From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tatia Tsereteli <tatsereteli@moh.gov.ge>; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Subject : ჯანმოს ჰუმანიტარული დახმარება
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Guram Giorgobiani <ggiorgobiani@moh.gov.ge>
Received On : 20.07.2020 17:55

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას კორონავირუსთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ სამინისტროსთვის მოწოდებულ იქნა  პირადი დაცვის საშუალებები.

 

ტვირთის მოცულობა დაახლოებით 15 ტონა (14,659 კგ), სახეობები:

1.      1,081,000 ქირურგიული 3-შრიანი ნიღაბი

2.      30,000 ხალათი

3.      13,200 გაგლის სათვალე

4.      5,000 სახის ფარი

5.      328,000 N95 რესპირატორი

 

ტვირთის გადმოცემის ცერემონიალი დაგეგმილია 24 ივლისს, 17:00 საათზე, ექსო-ჯორჯიას დროებითი საწყობის ტერიტორიაზე.

 

პრეს-რელიზისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ითხოვს ტვირთის განაწილების გეგმას. ხელმძღვანელობის მითითების თანახმად, ტვირთი გადაეცემა სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ საანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

 

NCDC-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პირადი დაცვის საშუალებები ნაწილდება ლუგარის ლაბორატორიაზე, დკსჯ ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიასა და ეპიდემიოლოგებზე, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით.

 

NCDC-ის მიერ ზემოაღნიშნული PPE-ების დღიური ხარჯვა დაახლოებით ასეთია:

1.      ხალათი  - 450 ცალი

2.      ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი - 450 ცალი

3.      რესპირატორი (N95 / FFP2) – 250 ცალი

4.      სათვალე  - 20 ცალი

5.      სახის დამცავი ფარი  - 20 ცალი

 

სსიპ საანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან პირადი დაცვის საშუალებები ნაწილდება 4200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე.

 

საშუალოდ, დღიური ხარჯვა ასეთია:

1.      ხალათი  - 15 000 ცალი

2.      ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი - 18 000

3.      რესპირატორი (N95 / FFP2) – 770 ცალი

4.      სათვალე  - 100 ცალი

5.      სახის დამცავი ფარი  - 200 ცალი

 

განაწილების აღნიშნულ სქემაზე დაყრდნობით, ჩემი გათვლებით, ჯანმოს/ევროკავშირის ტვირთი რაოდენობრივად გადანაწილდება შემდეგ პერიოდზე:

1.      1,081,000 ქირურგიული 3-შრიანი ნიღაბი - 2 თვე

2.      30,000 ხალათი - 2 დღე

3.      13,200 გაგლის სათვალე - 4 თვე

4.      5,000 სახის ფარი -1,5 თვე

5.      328,000 N95 რესპირატორი - 10 თვე

 

პატივისცემით,

 

მაიკო