| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Received On : | 02.09.2020 09:20 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს,
3 სექტემბერს -11:00 საათზე.
გიგზავნით ინფორმაციას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) ცვლიებები სახელმწიფო პროგრამებში (საყოველთაო N36 დადგენილება, ჯანდაცვის სხვა პროგრამები N674 დადგენილება) , ინფექციების კონტროლთან დაკავშირებით (გთხოვთ იხ. თანდართული განმარტებითი ბარათები);
ბ) ანგარიშის მოსმენა - ,,ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების
შესრულების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 მაისის N01-213/ო ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისის მიერ შესრულებული საქმიანობის თაობაზე. (პროგრამის მიხედვით კომისია
საბოლოო ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ვინაიდან აღნიშნული საკითხი არის ინფორმაცია, უშუალოდ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ჩამონათვალში არ იქნება(ფორმატი არ ითვალისწინებს ინფორმაციის საკითხების ჩამონათვალში შეტანას) თუმცა სხდომაზე უნდა
მოხდეს ინფორმაციის მოსმენა მთავრობის წევრების მხრიდან და სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით მოხდება მისი მოწონება, რითაც შესრულედება დადგენილების მოთხოვნა).
ა) ,,სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი. (2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე ზოონოზური დაავადებების შესახებ მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფისა და მონაცემების მოდელირების მომზადების მიზნით, მომსახურების შესყიდვა)
ბ) ცვლილებები სხვადასხვა დადგენილებებში (სსიპ "ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს" და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციების გაყოფასთან დაკავშირებით):
- „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე