From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_19.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 19.10.2020 09:35

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 44491 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322 დადგ.). მიმდინარე წლის 19 ოქტომბრიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებით მოხსნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მხოლოდ შიდამუნიციპალური შეზღუდვა, ხოლო საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. შესაბამისად, ტექნიკური დაზუსტება შედის სამართლებრივ აქტში.
  2. გარემო 43701 - ცვლილება შედის „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში.

    პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  3. განათლება 44464 - სსიპ - ქალაქ თბილისის N2 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, ყოველთვიური საიჯარო ქირით 705,55  ლარის ოდენობით, აუქციონის გარეშე, გადაეცემა  ფიზიკურ პირს ლია მარშავას, კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით.
  4. შსს 44527 - სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
  5. ფინანსები 44522 - ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) მომსახურების შესყიდვას, 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  6. განათლება 44463 - სსიპ - ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №43 საჯარო სკოლას, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში ლადო ასათიანის ქუჩა N50 მდებარე უძრავი ქონების ნაწილი, ყოველთვიური საიჯარო ქირით 875 ლარი ლარის ოდენობით, იანვარსა და ივნისში 600  ლარის ოდენობით, 2022 წლის მარტში 820 ლარის ოდენობით, აუქციონის გარეშე, 2022 წლის 16 აპრილამდე გადაეცემა ფიზიკურ პირს ფატიმა მურცხვალაძეს, კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით.
  7. განათლება 44462 - სსიპ - ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლას, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში ქუჩა ჟ. შარტავას N20 მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 01.10.13.014.030) ნაწილი, ყოველთვიური საიჯარო ქირით 736,67 ლარს ლარის ოდენობით, აუქციონის გარეშე, 2022 წლის 08 ოქტომბრამდე გადაეცემა ი/მ ასმათ ცქიტიშვილს, კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით.
  8. განათლება 44461 - სსიპ - ქალაქ თბილისის N140 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, სკოლასა და მოიჯარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური საიჯარო ქირით, აუქციონის გარეშე, გადაეცემა სარგებლობაში ზოგიერთ პირს, კვების ობიექტის (ბუფეტის), ქორეოგრაფიული სტუდიისა და კარატეს წრეს ფუნქციონირების მიზნით.
  9. შსს 44405  - სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და მარაგის სახელმწიფო შესყიდვას.
  10. ეკონომიკა 44385 - ცაგერის  მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა   მოიპოვოს 10 000 მ³ სასარგებლო წიაღისეული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.
  11. გარემო 44365 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი – ალგეთის ეროვნული პარკის, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლის, ბირთვისის ბუნების ძეგლისა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმა“.
  12. ეკონომიკა 44335 - საქართველოს მთავრობასა და შპს „მირამაქს ენერჯის“ შორის დაიდება „აჯამეთი ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  13. გარემო 44305 - შპს „იმერეთის აგრო ზონა“, იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის პროექტის განვითარების მიზნით პოტენციური ინვესტორების კვლევისთვის ინტერესთა გამოხატვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  14. თავდაცვა 44293 - თავდაცვის სამინისტრო შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს ელექტრონული შესყიდვის საშუალებით.

ხელმოსაწერია:

  1. 44490 - ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას.
  2. 44489 - ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას.
  3. 44333 - 2018 წლის 14 ნოემბერს ძალაში შევიდა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის 78-ე ცვლილება და აგრეთვე 2020 წლის 05 ნოემბერს 79-ე ცვლილება, რომელიც განაპირობებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესში -ტექნიკური რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების  განხორციელებას. ცვლილების პროექტით აისახება გათვალისწინებული სტანდარტები  და რეკომენდებული პრაქტიკა.
  4. 44313 - ცვლილება შედის შპს „პრაიმ ბეტონი“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში. იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატები.

პატივისცემით,  

ნათია