| From : | Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge> |
| To : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge> |
| Subject : | შესყიდვები |
| Cc : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.10.2020 10:54 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც იცით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შრომის ინსპექტორთა რაოდენობა გაიზარდა 40 ერთეულიდან 100-მდე. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად საჭირო გახდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაზრდა.
ვინაიდან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ფინანსდება „შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N668 დადგენილების საფუძველზე, ხოლო ამ დადგენილებით განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტს შეუძლია „საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის სრულფასოვანი ფუნქციონირების მიზნით, თარგმნის მომსახურების, ავტომობილების, მზომი ხელსაწყოების, სპეცტანსაცმლისა და სპეცფეხსაცმლის, კომპიუტერული მოწყობილობების, სხვა შესაბამისი აღჭურვილობის, საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა, გთხოვთ გვაცნობოთ რამდენად არის შესაძლებელი ამ ჩანაწერის შესაბამისად მოხდეს ავეჯის შესყიდვა და დეპარტამენტის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში შესყიდული ავეჯის გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირსთვის (შესაძლოა ავეჯის მიღების დროს დეპარატმენტი უკვე გარდაქმნილი იყოს სსიპ-ად).
ამასთანავე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოთ ინსპექტორთა საჭიროებისთვის თუ შესაძლებელია ადმინისტრაციული სტაფისთვისაც მოხდეს გარკვეული ავეჯის/ინვენტარის შეძენა?
გთხოვთ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ თქვენი პოზიციის შესახებ.
პატივისცემით
ბექა ფერაძე / Beka Peradze
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის. 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144
ტელ. +995 (032) 251 00 11 (14 22)
მობ.: +995 (577) 50 66 50