From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : სასწრაფო!
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 15.08.2020 17:18

 

სასწრაფო!

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრს,

ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს

 

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

ა.წ. 12 აგვისტოს წერილობით მოგახსენეთ, რომ ცენტრი იძულებულია ა.წ. 20 აგვისტოდან შეაჩეროს COVID 19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული (და არა ამბულატორიული) ავადმყოფების მიღება, ვინაიდან გადაუდებლად აუცილებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გარეშე ცენტრი ვერ უზრუნველყოფს მათ აუცილებელი სანებართვო პირობებით გათვალისწინებული - ვენტილაციით, ჟანგბადის მიწოდებით, კორპუსების დამიწებით, გამართული კანალიზაციით და სხვ. რის გამოც საფრთხე ექმნება პაციენტების სიცოცხლეს და იქმნება ინფექციის გავრცელების საშიშროება.

 

ამ ეტაპზე ცენტრი დროებით გააგრძელებს  ამბულატორიული აივ/შიდსით ავადმყოფების მიღებას, ვინაიდან მათი მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევს შეუდარებლად უფრო დიდ რყევებს, რადგან მკურნალობის, მოვლის და მედიკამენტების გარეშე დარჩება 3 ათასზე მეტი აივ/შიდსით ავადმყოფი.

 

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მოგმართეთ თხოვნით შეგერჩიათ კლინიკა (ან კლინიკები), რომლებიც მზად იქნებიან აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მისაღებად, მაგრამ ამის თაობაზე სამინისტროდან არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია.

 

გთხოვთ, სასწრაფოდ შეარჩიოთ და გვაცნობოთ, თუ რომელი კლინიკა/კლინიკები შეძლებენ ა.წ. 20 აგვისტოდან აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება სერიოზული გაუგებრობა და პრობლემები.

 

გთხოვთ აგრეთვე, რომ ჩვენს ცენტრთან დაკავშირებით სამინისტროს ხელმძღვანელობამ მასმედიასთან და სოციალურ ქსელებში არ გააკეთონ კომენტარი, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს ცენტრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იძულებულნი ვიქნებით მოვახდინოთ ამ განცხადების დეზავუირება.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე