| From : | Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | გეგმის ცვლილების განმარტება. |
| Received On : | 07.10.2020 13:53 |
გეგმის პროექტი ჩავაგდე დესში, გიგზავნით განმარტებით ნაწილს.
პატივისცემით,
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში განხორცილედა შემდეგი ცვლილებები:
შრომის პირობების ინსპექტირების პროგრამის (270502) ფარგლებში გეგმას დაემატა 211 190 ლარი თანხა გაიწერა ქვემოთ მითითებულ კოდებზე:
1. გეგმას დაემატა კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი, 316 00000 (ელექტრომოწყობილობები და აპარატურა) 38 000 ლარით, ავტომობილების ციმციმების შესყიდვის მიზნით (წერილი N01-8597);
2. გეგმას კლასიფიკატორის დანაყოფის კოდს 501 000000 (სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება) დაემატა 20 000 ლარი, შრომის პირობებისა და ინსპექტირების დეპარტამენტში არსებული 5 წლამდე ავტომანქანების შეკეთების მიზნით (წერილი N01-9891 და 01-9891);
3. გეგმის კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი 795 000000 გაიზარდა 43 000 ლარით, ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახადების საფუძველზე, თარგმნის მომსახურების უზრუნველსაყოფად (წერილი N01-10174);
4. გეგმის კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი 553 000000 გაიზარდა 4 000 ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევის საფუძვლით, ფურშეტის ორგანიზების უზრუნველსაყოფად (წერილი N01-10174);
5. გეგმის კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი 301 000000 და 302 000000 გაიზარდა ჯამში 106 190 ლარით, კომპიუტერების, პრინტერების და კარტრიჯების შესყიდვის მიზნით (წერილი N01-103312).
მიმდინარე საჭიროებები აპარატის ფარგლებში.
საწვავის შესყიდვის მიზნით არსებული თანხა 091 000 000 კოდზე შემცირდა 8 500 ლარით და 159 000 000 კოდზე არსებული (სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები) შემცირდა 1 000 ლარით. აღნიშნული რესურსი გადანაწილდა შემდეგ კოდებზე:
1. გეგმას დაემატა კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი 713 00000 (საინჟინრო მომსახურებები), ღირებულებით 2 500 ლარი, აზომვითი მომსახურების შესყიდვის მიზნით (წერილი N01-9778);
2. კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი 301 00000 (საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა,საკანცელარიო საქონელი, კომ. პრინტ), გაიზარდა 4 600 ლართ, კარტრიჯების შესყიდვის მიზნით (წერილი N01-8745);
3. კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი 501 00000სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება), გაიზარდა 1 000 ლართ, სამინისტროსათვის გადმოცემული 5 წლამდე მანქანის ტექმომსახურების უზრუნველყოფის მიზნით (წერილი N01-9541);
4. კლასიფიკატორის დანაყოფის კოდი 795 00000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები, გაიზარდა 1400 ლარით, ნორმატიული აქტით დადგენილი თარგმნის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით (წერილი N01-9773 N01-9001);