| From : | Nino Vardia <nvardia@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; mkimeridze@ssa.gov.ge <'mkimeridze@ssa.gov.ge'>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Ketibakaradze@gmail.com; zviadzviadadze@yahoo.co.uk; tamaz.bestaev@gmail.com; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge> |
| Subject : | მე-14 სპეცკომისიის მასალა |
| Cc : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.08.2020 09:18 |
| Attachments : |
პატივცემულო კომისიის წევრებო,
წარმოგიდგენთ, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის სპეციალური შემადგენლობის 2020 წლის N14 სხდომის მასალას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იგი გაფორმდება მე-14 სხდომის გადაწყვეტილების სახით.
წარმოდგენილია 25 შემთხვევა 86134 ლარის სერვისების დაფინანსებაზე. გადაწყვეტილებები დაფიქსირებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331-ე დადგენილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის N01-68/ო ბრძანებით და N2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
ყურადღებას ვამახვილებთ 2 შემთხვევაზე, რომლებიც ეხება გარდაცვლილი პაციენტებისთვის გაწეული სერვისების ანაზღაურებას. ორივე შემთხვევაზე წარმოდგენილია სსიპ ,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“-ს დადებითი დასკვნა .
1. ტოჩუა ზაურ - დაბ . 1955წ . გადმოყვანილი სოხუმიდან . დიაგნოზი: მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, გულის უკმარისობა დაუზუსტებელი, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, გულის გაჩერება, წინაგულების ფიქბრილაცია და თრთოლვა, ესენციუჰი ჰიპერტენზია . მკურნალობის პერიოდი-16/02/2020-17/027/2020წ. სერვისის მიმწოდებელი - ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა.
ასანაზღაურებლად წარმოდგენილია:
- II - III დონის ინტენსიური მკურნალობა- 0 ს/დ 9 სთ - 901,27 ლარი :
ლარი .
36-ე დადგენილების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება -440 ლარი
2 . ჯიოევი ვლადიმერი - დაბ . 1957წ, გადმოყვანილი ცხინვალიდან , დიაგნოზი : პიოთორაქსი ფისტულის გარეშე . პნევმოთორაქსი დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპოქსიური ენცეფალოპათია, პაროქსიზმული ტაქიკარდია დაუზუსტებელი. ანემია დაუზუსტებელი. ცერებრული შეშუპება, შაქრიანი დიაბეტი, დაუზუსტებელი მრავლობითი გართულებებით, შოკი დაუზუსტებელი მუცლის წინა კედლის აბსცესი, პნევმონია . სერვისის მიმწოდებელი შპს ,, მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ . მკურნალობის პერიოდი - 27/12/2018-02/01/2019 წ.
ასანაზღაურებლად წარმოდგენილია:
- II - III დონის ინტენსიური მკურნალობა- 6 ს/დ 6 სთ - 3375.00ლარი :
ლარი .
36-ე დადგენილების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება -2750 ლარი.
გთხოვთ, ოპერატიულად დააფიქსიროთ თქვენი გადაწყვეტილება.
პატივისცემით,
ნინო ვარდია
მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზირი 144
e-mail: nvardia@moh.gov.ge
ტელეფონი:
სამსახური: 251 00 41(08-09);
მობილური: 577 27 27 00