From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : სასწრაფოდ! ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიისს/პ ცენტრი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 18.08.2020 14:22

სასწრაფოდ!

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

შეგახსენებთ, რომ ა.წ. 20 აგვისტოდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი (შემდგომში ცენტრი), უკიდურესად მძიმე, კრიტიკული მდგომარეობისა და სანებართვო პირობების არქონის გამო, დროებით აჩერებს COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღებას. ამის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობა ადრე არაერთგზის იყო გაფრთხილებული.

 

ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ცენტრი დროებით გააგრძელებს ამბულატორიული აივ/შიდსით ავადმყოფების მომსახურებას, თუმცა თუ ცენტრში სიტუაცია არ გამოსწორდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით შევწყვიტოთ მათი მიღებაც, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.

 

ამ ეტაპზე ცენტრი ჩვეულებრივ აგრძელებს სხვა ინფექციებით, მათ შორის ყირიმ-კონგოს ცხელებით, ჯილეხით, ნეიროინფექციებით, ვირუსული ჰეპატიტებით, ნაწლავთა ინფექციებით და სხვა ავადმყოფების მიღებას.

 

გთხოვთ, მისცეთ მითითება შესაბამის სამსახურებს (სასწრაფო დახმარება, კატასტროფის მედიცინა და სხვ.) ა.წ. 20 აგვისტოდან არ მოიყვანონ ცენტრში COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფები, რათა არ შეიქმნას უხერხული და კონფლიქტური სიტუაციები და არ დაზარალდეს პაციენტის ინტერესი.

 

გთხოვთ აგრეთვე გვაცნობოთ, თუ რომელი კლინიკა/კლინიკები შეარჩიეთ აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიმღებად  და გვაცნობოთ, რათა დავაკვალიანოთ აივ/შიდსით ავადმყოფები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე