| From : | Nino Vardia <nvardia@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; mkimeridze@ssa.gov.ge <'mkimeridze@ssa.gov.ge'>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Ketibakaradze@gmail.com; zviadzviadadze@yahoo.co.uk; tamaz.bestaev@gmail.com; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge> |
| Subject : | მე-15 სპეცკომისიის მასალა |
| Cc : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.09.2020 07:51 |
| Attachments : |
პატივცემულო კომისიის წევრებო,
წარმოგიდგენთ, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის სპეციალური შემადგენლობის 2020 წლის N15 სხდომის მასალას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იგი გაფორმდება მე-15 სხდომის გადაწყვეტილების სახით.
წარმოდგენილია 59 შემთხვევა 139986,04 ლარის სერვისების დაფინანსებაზე. გადაწყვეტილებები დაფიქსირებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331-ე დადგენილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის N01-68/ო ბრძანებით და N2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ შემთხვევებზე:
1. გარდაცვლილი პაციენტი- ქოქოევი შოთა - დაბ . 1942 . გადმოყვანილი ცხინვალიდან . დიაგნოზი: ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე, შოკი დაუზუსტებელი, ოპერაციის შემდგომი სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობები.
მკურნალობის პერიოდი - 18/09/2018-20/09/2018წ. სერვისის მიმწოდებელი - კ. ერისთავის სხ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი.
36-ე დადგენილების ჰოსპიტალიზაციის პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ასანაზღაურებლად წარმოდგენილია 837,5 ლარი :
- I დონის ინტენსიური მკურნალობა - 2 დღე, 16 სთ - 787,5 ლარი,
- II - III დონის ინტენსიური მკურნალობა - 2 სთ - 50 ლარი .
36-ე დადგენილების დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება სულ 640 + 36,67= 676,7 ლარი
- გარდაცვლილი პაციენტი გამისონია აქსენტი - დაბ . 1984 . გადმოყვანილი სოხუმიდან . დიაგნოზი: აივ ინფექცია, ორმხრივი პნევმონია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, ცერებრული კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლზარღვთა მწვავე უკმარისობა.
მკურნალობის პერიოდი-30/01/2019-01/02/2019წ. სერვისის მიმწოდებელი - შპს ჰოსპიტალ სერვისის ქუთაისის ფილიალი.
36-ე დადგენილების ჰოსპიტალიზაციის პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ასანაზღაურებლად წარმოდგენილია 635,48 ლარი :
- I დონის ინტენსიური მკურნალობა - 0,71 დღე (17,04 სთ) - 177,08 ლარი,
- II - III დონის ინტენსიური მკურნალობა- 0,92ს/დ (22,08 სთ) – 458,4 ლარი .
36-ე დადგენილების დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება სულ 170,4+404,8 = 575,2 ლარი.
რომელი რედაქციით განხორციელდეს ამ შემთხვევების დაფინანსება?
- ვარვაროვი მუხამედი, აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი. 39 წლის, (პოლიტრავმა, პოლიორგანული უკმარისობა) N13 სპეც. კომისიის სხდომაზე დაფინანსებულია რეანიმაციული მკურნალობა 15000 ლარით მოთხოვნილი 29671 ლარიდან . ამჯერად, შემოსულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შუამდგომლობა მ. ვარვაროვის დამატებით 35811 ლარით დაფინანსების თხოვნით.
- ნაცვლიშვილი ვალერი, გარდაცვლილი პაციენტი, N13 სპეც. სხდომაზე დაფინანსდა სსიპ ,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“-ს დადებითი დასკვნის საფუძველზე . ასანაზღაურებლად წარმოდგენილი იყო 9430 ლარი. დაფინანსებულია 9275 ლარით, სხვაობამ შეადგინა 155 ლარი. აქედან:
75 ლარი რომელიც შეადგენს სხვაობას II - III დონის ინტენსიური მკურნალობის ( 1დღე, 6 საათი ) წარმოდგენილ ღირებულებას (625 ლარი ძველი ტარიფით) და დღეს მოქმედი ტარიფის შესაბამისად გაცემულ დაფინანსების თანხას ( 550 ლარი) შორის და 80 ლარი-ჰემოტრანსფუზიის ღირებულება.
სერვისის მიმწოდებელი - ზ. ცხაკაიას სახ. დას. საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი ითხოვს აღნიშნული სხვაობის 155 ლარის ანაზღაურებას.
- ტუაევა ინგა, გარდაცვლილი პაციენტი. დაფინანსდა N13 სპეც. სხდომაზე სსიპ ,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“-ს დადებითი დასკვნის საფუძველზე . ასანაზღაურებლად წარმოდგენილი იყო 11990 ლარი (აორტო-კორონარული შუნტირება) . წარმოდგენილი იყო ანგარიშფაქტურა 11990 ლარზე ( აქედან 1072 ლ- ექიმის ჰონორარი). დაფინანსდა 8500 ლარით, დღეს მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
სერვისის მიმწოდებელი- შპს ,,ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრი (წერილი N93323 07/09/2020წ. თან ერთვის სხდომის მასალას) სრულად დაფინანსებას 36-ე დადგენილების 2019 წლის აპრილში მოქმედი ტარიფის ( 9825 ლარი) გათვალისწინებით.
2. შპს აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის 2019 წლის 12 ნოემბრის N2726/1 (სამინისტროში რეგ. N158872 12.11.2019) ადმინისტრაციულ საჩივარი, რომელიც ეხება ვარდიკო ხაშიგისა და ედუარდ ტუიბას მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების (12802.9 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის (5642 ლარი) ანაზღაურების მოთხოვნას. ხსენებული საკითხი შეეხება სასამართლოს 23,05,5017წ. გადაწყვეტილებას, რომლითაც „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილ კომისიას დავალებული ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა.
ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა უკვე ჩატარებული გეგმური სერვისის დაფინანსებას (განხორციელებულს სამინისტროსთან განსაკუთრებული მდგომარეობებით გამოწვეული წინასწარი შეთანხმების გარეშე), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის 331 დადგენილებით განსაზღვრულ პროცედურას განცხადების განხილვისა და დაფინანსების მიღების თაობაზე, კერძოდ:
- მოქალაქე ვარდიკო ხაშიგს, უკვე ჩატარებული გეგმური ოპერაციის დაფინანსებაზე უარი ეთქვა 2016 წლის 13 აპრილის N11 სხდომის გადაწყვეტილებით, რომელიც ეყრდნობოდა 2016 წლის 31 მარტის N10 სხდომაზე, საბიუჯეტო სახსრების ეფეტურად და მიზანმიმართულად ხარჯვის უზრუნველსაყოფად მიღებულ შეთანხმებას...,, კომისიის სპეციალური შემადგენლობის მიერ, განსაკუთრებული მდგომარეობებით გამოწვეული წინასწარი შეთანხმების გარეშე, არ იქნეს დაფინანსებული ისეთი რესურსტევადი გეგმური სერვისები, როგორიცაა მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირების ოპერაციები..."
-მოქალაქე ედუარდ ტუიბას, ასევე ჩატარებული გეგმური მკურნალობის დაფინანსებაზე უარი ეთქვა 2016 წლის 27 აპრილის N12 სხდომაზე, იმავე მიზეზით. სამწუხაროდ, ტექნიკური ხარვეზის გამო, მისი გვარი აღმოჩნდა დაფინანსებულთა სიაში, კომისიის დახურვის შემდეგ, ხარვეზის აღმოჩენისთანავე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას დაუყოვნებლივ ეცნობა, რომ 2016 წლის 27 აპრილის N12 სხდომის 1.11 პუნქტი ედუარდ ტუიბას დაფინანსების თაობაზე, რეალურად არ შეესაბამებოდა სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და იგი აუცილებლად დაექვემდებარებოდა გაუქმებას, რაც განხორციელდა კიდეც 2016 წლის 6 მაისის N13 სხდომაზე, რომლის გადაწყვეტილებითაც გაუქმდა 2016 წლის 27 აპრილის N12 სხდომის 1.11 პუნქტი ედუარდ ტუიბას დაფინანსების თაობაზე.
დამატებით შევნიშნავთ, რომ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან კომისიას გააჩნია მუდმივი კონტაქტი და კლინიკის წარმომადგენლები (კლინიკის საკონტაქტო პირი ალინა ჩხაიძე და საფინანსო სამსახურის თანამშრომელი) მრავალგზის ბრძანდებოდნენ ინფორმირებულნი (სამმართველოს უფროსის ხ. ჩაჩავას მიერ) იმის თაობაზე, რომ გეგმური სერვისები პაციენტებისთვის მიეწოდებინათ მხოლოდ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, კომისია ჩაეყენებინათ საქმის კურსში, რაც მათ მიერ არ გაკეთებულა.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ დღემდე, კომისიას უარი არ უთქვამს არც ერთი სერვისის დაფინანსებაზე, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული და რომლის დაფინანსებაზეც მან აიღო ვალდებულება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის თაობაზე აკად. ო ღუდუშაურის ცენტრი ინფორმირებულია როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით.
პატივისცემით,
ნინო ვარდია
მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზირი 144
e-mail: nvardia@moh.gov.ge
ტელეფონი:
სამსახური: 251 00 41(08-09);
მობილური: 577 27 27 00