From : Ilia Tsintsadze <itsintsadze@moh.gov.ge>
To : Ana Gogberashvili <agogberashvili@moh.gov.ge>
Subject : რუხის საუნივერსიტეტო სისტემის ქსელზე მიერთებისთვის მოთხოვნილი საფასური
Cc : Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 10.09.2020 09:02

ანი 2020 წლის 17 სექტემბერს დაგეწერა N 85444 სს. ენერგო-პროს წერილი, სადაც მოთხოვნილია სამინისტროსა და სს-ენერგო-პრო ჯორჯიას შორის 26.06.2019 წლის შეთანხმების საფუძველზე რუხის საინივერსიტეტო კლინიკის ქსელზე მიერთებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა. გთხოვ დეტალურად შეისწავლე აღნიშნული წერილი, მოიძიე ინფორმაცია მათგან ვინც თავის დროზე ამ საკითხთან იყო დაკავშირებული, გაარკვიე გვაქვს თუ არა წერილში მითითებული თანხა გადახდილი და თუ არ გვაქვს გადახდილი დეტალურად გავიაროთ და შევათანხმოთ გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები.

 

გთხოვ, რაც შეიძლება მცირე დროში მოახდინო  ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლა და ყურადღება მიაქციე წერილისა და თანდართული დოკუმენტაციის (შეთანხმება) ვადებს.

 

პატივისცემით,

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამის

კორდინატორი ილია ცინცაძე