| From : | giorgi gagnidze <ggagnidze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>; Ilia Tsintsadze <itsintsadze@moh.gov.ge>; Shalva Melkadze <shmelkadze@moh.gov.ge>; shalva meskhia <smeskhia@moh.gov.ge>; Ana Gogberashvili <agogberashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ამხანაგობა "მოდერნ ბილდინგ გრუპ" სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა |
| Cc : | Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Lali Devidze <ldevidze@moh.gov.ge>; Aleksandre Mamaladze <amamaladze@moh.gov.ge>; Lasha Imerlishvili <limerlishvili@moh.gov.ge>; Tamari Gogia <tgogia@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.09.2020 09:10 |
| Attachments : |
სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 მუხლის თანახმად, პრეტენდენტს, შემოთავაზებულ გათბობა-გაგრილების სისტემის დანადგარებზე უნდა წარმოედგინა ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ამხანაგობა "მოდერნ ბილდინგ გრუპ" მა წარმოადგინა დოკუმენტი, სადაც მე-10 პოზიციაზე (იატაკი-ჭერის წყალზე მომუშავე ფენკოილი, ვენტილებით, პულტით 6კვტ) არსებულ საქონელზე „წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა და მოდელი“-ს უჯრაში მითითებულია, მოდელი EFR-500 (მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი, მწარმოებელი ფირმა ELECTROLUX). შემოთავაზებული მოდელი არის ჭერზე დასამონტაჟებელი სისტემა, დაბერვის 360 გრადუსიანი დიაპაზონით (ჰაერის ნაკადის ოთხმხრივი მიმართულებით). ჩვენს მიერ მოთხოვნილი „იატაკი-ჭერის წყალზე მომუშავე ფენკოილი“ გულისხმობს სისტემას რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს, როგორც ჭერზე ისე იატაკზე, ოთახის სპეციფიკაციებიდან და ოთახში ობიექტების მდებარეობიდან გამომდინარე. ჰაერის ნაკადის განაწილება კი ხდება ერთი მიმართულებით .
მიგვაჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს.
წერილს თან ახლავს შემოთავაზებული მოდელის ELECTROLUX EFR-500 ფოტო მასალა და აღწერილობა,
ასევე სხვადასხვა ცნობილი მწარმოებლების იataki-Weris wyalze momuSave fenkoiliს ფოტები მნიმალური მახასიათებლებით.
პატივისცემით
გიორგი გაგნიძე
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის
სახელმწიფო პროგრამა
Email: ggagnidze@moh.gov.ge
Tel: 595330066
551001002