From : Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge>
To : sbakhsoliani@stateinspector.ge
Subject : მონაცემთა ბაზებთან წვდომის საკითხი
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
Received On : 28.09.2020 13:28
Attachments :

სალომე მოგესალმებით, 


როგორც შევთანხმდით, გიგზავნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებას. დებულების  

მე-82  მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციები, მათ შორის ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე გამოვყოფდი შემდეგს:

ასევე, დებულების მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის თანახმად, დებულებითა და კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროს კომპეტენციაა მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენება.

დმინისტრაციის ზემოაღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად, სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს ესაჭიროება სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებულ მონაცემთა ბაზებზე წვდომა. მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება შემდეგ საკითხზე - შეგვიძლია თუ არა ზემოაღნიშნული ჩანაწერები მივიჩნიოთ საკმარის სამართლებრივ საფუძვლად მონაცემთა ბაზებზე წვდომისთვის და არის თუ არა საჭირო დამატებითი კონკრეტიზაცია? 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!



პატივისცემით,

თინათინ რამიშვილი

სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი

ადმინისტრაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

მობ.: +995 595 039 023
ელ-ფოსტა: 
tramishvili@moh.gov.ge


moh.gov.ge