From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_15.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 15.10.2020 12:22

            მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. იუსტიცია 43986 - სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საკვები პროდუქტების და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით  30,000.00 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  2. ეკონომიკა 43973 - სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 57 261 311 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99,84943%) მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, 3 წლის ვადით გადაეცემა ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს.
  3. მთავრობა 43946 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  4. მთავრობა 43945 - შპს „ჯორჯიან ვენდინგ გრუპი“ გათავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შპს „ჯორჯიან ვენდინგ გრუპს“ შორის 2019 წლის 08 იანვარს დადებული №11 იჯარის ხელშეკრულებით, 2020 წლის 16 მარტიდან 2020 წლის პირველ ივნისამდე პერიოდისათვის გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან.
  5. განათლება 43921 - სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი განახორციელებს საოჯახო ტექნიკის  სახელმწიფო შესყიდვას.
  6. ეკონომიკა 43878 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის „ქართლი 2“ ქარის ელექტროსადგურის შესახებ 2016 წლის 31 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 2017 წლის 31 აგვისტოს შეწყვეტის თაობაზე.
  7. ეკონომიკა 43832 - პროექტის მიხედვით, სს „თელასი“ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზოვანი ნაგებობების საკუთრებაში ფაქტიური სიგრძის შესაბამისად რეგისტრაციას.
  8. მთავრობა 44115 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რომელიც განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) უფლებამონაცვლედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შედის:
    „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
     „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
    „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
     „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოს და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ“ და „სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოს და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ“.
  9. შსს 44052 შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკალების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. შსს 44050 - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ხელმოსაწერი:

  1. 44130 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვას.
  2. 44129 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ვორტექსისა და  ცენტრიფუგების სახელმწიფო შესყიდვას.
  3. 44127 -  სსიპ -  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განახორციელებს საკანცელარიო ნივთების სახელმწიფო შესყიდვას.
  4. 44124 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  5. 44123 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  6. 44122 - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და მარაგების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. 44120 - საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“ შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას მემორანდუმით გათვალისწინებული ტარიფის უცვლელად დატოვების თაობაზე; გარდა ამისა, დაბრუნდება კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
  8. 44118 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას.
  9. 44117 - შინაგან საქმეთა სამინისტრო და მომსახურების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  10. 44116 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  11. 44110 - სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  12. 44107 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - Pfeiffer-EMIT-ს შორის 2017 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული №UWSCG-ICB-POT-02 ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო და ელექტრო-მექანიკური სამუშაოები ქალაქ ფოთში) №2 ცვლილება.
  13. 44087 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი დანაყოფის მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფას.
  14. 44086 - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2020 წლის 2 მარტის N139 საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  აღნიშნული დადგენილების ნაცვლად აქტში მიეთითება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება.
    აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან სსიპ-სათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან სსიპ-ს მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესში.
  15. 44085 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,   ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით,  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს  გზის რეაბილიტაცია.
  16. 44083 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი  განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  17. 44082 - „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისათვის აუცილებელი ბარგის მართვის სისტემის შესყიდვისა და მონტაჟის ვადა გახანგრძლივდება და განისაზღვრება, 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
  18. 44080 - ცვლილება შედის სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვით   სამსახური საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას განახორციელებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
  19. 44079 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  20. 44078 - სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების  სახელმწიფო შესყიდვას.
  21. 44077 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და “Pfeiffer- EMIT”-ს შორის 2017 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული №UWSCG-USIIP-ICB-REG-03a ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო, მექანიკური და ელექტრო სამუშაოები ზუგდიდში) №3 ცვლილება.
  22. 44075 - შპს ,,RMG Gold“-ს  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა განესაზღვრება 20 წლით და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
  23. 44074 - მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნენსკრას ხეობაში ნენსკრა  ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით,  სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობა.
  24. 44073 - მთავრობასთან თანხმდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  პოლონეთის რესპუბლიკის  ეროვნული თავდაცვის  სამინისტროს შორის გრანტის შეთანხმება”.
    თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსგან მიიღებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის განკუთვნილ 281 323.33 პოლონური ზლოტის (63 807.65 ევროს) ოდენობის საქონელს (დანაშაულის ადგილის განათების ნაკრები, გზის ჩასაკეტი ნაკრები დაკბილული ბარიერით, ხელბორკილები, ჰალოგენური ფანარი, ციფრული კამერა და სხვ.).
  25. 44068 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს სინჯრების სახელმწიფო შესყიდვას.
  26. 44065 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ლაბორატორიული ბურღის სახელმწიფო შესყიდვას.
  27. 44064 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის თანხმობის გაცემას, სს „სილქნეტს“ 3 წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში, კანდელაკის ქ.№12-ში მდებარე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული,  ამჟამად სს „სილქნეტის“ სასყიდლიან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის სხვენზე არსებული 7კვ.მ ტექნიკური ოთახი და სახურავზე არსებული 1კვ.მ ფართი კავშირგაბმულობის სისტემის განსათავსებლად. ამასთან, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1000 ლარით.
  28. 43996 - ცვლილება შედის იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში, კერძოდ, ხსენებული პროგრამის სუბსიდირების კომპონენტში. ცვლილება გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის ტიპის შესაბამისად სააგენტოს თანადაფინანსების წილის განსაზღვრის მეთოდის დაზუსტებას და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით ნათლად გაწერას დადეგენილებაში. ასევე ცვლილება შეეხება პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანისას სააგენტოს თანადაფინანსების განხორციელების პროცესს.

 

პატივისცემით, 

 ნათია