| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 1-2 აგვისტო მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.08.2020 06:49 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
1 აგვისტო
ტელევიზია
01.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 01.08.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, საგამოცდო ოთახებში აპლიკანტებისთვის სამუშაო მაგიდები შესაბამისი დისტანციის დაცვით განალაგეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს მუშაობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება აქვთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აუდიტორიაში გაგრილების სისტემის ჩართვა გახდება აუცილებელი, მათ პირბადე უნდა გაიკეთონ. საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ბათუმში. ორივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდა, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რჩევებით დადგინდა. საერთო სამაგისტრო გამოცდებს ბათუმში 1300-ზე მეტი მსურველი აბარებს. პროცესი დღეს დაიწყო და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
01.08.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 01.08.2020 - კავკასია - დღეს 19:00
დღეიდან სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგამოცდო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით მიმდინარეობს. წელს გამოცდაზე მხოლოდ ერთი ტიპის ტესტია ჩასაბარებელი. მაგისტრატობის მსურველები სპეციალიზაციის გამოცდას უკვე უნივერსიტეტში ჩააბარებენ. გამოცდები 4 აგვისტომდე გაგრძელდება.
01.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - რეალური სივრცე 18:30
Link: 01.08.2020 - I არხი - რეალური სივრცე 18:30
მაერტიდან მოყოლებული ჩვენ ყველამ სახვანაირად დავიწყეთ ცხოვრება. ყველა ჩვენგანუს ცხოვრების სტილი ეტაპობრივად და რადიკალურად შეიცვალა. ჯერ სახლებში გამოვიკეტეთ, ნელ-ნელა გაჭირდა ტრანსპორტი, საწარმოების ნაწილი, შეწყდა ფრენები საზღვარგარეთ. დადგა დრო, როდესაც შეგვეძლო სახლის დატოვება და როდესაც არ შეგვეძლო. დღეს ამ სტუდიაში განათლების სისტემაზე სასაბუროდ შევიკრიბეთ და იმის გამორკვევას ვეცდებით, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა ამ მიმართულებით. "სამუშაო ბაზრის ანალიზი და მოთხოვნის შეფასება, რომ ეკონომიკის მხრიდან რა სპეციალობებზეა მოთხოვნა, რაც, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს განათლების სამინისტრომ." (ვიდეო 2. 44:30)
01.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 01.08.2020 - I არხი - მოამბე 21:00
უკვე თითქმის ერთი კვირაა ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ ციფრიან ნიშნულს არ ცდება. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან, სამივე იმპორტირებულია. „კოვიდ-19“-ი საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულ მძღოლებს დაუდასტურდათ, რომლებსაც მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ეპიდ-სიტუაცია არ გართულებულა არც ჩაკეტილ ზონაში, გაჩიანის დასახლების მცხოვრებლებს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გატანა უკვე თავადაც შეუძლიათ, თუმცა კარანტინის ზონად გამოცხადებული ყარაჯალარის დატოვებას მხოლოდ ის პირი შეძლებს, რომლის ტესტირების პასუხიც „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი იქნება. მზარდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. საავადმყოფოებიდან დღეს გაწერილ შვიდ პაციენტს, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განკურნებული შეემატა. ქალბატონს, რომელიც ბათუმის კლინიკაში თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, ვირუსი აღარ უდასტურდება.
01.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 01.08.2020 - I არხი - მოამბე 21:00
მიგრანტთა დახმარების პროგრამას მესამე სექტორისგან მთლიანად სახელმწიფო იბარებს. პროექტი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა გადამზადება სხვადასხვა სპეციალობაში, მიზნობრივი გრანტების გაცემა მცირე ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად, ასევე სამედიცინო სერვისების და დროებითი საცხოვრებელი ფართების შეთავაზება. ახალი სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
2 აგვისტო
ტელევიზია
02.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 02.08.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადაიბარეს. ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და კონსულტაციების შედეგად, მისი მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა გადაწყდება. ამ დროისთვის ქვეყანაში 1 177 დადასტურებული შემთხვევაა. განკურნებულია 955 ადამიანი.
02.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 02.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6969, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 285 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. 2. ბაზრობები ისევ ცხელ წერტილად რჩება, შესაბამისად, ლილოსა და დინამოს შემდეგ, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ტესტირება ელიავას ბაზრობაზეც იწყება. გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო.
02.08.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 02.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
1. 6 ინფიცირებული და 8 გამოჯანმრთელებული ასეთია დღეს კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქართველოში. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 955-ს შეადგენს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ბრალდებულ პირს ე.წ ცხელების კლინიკაში დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიცენციური სამსახური ავრცელებს.ინფიცირებული პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია,ამასთან უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.რაც შეეხება აჭარას, დღეს ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა, კლინიკა დატოვა გუშინ გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაბამისად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 16 მოქალაქე აგრძელებს.
02.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 02.08.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ბაზრობები ისევ ცხელ წერტილად რჩება, შესაბამისად, ლილოსა და დინამოს შემდეგ, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ტესტირება ელიავას ბაზრობაზეც იწყება. გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო. ელიავას ბაზრობა 1 ივლისს გაიხსნა.
02.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 02.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა სრულდება. სპეციალისტებმა ხუთი დღის განმავლობაში 5 000-მდე ნიმუში განოიკვლიეს. ლილოსა და დინამოს შემდეგ, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ტესტირება ელიავას ბაზრობაზეც დაიწყო. როგორც დირექციაში აცხადებენ, დასაქმებულები ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ პოზიტიურად შეხვდნენ.
02.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 02.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
11. ლილოს და დინამოს ბაზრობების შემდეგ, ეპიდემიოლოგებმა ტესტირება ელიავას ბაზრობაზე დაიწყეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 3 დღის განმვალობაში ისინი ამ ობიექტზე დასაქმებულ 500 მოქალაქეს გამოიკვლევენ. ტესტირება დღის წესრიგშიმას შემდეგ დადგა, რაც დედაქალაქში მდებარე ბაზრობებზე კორონავირუსის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოვაჭრეები უფასო ტესტირებით კმაყოფილები არიან. მათი თქმით, პრევენციისთვის ტესტირება საუკეთესო შესაძლებლობაა. "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თეა ჩუბინიძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ახლა აქტიური სეზონია, ამიტომ ტესტირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. "შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ 500 ადამიანი. ლუგარის ლაბორატორიაში გავგზავნით ტესტებს და იმედი გვაქს, რომ შედეგები იქნება კარგი,"- განაცხადა თეა ჩუბინიძემ. 12. ბრალდებულს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
02.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 02.08.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 1 177 დადასტურებული შემთხვევაა. განკურნებულია 955 ადამიანი. კორონა ვირუსის შედეგად საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია იმ მედპერსონალის შვილი, რომელსაც ახალი კორონავირუსი სამი დღის წინ დაუფიქსირდა. ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირებული ბავშვის კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს და ადგილზე მოსახლეობას „პისიარ ტესტები“ უტარდებათ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაბანში ეპიდსიტუაცია ამ დროისთვის ნორმალურია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, კვლავ ჩაკეტილია სოფელი ყარაჯალარი, სადაც ტესტირება დამატებით ყველა იმ პირს უტარდება, რომელთაც ადგილობრივი პროდუქტის სოფლიდან გამოტანა და რეალიზება სურთ. (2) დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი 28 ივლისს დააკავეს, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს „ცხელების კლინიკაში“.
02.08.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 02.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
1. კორონავირუსზე კვლევები ბათუმში ბაზრობებზე დასაქმებულებსაც ჩაუტარდებათ,თუმცა როდის ჯერ არ იციან. დღეიდან ტესტირება დაიწყო ე.წ ელიავას ბაზრობაზე. კოვიდ-19-ზე „პისიარ“ ტესტი ბაზრობის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება. ხარჯებს ადმინისტრაცია ფარავს. ეპიდემიოლოგებისთვის ორი ოთახია გამოყოფილი, ახალ კორონავირუსზე დღის განმავლობაში დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. 2. 6 ინფიცირებული და 8 გამოჯანმრთელებული ასეთია დღეს კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქართველოში. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 955-ს შეადგენს.
02.08.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 02.08.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ბაზრობები ისევ ცხელ წერტილად რჩება, შესაბამისად, ლილოსა და დინამოს შემდეგ, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ტესტირება ელიავას ბაზრობაზეც იწყება. გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო. ელიავას ბაზრობა 1 ივლისს გაიხსნა.
02.08.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 18:00
Link: 02.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00
ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა სრულდება. სპეციალისტებმა ხუთი დღის განმავლობაში 5 000-მდე ნიმუში განოიკვლიეს. ლილოსა და დინამოს შემდეგ, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ტესტირება ელიავას ბაზრობაზეც დაიწყო. როგორც დირექციაში აცხადებენ, დასაქმებულები ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ პოზიტიურად შეხვდნენ.
02.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 02.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
13. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 6-დან 3 იმპორტირებულია, 2-ინფიცირებულთან კონტაქია. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია - 1,177 ადამიანი, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 955 პაციენტი. გარდაცვლილია - 17 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება - 6,969 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 285. სოფელ ყარაჯალარიდან, სადაც ამ დროისვის 37 ინფიცირეულია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს უფლება მისცა ბაზარში სარეალიზაციოდ პროდუქტი გაიტანონ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, გამოიყო 10 სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც პროდუქციის გატანა განხორციელდება.
02.08.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 02.08.2020 - I არხი - მოამბე 18:00
1. საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 1 177 დადასტურებული შემთხვევაა. განკურნებულია 955 ადამიანი. კანატინში 6969. კორონა ვირუსის შედეგად საქართველოში 17 ადამიანია გარდაცვლილი. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია იმ მედპერსონალის შვილი, რომელსაც ახალი კორონავირუსი სამი დღის წინ დაუფიქსირდა. ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირებული ბავშვის კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს და ადგილზე მოსახლეობას „პისიარ ტესტები“ უტარდებათ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაბანში ეპიდსიტუაცია ამ დროისთვის ნორმალურია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, კვლავ ჩაკეტილია სოფელი ყარაჯალარი, სადაც ტესტირება დამატებით ყველა იმ პირს უტარდება, რომელთაც ადგილობრივი პროდუქტის სოფლიდან გამოტანა და რეალიზება სურთ.
02.08.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 02.08.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
6 ინფიცირებული და 8 გამოჯანმრთელებული ასეთია დღეს კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქართველოში. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 177 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 955-ს შეადგენს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ბრალდებულ პირს ე.წ ცხელების კლინიკაში დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიცენციური სამსახური ავრცელებს.ინფიცირებული პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია,ამასთან უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.რაც შეეხება აჭარას, დღეს ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა, კლინიკა დატოვა გუშინ გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაბამისად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 16 მოქალაქე აგრძელებს. 8. კორონავირუსზე კვლევები ბათუმში ბაზრობებზე დასაქმებულებსაც ჩაუტარდებათ,თუმცა როდის ჯერ არ იციან. დღეიდან ტესტირება დაიწყო ე.წ ელიავას ბაზრობაზე.
02.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 02.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
11 დღიანი იზოლაციის შემდეგ, ყარაჯალარის მკვიდრებს სოფლის ტერიტორიის დატოვების უფლება დღეს პირველად მისცეს. მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის თბილისში რეალიზაციის სურვილით გარდაბნის მერიას თავად მიმართა. დღეიდან ისინი სოფელში არსებული საკარანტინო სივრცის დატოვებას, საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურად შეძლებენ, თუმცა ტერიტორიიდან გამოსვლამდე ტესტირებას ჩაიტარებენ, თუ მათ გადაადგილებას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი ამ დრომდე ცხელ კერად რჩება. სოფელ ყარაჯალარში 37 დადასტურებული შემთხვევაა, მუნიციპალიტეტში კი ინფიცირებულების საერთო მაჩვენებელი 61-ია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გარდაბანში 850-მდე ტესტირება ჩატარდა და 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
02.08.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 02.08.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
COVID-19 ახალ ვირუსულ კალენდარს ქმნის. შესაძლოა, მეორე ტალღა ვირუსული ინფექციების სეზონის დადგომამდე დაიწყოს. ინფიცირების შემთხვევების მატებას სპეციალისტები ეპიდაფეთქებად აფასებენ. მეორე ტალღამდე ზღვარს კი, მხოლოდ შემაკავებელ ღონისძიებებში ხედავენ. აღნიშნული ეპიდსიტუაციის პირობებში მეორე ტალღის არსებობას ფაქტობრივად გამორიცხავს ინფექციონისტების ნაწილი, ვირუსის გავრცელების გაზრდილ სტატისტიკას კი, საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფით ხსნის. სპეციალისტები ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებლებში ახალგაზრდების ფაქტორსაც ხედავენ. ახალგაზრდა პოპულაციის როლს ეპიდემიოლოგიური სურათის შექმნაში ლოგიკურად, თუმცა დოკუმენტალურად დაუდასტურებლად მიიჩნევს ინფექციონისტების ერთი ჯგუფი.
1 აგვისტო
ინტერნეტ სააგენტო
01.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.08.2020 - პია.ჯი
დღეიდან საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. სამაგისტრო გამოცდებზე 12 600-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული. წელს გამოცდაზე მხოლოდ 1 ტიპის ტესტია ჩასაბარებელი, რაც საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემას მოხსნის. მაგისტრობის მსურველები შემდეგ გამოცდას სპეციალობაში უკვე უნივერსიტეტებში ჩააბარებენ. საერთო სამაგისტრო გამოცდები ქვეყანაში 4 აგვისტომდე გაგრძელდება.
01.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.08.2020 - კვირა.ჯი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში covid-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სამინისტრომ ,,რეგიონულ კვირას” განუცხადა, ინფიცირებული მძღოლია. იგი ამ დროისთვის ბათუმის ცხელების კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა. ცნობისთვის, აჭარაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.
01.08.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 01.08.2020 - ბიეფემ.ჯი
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, ხოლო სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.
01.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.08.2020 - კომერსანტ.ჯი
ჩემი პროგნოზებით მომავალი წლის ზაფხულისთვის მოგვეშვება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. პაატა იმნაძის ვარაუდით, ზამთარში კორონავირუსი კვლავ გაძლიერდება, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა ექნება. „სამწუხაროდ, ზამთარში კორონა, ალბათ, მძლავრად იქნება. მთავარია ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არ გახდეს ავად და მაქსიმალურად დავიცვათ თავი. ელემენტარული რაღაცები დავიცვათ, რომ ეს ზაფხული კარგა გავიაროთ - ნიღაბი, დისტანცია.
01.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულებიც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაყვანილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
01.08.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.08.2020 - ინფო9
გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
01.08.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.08.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მისი აზრით, კორონავირუსი 2021 წლის ზაფხულისთვის დამარცხებული იქნება. „ჩემი პროგნოზით, მომავალი ზაფხულისთვის კორონა მოგვეშვება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, ამ განწყობის ჩამოყალიბებას კი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული დეზინფორმაცია უწყობს ხელს. პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მესამედს საკარანტინო სივრცეებში მყოფი პაცინტები შეადგენენ, რომლებიც, იზოლაციის დამსახურებით, ვირუსის გამავრცელებლები არ არიან.
01.08.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 01.08.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 1 აგვისტოსთვის საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ის ვებგვერდზე განახლდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ყველა ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
01.08.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 01.08.2020 - პროგრესნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6588 მოქალაქე იმყოფება
01.08.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 01.08.2020 - რეპორტიორი.ჯი
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947- ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
01.08.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 01.08.2020 - ამბები.ჯი
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს.კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი.
01.08.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 01.08.2020 - ამბები.ჯი
ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულებიც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაყვანილები.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
01.08.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 01.08.2020 - ფორ.ჯი
გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს და შემდეგ ეს იწვევს სწორედ იმას, რომ, გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა არაა საკმარისი. შესაბამისად, გვიწევს ხოლმე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ მთავრობას“ - განაცხადა პაატა იმნაძემ. საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 323 ადამიანი.
01.08.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 01.08.2020 - ფორ.ჯი
ჩემი პროგნოზებით მომავალი წლის ზაფხულისთვის მოგვეშვება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. პაატა იმნაძის ვარაუდით, ზამთარში კორონავირუსი კვლავ გაძლიერდება, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა ექნება. „სამწუხაროდ, ზამთარში კორონა, ალბათ, მძლავრად იქნება. მთავარია ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არ გახდეს ავად და მაქსიმალურად დავიცვათ თავი.
01.08.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 01.08.2020 - ბათუმელები.ჯი
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში აგრძელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 1001 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. პირველი აგვისტოს მონაცემებით რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში 17 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. დღეისათვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 41 131 პირს. პირველი აგვისტოს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2 623 პირი.
01.08.2020
მედია საშუალებები: ინფორუსთავი.ჯი
Link: 01.08.2020 - ინფორუსთავი.ჯი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. „ამ ეტაპისთვის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. სავარაუდოდ, სწავლა განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად, საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სისტემით განვახორციელოთ სწავლა საქართველოში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
01.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპრეს.ჯი
Link: 01.08.2020 - ნიუპრეს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვირუსის გამოვლენა და სიმძიმე მეტ-ნაკლებად დაკლებულია. მისი თქმით, შესაძლოა, ვირუსმა შემოდგომაზე ხასიათი შეიცვალოს. „რაც შეეხება კლინიკურ სიმძიმეს, ვირუსი, რა თქმა უნდა, თავის ხასიათს იცვლის. მას აქვს სხვადასხვანაირი გამოვლინება. მისი სიმძიმე დღეს მეტ-ნაკლებად დაკლებულია.
01.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 841-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 749 -ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 29 557 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 535 ადამიანი კი ამჟამად მკურნალობს.
01.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.08.2020 - კვირა.ჯი
სომხეთში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში რესპუბლიკაში 38 841 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 749 ლეტალური შემთხვევაა. ასევე, კლინიკებიდან 29 557 პირია გაწერილი, მკურნალობას 8 307 ადამიანი აგრძელებს. სომხეთში 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.
01.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 01.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბაზრობებზე კორონავირუსის ფართომაშტაბიანი კვლევა მიმდინარეობს. ჩატარებული სამუშაოები კი იძლევა იმის თქმით საფუძველს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. „ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4300-მდე ადამიანია გამოკვლეული.
01.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 01.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, საქართველო მეორე ტალღისათვის მზადაა. „კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული. თუმცა იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ. ამ სეზონზე, დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს. მოგეხსენებათ, კოვიდის ვაქცინა ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
01.08.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 01.08.2020 - 2020ნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეისთვის სრულად კონტროლირებადია. არავითარი პანიკის ან განგაშის საფუძველი არ არსებობს. დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამივე იმპორტირებულია. ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლები არიან. რა თქმა უნდა, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს,“ – აღნიშნა გამყრელიძემ. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბაზრობებზე კორონავირუსის ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება.
01.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.08.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეისთვის სრულად კონტროლირებადია. არავითარი პანიკის ან განგაშის საფუძველი არ არსებობს. დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამივე იმპორტირებულია. ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლები არიან. რა თქმა უნდა, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს,“ – აღნიშნა გამყრელიძემ. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბაზრობებზე კორონავირუსის ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება.
01.08.2020
მედია საშუალებები: სივილ.ჯი
Link: 01.08.2020 - სივილ.ჯი
2 აგვისტო, კვირა 10:30 – დადასტურებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა, კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 1 177-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 955 გახდა. 1 აგვისტო, შაბათი 10:15 – დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 1 171-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 947 გახდა. ამჟამად, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 207-ია.
2 აგვისტო
ინტერნეტ სააგენტო
02.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 02.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია - დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი.
02.08.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 02.08.2020 - პუბლიკა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის დღეს დაფიქსირებულ სემთხვევებზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, 1 უკავშირდება ე.წ. „გაჩიანის კლასტერს“, 1 – წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და 1 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
02.08.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 02.08.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ე.წ. შერჩევითი შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ლილოს ბაზრობაზე ტესტირების ჩატარება სრულდება, სადაც დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში იქნება გამოკვლეული. „იცით, რომ ჩვენ გაფართოებულ ტესტირებას ვაწარმოებთ.
02.08.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 02.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე ე.წ. შერჩევითი შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე ტესტირება იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელიძემ აღნიშნა, "ლილოს ბაზრობაზე" დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში გამოიკვლიეს. „იცით, რომ ჩვენ გაფართოებულ ტესტირებას ვაწარმოებთ. დღეს დამთავრდება "ლილოს ბაზრობის" ტესტირება, სადაც დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში იქნება გამოკვლეული.
02.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 02.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat სქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. ავტორიტეტულ გამოცემას წარსულში არაერთი საქმე გამოუძიებია. ამჯერად ისინი წერენ იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთან დაკავშირებულ პირებს და მმართველი პარტიის შემომწირველებს კონტრაქტები უკონკურენტოდ გაუფორმეს.
02.08.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 02.08.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია - დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი.
02.08.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 02.08.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსზე კვლევები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება სხვა ბაზრობებზეც. „ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4 300-მდე ადამიანია გამოკვლეული. დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული. ჯერჯერობით, დინამოს ბაზრობაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
02.08.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 02.08.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია - დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი.
02.08.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 02.08.2020 - კომერსანტ.ჯი
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, ხოლო სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, პანდემიის გამო დაზარალდნენ, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციიით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს.
