| From : | Lasha Imerlishvili <limerlishvili@moh.gov.ge> |
| To : | comp2020@spa.gov.ge |
| Subject : | ნებართვის აღება |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.10.2020 06:05 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
მოგახსენებთ იქმნება ბინაზე მართვის ცენტრალიზებული ჯგუფი, რომელიც განთავსდება ერთ ლოკაციაში, დაიყოფა რეგიონალური პრინციპით, და ვერტიკალური მართვის ქვეშ უზრუნველყოფს დისტანციურად, პაციენტების მდგომარეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას დაყოვნების გარეშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს ბინაზე მართვის ცენტრალიზებული ჯგუფისთვის 50 (ორმოცდაათი) ცალი პერსონალური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვას, რაზეც მოთხოვნა გაკეთებული არ გვაქვს. აღნიშნული განაპირობა ქვეყანაში შექმნილმა ეპიდ ვითარებამ, რისი განსაზღვრაც დაგეგმვის ეტაპზე შეუძლებელი იყო. ამასთან, მოგახსენებთ რომ გამარჯვებულ კომპანიასთან აღნიშნული საკითხი დავაზუსტეთ და თქვენი ნებართვის შემთხვევაში მას შეუძლია აღნიშნული რაოდენობის პროდუქციის ჩვენთვის მოწოდება.
ამრიგად, გთხოვთ დაგვთრთოთ ნება შესყიდვა განვახორციელოთ კონსოლიდირებულ ტენდერში CON190000758 გამარჯვებული მიმწოდებელისგან.
პატივისცემით,
ლაშა იმერლიშვილი
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს
მთავარი სპეციალისტი
მობ: +995574475005
ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. N144
Best regards,
Lasha Imerlishvili
Chief Specialist of State Procurement Administration
Mobile: +995574475005
Tbilisi, Akaki Tsereteli ave. N144