| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Besarion Simonishvili <bsimonishvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.07.2020 06:47 |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
მოგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს,
23 ივლისს - 11:00 საათზე.
ჩვენი ყველა საკითხი მიღებული იქნება
ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, სხდომის დღის წესრიგში საკითხი არ გვექნება.
წარმოგიდგენთ ელექტრონულად მისაღები საკითხების ნუსხას:
ა) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს (კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა);
ბ) „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება (პორტალზე რეგისტრაციის ვადასთან დაკავშირებით);
გ) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ჰაერის კომპრესორისა და საზომი ხელსაწყოების სახელმწიფო შესყიდვა);
დ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სამინისტროს ინფრასტრუქტურაში არსებული სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის (Call recording) მხარდაჭერის ლიცენზიის სახელმწიფო შესყიდვა);
ე) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ცენტრის ახალციხის რაიონული სამსახურისთვის საკანალიზაციო ჭის გაწმენდის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა);
ვ) „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილება (ცენტრალიზებულად შესყიდული ტესტების განაწილება/გაცემა დაევალება ცენტრს; შპს „ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკი“-ს მიერ წარმოდგენილი ხარჯების სუბსიდირებისათვის, გამოყოფილ იქნება არაუმეტეს 502 900 ლარი; „ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის მართვა“ ბიუჯეტი განისაზღვრა 239 000 000 ლარით; და სხვ).
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე