From : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის საკითხები 16.10.
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 16.10.2020 07:27

მოგესალმებით ბატონო გიორგი, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს: 1. ეკონომიკა 44190 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322 დადგ), რომლის მიხედვით, 2020 წლის 25 ოქტომბრიდან აღდგება პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი. ასევე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი. 2. გარემო 44226 - სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განახორციელებს სახელმძღვანელოების სახელმწიფო შესყიდვას. 3. ეკონომიკა 44207 - სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცემა 5 ერთეული ავტომანქანა. 4. განათლება 44228 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას. 5. ეკონომიკა 44206 - სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას. 6. ეკონომიკა 44204 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფ/პ ილია მგელაძეს შორის გაფორმდება უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება. 7. ეკონომიკა 44186 - საქართველოს მთავრობას, შპს „მტკვარი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, 2 წლით გაგრძელდება ჰიდროელექტროსადგურის ექსპლოატაციაში შეყვანის/ოპერირების დაწყების ვადა და იგი განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბრით (მემორანდუმით გათვალისწინებული 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად). 8. ეკონომიკა 44183 - სსიპ - აწარმოე საქართველოში გადაეცემა 7 ერთეული ავტომანქანა. 9. ეკონომიკა 44171 - საქართველოს მთავრობასა და შპს „უნივერსალ ენერჯი კორფორეიშნს“ შორის დაიდება შეთანხმება „ნატანები 3“, „ნატანები 2“ და „ნატანები 1“ ჰიდროელექტროსადგურ(ებ)ის შესახებ 2019 წლის 22 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და გახანგრძლივდება კომპანიისთვის კვლევების განსახორციელებლად მინიჭებული ვადები 5 თვით. 10. მერია 44148 - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის გაზრდას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დასაშვებია, თუ მთელ ამ ობიექტზე გათვალისწინებული იქნება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები. აქვე ზუსტდება, რომ დასახელებული #41 დადგენილება გათვალისწინებულ უნდა იქნეს მთელ ამ ობიექტზე და არა მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც უნდა დაემატოს. ხელმოსაწერია: 1. 44139 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322 დადგ), რომლის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის 19 ოქტომბრიდან გაუქმდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, ხოლო თბილისსა და იმერეთის რეგიონში დაწესდება საქმიანობის საათობრივი შეზღუდვები ცალკეული ტიპის გასართობ დაწესებულებებზე. 2. 44235 - ცვლილება შედის გზათსარგებლობის საფასურის ოდენობასა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებსა და პირობებში. პროექტი მიზნად ისახავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რამდენჯერმე გამოყენების პრევენციასა და გზათსარგებლობის საფასურის ნაწილში ბიუჯეტში გადასახდელი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწას. 3. 44232 - მალხაზ კაკაბაძე გათავისუფლდება შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან. 4. 44150 - ცვლილება შედის ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესში, რაც განპირობებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით კერძოდ, ტერმინი სქესობრივი დანაშაული შესაბამისობაში მოდის განხორციელებულ ცვლილებებთან. 5. 44147 - შპს ,,ენკა რინიუებლზს“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. 6. 44145 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებას - 5 ერთეული ლითონის მილი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, ორი თვის ვადით, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცეს შპს „ერედვი 2008“-ს. 7. 44142 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გუდაურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. 8. 44140 - პროექტის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი - სართიჭალას დაახლოებით 18.4 კმ-იანი (ლოტი I) და სართიჭალა-საგარეჯოს დაახლოებით 16.8 კმ-იანი (ლოტი II) საავტომობილო გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, გამოიყენებს მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებს. 9. 44136 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და „Akkord Industry Construction Investment Corporation“ OJSC-ს შორის 2017 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული №P43405-ICB-CHI-01 ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა ჭიათურაში) №4 ცვლილება. 10. 44134 - შინაგან საქმეთა სამინისტრო და მომსახურების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 11. 44132 - მთავრობასთან თანხმდება, შეთანხმების პროექტი ,,გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის საქმიანობების განხორციელების შესახებ, რა დროსაც გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ მხარდაჭერას”. 12. 44130 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას. 13. 44129 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ვორტექსისა და ცენტრიფუგების სახელმწიფო შესყიდვას. 14. 44127 - სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განახორციელებს საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვას. 15. 44124 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 16. 44123 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 17. 44122 - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და მარაგების სახელმწიფო შესყიდვას. 18. 44120 - საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“ შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას მემორანდუმით გათვალისწინებული ტარიფის უცვლელად დატოვების თაობაზე; გარდა ამისა, დაბრუნდება კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 19. 44118 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას. 20. 44116 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას. 21. 44110 - სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას. 22. 44087 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი დანაყოფის მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფას. 23. 44086 - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2020 წლის 2 მარტის N139 საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების ნაცვლად აქტში მიეთითება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან სსიპ-სათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან სსიპ-ს მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესში. 24. 44085 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს გზის რეაბილიტაცია. 25. 44083 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას. 26. 44082 - „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისათვის აუცილებელი ბარგის მართვის სისტემის შესყიდვისა და მონტაჟის ვადა გახანგრძლივდება და განისაზღვრება, 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. 27. 44080 - ცვლილება შედის სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვით სამსახური საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას განახორციელებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. 28. 44079 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას. 29. 44078 - სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას. 30. 44077 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და “Pfeiffer- EMIT”-ს შორის 2017 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული №UWSCG-USIIP-ICB-REG-03a ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო, მექანიკური და ელექტრო სამუშაოები ზუგდიდში) №3 ცვლილება. 31. 44075 - შპს ,,RMG Gold“-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 20 წლით და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა. 32. 44074 - მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნენსკრას ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით, სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. 33. 44073 - მთავრობასთან თანხმდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის გრანტის შეთანხმება”. თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსგან მიიღებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის განკუთვნილ 281 323.33 პოლონური ზლოტის (63 807.65 ევროს) ოდენობის საქონელს (დანაშაულის ადგილის განათების ნაკრები, გზის ჩასაკეტი ნაკრები დაკბილული ბარიერით, ხელბორკილები, ჰალოგენური ფანარი, ციფრული კამერა და სხვ.). 34. 44068 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს სინჯრების სახელმწიფო შესყიდვას. 35. 44065 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ლაბორატორიული ბურღის სახელმწიფო შესყიდვას. 36. 44064 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის თანხმობის გაცემას, სს „სილქნეტს“ 3 წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში, კანდელაკის ქ.№12-ში მდებარე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული, ამჟამად სს „სილქნეტის“ სასყიდლიან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის სხვენზე არსებული 7კვ.მ ტექნიკური ოთახი და სახურავზე არსებული 1კვ.მ ფართი კავშირგაბმულობის სისტემის განსათავსებლად. ამასთან, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1000 ლარით. პატივისცემით, შორენა Sincerely, Shorena Okropiridze Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia Head of the Legal Drafting Division 144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119 Tel: +995 577 282881 Mail: sokropiridze@moh.gov.ge