| From : | Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge> |
| To : | Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; amikogogitidze2@gmail.com |
| Subject : | ამბულატორიების აღჭურვის თაობაზე. |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.07.2020 16:00 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
„სოფლის ექიმის“ კომპონენტით განსაზღვრული ამბულატორიული მომსახურების უზრუნველსაყოფად,
თქვენი 24 ივლისის N12/2291 წერილის რეზოლუციის შესაბამისად დაგვევალა რიგი დასახელების სამედიცინო აპარატურის, საოფისე ავეჯის და სამედცინო დანიშნულების საგნების შესყიდვა.
ვინაიდან, შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ბაზრის კვლევის განხორციელება, შესყიდვების სამმართველოს მიერ აღნიშნული ინფორმაცია დამუშავდა, ცენტრის მიერ მოწოდებული ტექნიკური დავალებისა და ოდენობების შესაბამისად, განისაზღვრა პოტენციური მიმწოდებლები კონკრეტული სფეროების შესაბამისად და დაიწყო ბაზრის კვლევის პროცედურები. შეთავაზება გაეგზავნა ჯამში 56 ორგანიზაციას და წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადად განესაზღვრათ 2020 წლის 6 აგვისტო.
ამასთან, მოგახსენებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი შესასყიდი ობიექტების ჩამონთვალში რიგ საქონელზე არ არის მითითებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები (იხ დანართი, პოზიცია 6-7 და 17-41)
გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქონლის ტექნიკური მახასიათებლები.