02.08.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 02.08.2020 - ფრანთნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე ე.წ. შერჩევითი შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე ტესტირება იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელიძემ აღნიშნა, "ლილოს ბაზრობაზე" დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში გამოიკვლიეს. „იცით, რომ ჩვენ გაფართოებულ ტესტირებას ვაწარმოებთ. დღეს დამთავრდება "ლილოს ბაზრობის" ტესტირება, სადაც დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში იქნება გამოკვლეული. გუშინდელი რიცხვით იყო დაახლოებით 4300 ნიმუში გამოკვლეული.
02.08.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 02.08.2020 - 2020ნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსზე კვლევები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება სხვა ბაზრობებზეც. „ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4 300-მდე ადამიანია გამოკვლეული. დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული. ჯერჯერობით, დინამოს ბაზრობაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
02.08.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 02.08.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე ე.წ. შერჩევითი შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე ტესტირება იწყება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, "ლილოს ბაზრობაზე" დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში გამოიკვლიეს. „იცით, რომ ჩვენ გაფართოებულ ტესტირებას ვაწარმოებთ. დღეს დამთავრდება "ლილოს ბაზრობის" ტესტირება, სადაც დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში იქნება გამოკვლეული.
02.08.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 02.08.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. როგორც გამყრელიძემ განცხადა, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია - დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი.
02.08.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 02.08.2020 - ინფო9
იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს. „კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული.
02.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.08.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსზე კვლევები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება სხვა ბაზრობებზეც. „ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4 300-მდე ადამიანია გამოკვლეული. დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული. ჯერჯერობით, დინამოს ბაზრობაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
02.08.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 02.08.2020 - ამბები.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის "კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. "დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია - დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი. 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია.
02.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.08.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე თქმით, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
02.08.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 02.08.2020 - 2020ნიუს.ჯი
უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. პირველი აგვისტოდან ამოქმედებული ახალი კლასიფიკაცია ადგენს ე.წ. მწვანე და წითელ ზონაში მყოფ ქვეყნებს. „წითელ ზონაში“ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს. ასევე ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღეში 30%-ით გაიზარდა. ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, 31 ივლისის მონაცემებით, „მწვანე ზონაში“ ხვდება შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვენია, ეგვიპტე და იტალია.
02.08.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 02.08.2020 - ფორ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგები დღეიდან ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობენ. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადმინისტრაციის შენობაში ეპიდემიოლოგებისთვის ორი ოთახია გამოყოფილი, სადაც ბაზრობაზე დასაქმებული პირებისთვის ახალ კორონავირუსზე ნიმუშების აღება მოხდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და „პისიარ“ ტექნოლოგიით შემოწმდება.
02.08.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 02.08.2020 - ფორ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული შემთხვევაა. ამასთან, როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი.
02.08.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 02.08.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული შემთხვევაა. ამასთან, როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი.
02.08.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 02.08.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 955-ს გაუტოლდა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში 6969 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285. საქართველოში კორონავირუსს ჯამში 17 პაციენტი ესხვეპლა.
02.08.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 02.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი
უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. „წითელ ზონაში“ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს. ასევე ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღეში 30%-ით გაიზარდა. უცხოელები, რომლებიც ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩადიან, 14 დღიანი იზოლაციის პერიოდი უნდა გაიარონ ან ერთი დღე-ღამის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი ჩაიტარონ
02.08.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.08.2020 - კვირა.ჯი
უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. პირველი აგვისტოდან ამოქმედებული ახალი კლასიფიკაცია ე.წ. მწვანე და წითელ ზონაში მყოფ ქვეყნებს ადგენს. „წითელ ზონაში“ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს. ასევე ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღეში 30%-ით გაიზარდა.
02.08.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 02.08.2020 - ინფო9
უკრაინამ მის ტერიტორიაზე შემსვლელი საკუთარი მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის ახალი წესები აამოქმედა - საქართველო ე.წ. „წითელი“ ზონის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. კონკრეტულად კი, უკრაინაში პირველი აგვისტოდან „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების კლასიფიცირების ახალი სისტემა ამოქმედდა. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამიერიდან უკრაინა „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში სვამს იმ სახლმწიფოებს, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს, ან თუ გასული 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება.