცდომები - ასე აფასებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ნაბიჯებს. როგორც გიორგი ჩალაძე "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" აცხადებს კოვიდ 19-ის კვლევაში არაერთი ახალი ლაბორატორია ჩაერთო, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. გიორგი ჩალაძის თქმით, ამ ლაბორატორიებში კვლევებს არაპროფესიონალი ადამიანები ატარებენ და არ იციან რასთან აქვთ საქმე.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 2. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ კორონავირუსის შემტხვევების მატების გამო პირბადე ქუჩაშიც ატარონ. 3. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13 საბავშვო ბაღი დროებით დახურულია.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში ჩვენ გვექნება 1,200 თავისუფალი საწოლი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ, გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია- განაცხადა გახარიამ. თბილისაა და რეგიონში რესტორნები 22.00-მდე იმუშავებენ, დამსაქმებლებს მოუწოდებენ დისტანციურად იმუშავონ, აღდგება სასწავლო პროცესი უმაღლესი განათლების დაწესებულებებშიც.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
919 შემთხვევა და ეს მხოლოდ ბოლო 24 საათში. გარდაიცვალა ოთხი, 208 კი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული დედაქალაქზე მოდის. კორონავირუსის 366 შემთხვევა თბილისში, 286 აჭარაში, 104 კი იმერეთში დაფიქსირდა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ვირუსის საგანგაშო მაჩვენებელი და ახალი შეზღუდვები. ხვალიდან რეგულაციები დაწესდება სარესტორნო მომსახურებისა და გასართობი ცენტრებისთვის. განცხადება ამის შესახებ, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ქვეყანაში კოვდინფიცირებულების რეკორდულ ზრდას, მთავრობა რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები ღამის 22.00-მდე იმუშავებენ, გადაწყვეტილება მთარობის სხდომაზე მიიღეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეღუდვა ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანებელებს. გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 1000-იან ნიშნულს მიაღწევს. დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ფრენების აღდგენაზეც ისაუბრა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ შეიქმნება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს რომ საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ საავადმყოფოებში 4 000-მდე საწოლია მობილიზებული. ძალაში რჩება რეკომენდაციები, რომელთაგან მთავარი ისევ პრიბადის ტარება და დისტანციის დაცვაა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
კორონავირუსტან ბრძოლაში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებს 112-ში დარეკვა არ მოიწევთ, ისინი კომპანიას დაუკავშირდებიან. დევი ხეჩინაშვილი: ლაპარაკია, რომ ჩვენს დაზღვეულებთან მიმართებაში დავიწყოთ კოვიდის მართვა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ეპიდემიის მასშტაბები იზრდება. დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დადასტურდა - 919 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი, რამდენიმე საათის წინ აჭარაში 41 წლის უსიმპტომო პაციენტი, ირმა თეთრაძე დაიღუპა, რომელიც კოვიდსასტუმროში იყო. გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლიაა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა. აღჭურვილობა დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს , მზრუნველებს, წინა ხაზზე მყოფ პერსონალს , სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან კოვიდ 19-ისგან.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
ქვეყანაშ ეპიდ ვითარება მძიმდება ინფიცირებულთა რიცხვი კი საათობრივად მატულობს. მთავრობა დამაიმედებელ პროგნოზსვერ აკეთებს და მოსახლეობას ახალი შემტხვევების მატებაზე აფრთხილებს. როგორც ირკვევა ქვეყანა მედპერსონალის მიმართულებით მოუმზადებელია. ჯანდაცვისმ ინისტრმა დრეს თქვა რომ ვირუსის სამართავად ექიმების რაოდენობა არასაკმარისია.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
ბათუმში კორონავირუსით 42 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ქალი კოვიდ სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს. კონკრეტულად რამ გამოიწვია გარდაცვალება, უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ. ცხედარი ამ წუთებში გადასვენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და მიმდინარეობს კვლევა თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიებთან დღეს გამართა. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, სადაზღვევო კომპანია ვირუსის მართვაში ოჯახის ექიმების ინსტიტუტით ერთვება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
დღის ბოლომდე კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება და მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი იქნება. საწოლების რაოდენობასთან ერთად კვალიფიციური კადრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 10000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია, თუმცა საჭიროა შესაბამისი ადამიანიური რესურსიც.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - I არხი - მოამბე 18:00
კორონავირუსის მართვის პროცესში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გახმოვანდა. სადაზღვევო სექტორი ონლაინ კლინიკების ფორმატში მეთვალყურეობას გაუწევს მათივე კლინიკებში დაზღვეულ იმ პაციენტებს, რომლებიც სახლის პირობებშ მკურნალობენ. ეკა ადამია: სადაზღვევო კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და ისინი ონლაინ კლინიკებთან, ასევე ბინაზე მართვის ცენტრალიზებულ ჯგუფთან ერთად, რომელიც ამ პროცესს მართავს, მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და ბენეფიციარები მიიღებენ ხარისხიან სერვისს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი კოვიდ სასტუმროში იყო მოთავსებული, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. უწყების ცნობით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა
919 შემთხვევა ერთ დღეში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულ 1000-ს უახლოვდება. სულ რამდენიმე საათის წინ 42 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ბათუმში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ვერ პასუხობს კითხვას, ფიქრობს თუ არა რომ კოვიდ ინფიცირებულების სასტუმროებში გადაყვანა შეცდომა იყო. ხელისუფლების პირველი პირების განცხადებით განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში ინფიცირების მატება. შეზღუდვები წერტილოვანი და არა ფართომაშტაბიანი იქნება. არჩევნები არ გადაიდება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით თბილისმა აჭარას გადაასრო. რეგიონში დღეს 286 ახალი შემთხვევაა, დედაქალაქში კი 366. ინიფიცებულებს სიმპტომები გამოხატული აქვთ. მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები შინ მკურნალობენ. 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაცივალა. ცოტახნის წინ კოვიდ 19-ს 42 წლის ქალი ემსხვერპლა. ის გარდავცლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია. მისი ინფიცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მთავარია უსაფრთხოების იმ წესების დაცვა, რომელზე უკეთესიც ჯერ მსოფლიომ ვერ მიიღო. მთავრობა საყოველთაო შეზღუდვების ნაცვლად წერტილოვან შეზღუდვებს აწესებს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი
კოვიდ 19-ით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით 919 მოქალაქე დაინფიცირდა. საგანგაშო სტატისტიკის ფონზე მთავრობამ ნაწილობრივი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულება მხოლოდ საღამოს 10 საათამდე იმუშავებს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
(1) თბილისსა და იმერეთში ყველა ბარ-რესტორანი და გასართობი ცენტრი მუშაობას შეაჩერებს. ახალი რეგულაციები დღეს მოქალაქეებს დღეს პირადად პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ხვალიდან თბილისში და იმერეთში რესტორნები საღამოს 22:00 საათამდე იმუშვებენ. გიორგი გახარია საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებს მოუწოდებს შეძლებისდაგვარად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - I არხი - მოამბე 21:00
საგანგაშო სტატისტიკის და ნახტომისებური მატების გამო თბილისში, ასევე იმერეთის რეგიონში შეზღუდვების ამოქმედება დაიწყო. მცირდება რესტორნების, კაფე-ბარების და გასართობი დაწესებულებების სამუშაო დრო, კონტროლი დაიწყო მეტრო-სადგურებთან. სულ რაღაც ორი კვირის წინ დედაქალაქში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დღეს კი ეს მაჩვენებელი ექვსჯერაა გაზრდილი.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
საქართველოში გრიპის ვაქციენების უპრეცედენტო რაოდენობაა, ამბობს გიორგი გახარია და გამართულ ბრიფინგზე გამარტა რომ გრიპის 250 ათასი ვაქცინა უკვე შეიძინა. სამაგიეროდ კი იზრდება იმ მოქალაქეების რიცხი რომლებიც გრიპის ვზქცინების დეფიციტზე წუხს. რომელთაც შვილებისა და ოჯახი წევბრების ასაცრელად აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინა არ ხვდება. გიორგი გახარია:" ფგრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობა არის შემოტანილი, მიმდინარეობს გეგმიური ვაქცინირება" ეკატერინე ტიკარაძე:"ჩვენ დღესდღეობით მივიღეტ პირველი რაოდენობა და იქითა კვირიდან ასევე ველოდებით დამატებით რაოდენობასაც. "
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
1. საქართველოში კოროვირუსის სტატისტიკა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღეს უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი - 919 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 366 თბილისში დადასტურდა, 286 აჭარაში, 104- იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 57. ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება დანარჩენ რეგიონებშიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს 5 მთავარ გზავნილს ახსენებს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კავკასია - დღეს 19:00
კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 1000-მდე ახალი შემთხვევა. საგანგაშო მდგომარეობა თუ ხელოვნურად გაზრდილი სტატისტიკა – მოსახლეობის აზრი კორონაპანდემიის ახალ მაჩვენებლებზე განსხვავებულია. ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს არ იცავს და ვირუსის ყოველდღიური ზრდა სწორედ რეგულაციების უგულვებელყოფას უკავშირდება. თუმცა არიან ისეთი მოქალქეებიც, რომლებსაც ვირუსის არსებობის საერთოდ არ სჯერათ და სტატისტიკის ზრდას, 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებენ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ხელისუფლება პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად სეზონურ გრიპსაც მოუმზადებელი ხვდება. ქვეყნის მეთაური საგანგაშოდ არ თვლის იმას, რომ ახლა ქვეყანაში მხოლოდ 25 000 ცალი გრიპის ვაქცინაა შემოტანილი, რომელიც პირველ რიგში ორსულებს, ბავშვთა სახლებს, ხანდაზმულებსა და შიდსით დაავადებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ, თუმცა ეს რაოდენობა ამ მიზნობრვი ჯგუფების აცრისთვის აკმარისი არ არის.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
აჭარაში კოვიდსასტუმროში კორონავირუსისგან 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდ სასტუმროში მკურნალობდა. კორონა ვირუსი მას 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო რუსთავში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თბილისში 14 ბაგა-ბაღი დაკეტილია.
16 ოქტომბერი
ტელევიზია
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
მე არანაირი შედარება არ მომყავს და არც არჩევნებს ან რაიმეს არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. შემოდგომზე პირველად არ დავეთანხმე ეპიდემიოლოგებს, ექიმებს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს მკაცრ ადმინისტრაციულ ზომებს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რაზეც კანონიც მიღებული გვაქვს. მიღებული გვაქვს კანონი, რომელიც არ მუშაობს და ცდილობენ მოქალაქეთა შეგნებასა და ინფორმაციის აგრესიული მიწოდებით იმოქმედონ.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკების ექიმები კოვიდ ინფექციის მართვის პროცესში ჩაერთვებიან. ეს თემა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან განიხილა.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ფარმაცევტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას ჯიემპი სტანდარტზე გადასვლის 2027 წლისათვის გადავადებას სთხოვს. მათი ინფორმაციით, ამ სტანდარტის 2022 წლისათვის ამოქმედებამ შესაძლოა 99%-ი მწარმოებლებისა დახურვის წინაშე დააყენოს. კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს თემაზე მტ კომუნიკაციას და კონსულტაციებს სთხოვს. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კომუნიკაციის პრობლემაზე ამ მიმართულებით საუბარი უსაფუძვლოა.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის სექტორთან ერთად სადაზღვეო კომპანიების ჩაერთვებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა. მისი თქმით, სადაზღვეო კომპანიების ჩართულობით ამბულატორიული დაწესებულებების საქმეს სადაზღვეო კომპანიების ექიმებიც გაინაწილებენ. ამირან გამყრელიძემ ასევე ინფიცირების რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ, პიკი ჯერ კიდევ წინ გველოდება. მან ფორმულას ეთერში საქართველოში შემომსვლელ ქვეყნის მოქალაქეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი პისიარ ტესტის წარდგენის შემდეგ, საკარანტინო სივრცის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
1. თბილისსა და იმერეთში დღეიდან რესტორნებისა და ყველა სხვა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება ღამის 10 საათის შემდეგ აიკრძალება. მთავრობამ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აკრძალვა უცნობია. ახალი რეგულაციები რესტორნების მფლობელებისთვის მიუღებელია.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება. თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. ნუნუ მიცკევიჩი:" თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესის პრაქტიკულ-ლაბორატიული სამუშაოები წარიმართება არადისტანციურ რეჟიმში".
16.10.2020
Link: 16.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობის დაწესებულებები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ. ქვეყანაში გაუარესებული ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე მთავრობამ ახალი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილები ვირუსის შენებას ემსახურება. ბექა ფერაძე:" ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სოციალური ღონისძიების აკრძალვის, ხოლო დამატებით იისთვის, რომ ვითარება არის გართულებული დადგა აუცილებლობა იმისა, რომ გასართობის ობიექტები ღამის ათი საათიდან იყოს დასრულებული".
16.10.2020
Link: 16.10.2020 - I არხი - მოამბე 09:00
თბილისსა და იმერეთის რეგიონში დღეიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს. შეზღუდვის დაწესება ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. რეგულაციის შემოღების მიზანი კი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენციაა. დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარს, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მკაცრი კონტროლი ხვალიდან დაწესდება, სადაც ადამიანები პირბადის გარეშე ვერ შევლენ.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
ვირუსმა ერთ დღეში 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი დღემდე დაფიქირებულა დაინფიცირებულია ათობით მორაგბე, ასზე მეტი კი იზოლაციაშია გადასული. კორონავირუსი 4 სარაგბო კლუბშ დაფიქსირდა.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. კოვიდინფექცია ქართულ რაგბში - თბილისის "ლოკომოტივისა" და "იუნკერების" მორაგბეებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ. შედეგად, ამ გუნდის მორაგბეები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი, გადაიდო დიდი ათის ორი შეხვედრა, სადაც ლოკომოტივსა და იუნკერებს უნდა ეთამაშათ. საბედნიეროდ დაინფიცირებულებს შორის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არ არიან. რაგბის კავშირმა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისთვის სამი კვირის წინ მიიღო პირობები, ისინი გადავიდნენ თვითიზოლაციაში.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობის დაწესებულებები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ. ქვეყანაში გაუარესებული ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე მთავრობამ ახალი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილები ვირუსის შენებას ემსახურება. ბექა ფერაძე:" ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სოციალური ღონისძიების აკრძალვის, ხოლო დამატებით იისთვის, რომ ვითარება არის გართულებული დადგა აუცილებლობა იმისა, რომ გასართობის ობიექტები ღამის ათი საათიდან იყოს დასრულებული".
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის სექტორთან ერთად სადაზღვეო კომპანიების ჩაერთვებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა. მისი თქმით, სადაზღვეო კომპანიების ჩართულობით ამბულატორიული დაწესებულებების საქმეს სადაზღვეო კომპანიების ექიმებიც გაინაწილებენ.
15 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ მეტი გრიპის ვაქცინა შეიძინა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინის სრული მოცულობა საქართველოში ნოემბრის პირველ ნახევარში იქნება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობას 2 090 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადის, 500 პაციენტი ტრიაჟის სივრცეში ელოდება დადასტურებას, არის კოვიდ-ინფიცირებული თუ სხვა ჩივილი გააჩნია.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
“დაავადების მართვის პოლიტიკა მთლიანად შეცვლილია გლობალურად და შეცვლილია საქართველოშიც. დღეს უკვე ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საწოლფონდთან ერთად საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრიც.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი, კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი სიმპტომებიანი პაციენტია. ამიტომ, ამირან გამყრელიძე სიმპტომიანი პაციენტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მათი იზოლაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 154 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა. აჭარაში მკურნალობას გადის Covid კლინიკებში 548 პაციენტი, 13 არასრულწლოვანი, 28 ორსული.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორ.ჯი
“დღის ბოლომდე კორონავირუსის მართვაში ჩაერთვება კიდევ ოთხი კლინიკა და მხოლოდ თბილისში ჩვენ 1 200 თავისუფალი საწოლი გვექნება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. - რეკლამა - - რეკლამა - მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 4 ათასამდე საწოლია მობილიზებული.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ფორ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ მეტი გრიპის ვაქცინა შეიძინა. - რეკლამა - - რეკლამა - მისი თქმით, ვაქცინის სრული მოცულობა საქართველოში ნოემბრის პირველ ნახევარში იქნება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
„დაავადების მართვის პოლიტიკა მთლიანად შეცვლილია გლობალურად და შეცვლილია საქართველოშიც. დღეს უკვე ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ბიემ.ჯი
კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიებთან დღეს გამართა. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, სადაზღვევო კომპანია ვირუსის მართვაში ოჯახის ექიმების ინსტიტუტით ერთვება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი აქვს შეკვეთილი, რომელიც ქვეყანაში დაახლოებით ორ კვირაში იქნება. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ტესტები შედეგს 15 წუთში იძლევა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - აიპრეს.ჯი
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ სამინისტროში. როგორც “აიპრესს” ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის პოსტი არ დაუტოვებია.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საქართველოში კოვიდის სამართავად მედ-პერსონალის რაოდენობა არასაკმარისია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს. „გვაქვს გათვლა, რომ მინიმუმ 10 000 საწოლამდე საქართველოს მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში შეძლებს გადაფაროს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის მზარდი რაოდენობის ფონზე, ინფიცირებულების მართვის პროცესში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან, რომლებიც ბენეფიციარებს სათანადო მომსახურებას გაუწევენ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა დღეს უფრო მომზადებულია, ვიდრე გაზაფხულზე.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ბიპიენ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის მართვის კუთხით, ამჟამად საქართველოში სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ არის.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მედიანიუს.ჯი
კოვიდინფიცირებულთა მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა მზარდი რაოდენობის ფონზე, პროცესში რეზიდენტების ჩართვა იგეგმება, რომლებიც აქტიურად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას და რიგ შემთხვევაში, ეს საქმიანობა თავიანთ კურსში ჩაეთვლებათ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის მართვის კუთხით, ამჟამად საქართველოში სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ არის. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ კლინიკას შეუძლია კორონავირუსის მკურნალობაში გამოცდილი სპეციალისტი მიიწვიოს და მისი რესურსი გამოიყენოს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ტაბულა.ჯი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დაწყების შემდეგ, კორონავირუსი ათ საბავშვო ბაღში გამოვლინდა. სულ, კორონავირუსი 14 საბავშვო ბაღშია დადასტურებული.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი 14 ბაღში დაფიქსირდა. - რეკლამა - მისივე თქმით, ინფიცირებულთა შორის 12 თანამშრომელი, ორი კი ბავშვია.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
აჭარაში მდებარე ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. - რეკლამა - ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმში მყოფმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დაადასტურა. „ეს იყო უეცარი სიკვდილი, გუშინ ღამით მას ესაუბრნენ ოჯახის წევრები, ექიმები – სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა თრომბულ გართულებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხისა და ვაქცინაციის ჩატარების წესის შესახებ განმარტებებს აკეთებს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ლოგიკურია. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში ინფიცირების მატება. „დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა. აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ტაბულა.ჯი
დღეს, 15 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 431 უსიმპტომო იყო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, ახალი შემთხვევებიდან 53%-ა სიმპტომიანი.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის პირობებში უწევს არჩევნების ჩატარება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსისგან აჭარაში 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროში მკურნალობდა. უწყების განმარტებით, კორონავირუსი მას 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კოვიდსასტუმროში.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების კონტაქტების ყოველდღიური მონიტორინგისთვის დამატებითი მექანიზმის ამოქმედება იგეგმება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინფო9
ბათუმში მდებარე კოვიდსასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის ქალის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტს კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინფო9
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წელს განსაკუთრებული აქცენტი გრიპის ვაქცინაზე კეთდება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდის სამართავად მედ-პერსონალის რაოდენობა არასაკმარისია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა. - რეკლამა - მისი თქმით, თბილისსა და იმერეთში დაწესებული შეზღუდვები ეპიდემიურ მაჩვენებლებს პირდაპირ უკავშირდება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება. - რეკლამა - მისი თქმით, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის პირობებში უწევს არჩევნების ჩატარება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - პუბლიკა.ჯი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი. სამინისტროსვე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში, რადგან დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. „პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ, ამირან გამყრელიძეს შეხვდნენ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდის სამართავად მედ-პერსონალის რაოდენობა არასაკმარისია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 კორონოვირუსის შემთხვევათა მატების გამო, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებაზე საუბრისას NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს 240 000 დიაბეტიანი ადამიანი ჰყავს, მაგრამ ქვეყანა არ იკეტება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - აიპრეს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი სიმპტომებიანი პაციენტია. მისივე ინფორმაციით, 919 პაციენტს შორის 488 სიმპტომების მქონე, ხოლო 236 მათთან კონტაქტში მყოფი პირია.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, ჯამში, საქართველოს შეუძლია მინიმუმ 10-ათასიანი საწოლფონდის უზრუნველყოფა, თუმცა, როდესაც COVID-19-ის მართვაზეა საუბარი, აქ გასათვალისწინებელია სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინფო9
გარწმუნებთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, და ამას არავინ არ მალავს, გარწმუნებთ, რომ ეს ეპიდსიტუაცია მართვადია. ჩვენ მოსახლეობა მეტად უნდა დავამშვიდოთ, რადგან პანიკა არ შეიძლება. მე მესმის, რომ მდგომარეობა რთულდება, მაგრამ ამას ქვეყანა უვლის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - პია.ჯი
15 ოქტომბერს კოვიდ სასტუმროში კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ბიემ.ჯი
გვაქვს თუ არა საკმარისი საწოლები კოვიდ-პაციენტებისთვის? – ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა. მისი თქმით, საქართველოში არის 17 000 საწოლი, თუმცა, კოვიდთან მიმართებით ყველას გამოყენება არ შეიძლება.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 6 934 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 919 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7 367-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 113-ს შეადგენს. მათ შორის 4 დღეს გარდაიცვალა. NCDC-ის ცნობით, 15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 754 286 PCR ტესტია ჩატარებული. გარდა ამისა, ამდროისთვის, კარანტინის რეჟიმში - 5 721 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1090 პაციენტი მკურნალობს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დღეს საქართველოში 5 000-მდე საწოლია მობილიზებული, რომელთა რაოდენობაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, 7-დან 8 ათასამდე გაიზარდოს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფორმულას ეთერში ილაპარაკა. "დილის მონაცემებით, 2 267 საწოლი იყო ქვეყანაში დაკავებული.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ინფო9
დღეს კოვიდ სასტუმროში კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში 5 000-მდე საწოლია მობილიზებული, რომელთა რაოდენობაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, 7-დან 8 ათასამდე გაიზარდოს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის მზარდი რაოდენობის ფონზე, ინფიცირებულების მართვის პროცესში სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან, რომლებიც ბენეფიციარებს სათანადო მომსახურებას გაუწევენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი, ეკატერინე ტიკარაძე და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მარშალპრეს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობას 2 090 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადის, 500 პაციენტი ტრიაჟის სივრცეში ელოდება დადასტურებას, არის კოვიდ-ინფიცირებული თუ სხვა ჩივილი გააჩნია.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მარშალპრეს.ჯი
ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საწოლფონდთან ერთად საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრიც.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მარშალპრეს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხზე და ვირუსის მართვაში სადაზღვევო კომპანიის ჩართულობაზე იმსჯელებენ.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
იმედი გვაქვს, აჭარაში სტაბილიზაციის სურათი კვლავ დაბრუნდება, შემთხვევების რაოდენობა 200-ს ქვემოთ ჩამოვა და შენარჩუნდება. შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ დაღმასვლაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მეტად საყურადღებო თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
თბილისში საწოლების რაოდენობა ყველაზე მეტია და ის კლინიკები, რომლებიც „კოვიდის“ მართვის პროცესში უნდა ჩაერთონ, დიდი ხანია, განსაზღვრულია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, საწოლების მობილიზების მიზნით, კიდევ ორ კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - მარშალპრეს.ჯი
პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის მართვის კუთხით, ამჟამად საქართველოში სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერ კლინიკას შეუძლია კორონავირუსის მკურნალობაში გამოცდილი სპეციალისტი მიიწვიოს და მისი რესურსი გამოიყენოს.
15.10.2020
Link: 15.10.2020 - აქცენტ.ქომ.ჯი
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში მის მიერ დაფიქსირებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს. კერძოდ, როგორც ტატიშვილი ყვება, 8 ოქტომბერს მას კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც სიმპტომები იმავე საღამოს გამოუვლინდა და კორონავირუსული ინფექციაც დაუდასტურდა.
16 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
16.10.2020
Link: 16.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა. ამის შესახებ მან სოფო ზურებიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ქალბატონის გადარჩენის შანსი, კლინიკაში რომ ყოფილიყო ის მოთავსებული, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ღია ეთერში სამედიცინო შემთხვევების განხილვის მომხრე არ არის.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხას აქვეყნებს. ჯგუფები, რომელიც ჯანმოს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული გრიპის ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრა შემდეგია:
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ვირუსის სწრაფი გავრცელების პრევენციაა. დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარს, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - პია.ჯი
დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამწუხაროდ, უკვე ქვეყანაში კარგა ხანი აღარ გვექნება 20-50-100-კაციანი სუფრები. გამყრელიძე “TV პირველის” ეთერში, გადაცემა "პირველი ხაზისთვის" მიცემულ ინტერვიუში რესტორნების მფლობელებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველასი ესმის, თუმცა მხოლოდ 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანები რესტორანში წავიდნენ.
16.10.2020
Link: 16.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
2020–2021 წლების სეზონისთვის ჯანმოს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული გრიპის ვითარების გათვალისწინებით განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფები.