| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | პასუხი მოთხოვნილ ინფორმაციაზე |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.08.2020 12:54 |
ამ შინაარსის წერილს ვაგზავნით:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ლიკა წიკლაურს
ქალბატონო ლიკა,
თქვენი 2020 წლის 27 ივლისის №04-15/7372 წერილის პასუხად, გიგზავნით სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში შესულ, მოქალაქე გოჩა ელერჯიას 2020 წლის 1 ივნისის №17147 განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში არსებულ ინფორმაციას.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, დაეწერა სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის 2020 წლის 5 ივნისის №03/7278 წერილით გადმოგზავნილი მოქალაქე გოჩა ელერჯიას განცხადება, რომელიც შეეხებოდა მისი პირადი საქმის შემადგენელი დოკუმენტების მოუძიებლობას.
სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა აღნიშნული საკითხის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2013 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არ მომხდარა ტერიტორიულ ორგანოებში არსებული დოკუმენტაციის სრულად გადმოტანა - გამოთხოვილი იყო, მხოლოდ მოქმედ თანამშრომლთა პირადი საქმეები. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული პერიოდისათვის გოჩა ელერჯია აღარ წარმოადგენდა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს, მისი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სავარაუდოდ, დარჩებოდა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში.
აღნიშნულმა ტერიტორიულმა ორგანომ არაერთხელ შეიცვალა ოფისი, სამსახურს არ გააჩნდა ცალკე არქივის ოთახი, რის გამოც დოკუმენტების ნაწილი დალაგებული იყო დროებით, იმავე შენობის ერთ–ერთ ოთახში. აღნიშნულ შენობაში მალევე დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რის შემდგომაც დოკუმენტების მოძიება ვერ მოხერხდა. 2018 წლის დეკემბერში, ხსენებულმა ტერიტორიულმა ორგანომ, კვლავ შეიცვალა მისამართი, მოხდა ინვენტარისა და დოკუმენტების გადატანა ახალ მისამართზე. ამის შემდგომ, მათში არ აღმოჩნდა სამმართველოს ყოფილ თანამშრომელთა, მათ შორის, გოჩა ელერჯიას პირადი საქმის შემადგენელი დოკუმენტები.
საყურადღებოა, რომ 2018 წელს განხორციელებული ორი სამინისტროს შერწმის საფუძველზე, 2019 წლის 26 აგვისტოს აქტით, ყოფილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საუწყებო არქივში მიღებულ იქნა მთელი რიგი დოკუმენტები, რომელთა შორის იყო ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს მასალები (1992-2018 წ.წ.), მათ შორის, გათავისუფლებულ თანამშრომელთა პირადი საქმეები. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოებული შესწავლით დადგინდა, რომ დაარქივებულ დოკუმენტაციაში ნამდვილად იძებნება გოჩა ელერჯიასთან დაკავშირებული „პირადი საქმე“, რომელშიც საკადრო ბრძანებებიდან წარმოდგენილია, მხოლოდ მისი 2013 წლის 1 მარტის №38-კ გათავისუფლების ბრძანება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი თანამშრომლის, გოჩა ელერჯიას პირადი საქმე (საკადრო ბრძანებები), რომელიც, სავარაუდოდ, ინახებოდა ადგილზე (ტერიტორიულ ორგანოში), არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც მისი მოძიება ვერ მოხერხდა.
აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს უფროსი, აღარ წარმოადგენს სამინისტროში დასაქმებულ პირს, ისევე, როგორც ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული სამინისტროს სისტემაში 2013 წლის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებულ საქმეზე კონკრეტული საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოება არ განხორციელებულა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა რაიმე შესაძლებლობა (მაგალითად, შემოსავლების სამსახურიდან სახელფასო უწყისების ან სხვა ინფორმაციის გამოთხოვის გზით აღნიშნული გარემოების დადასტურება ან სხვა), რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება სამინისტროს მიერ გოჩა ელერჯიას მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, გაცნობებთ, რომ სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, გოჩა ელერჯიას მიმართვის საფუძველზე, 2020 წლის 10 ივლისს, სსიპ-შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა ცნობა გოჩა ელერჯიაზე, 2008-2013 წლებში მიღებული ხელფასების თაობაზე, რომელიც გოჩა ელერჯიას მიერ წარდგენილ იქნა სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2020 წლის 15 ივლისს. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, გაიცა №03/9380 ცნობა, რომლის მიხედვითაც გოჩა ელერჯია 2008 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის ტერიტორიული სამმართველოში.
წარმოდგიდგენთ ხსენებული ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას.
დანართი: 93 ფურცელი.
პატივისცემით,