| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_05/08/19 |
| Received On : | 05.08.2019 10:39 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 5, 2019 at 12:28:30 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_05/08/19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- განათლება 30917 - პროექტი ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრას, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. დაფინანსებისთვის განისაზღვრა 2 520 000 ლარი.
- ეკონომიკა 30903 - მტკიცდება სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი, რომელიც განსაზღვრავს სს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ჩამონათვალს (საექსპერტო მომსახურება; აუდიტორული მომსახურება; სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურება; ბაზრის კვლევის მომსახურება და სხვა). განსაზღვრულია სატენდერო კომისიის შექმნის, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები, პრეტენდენტის შერჩევა/შეფასების პროცედურის ძირითადი პირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მისი შესრულების კონტროლის მექანიზმებს და სხვა მნიშვნელოვან დებულებებს.
- ეკონომიკა 30902 – პროექტის მიხედვით, 3 ფიზიკურ პირს საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად გადაეცემათ უძრავი ქონება.
პროექტზე თანდართული კორესპოდენციის თანახმად, 3 ფიზიკურ პირსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.03.2007 წლის N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი, რომლის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, სამხედრო მოსამსახურე დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინით არაუმეტეს 40 კვ.მ-ისა, რომელიც მათ უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემათ.
ასევე, წარდგენილია სასამართლო გადაწყვეტილებების და სააღსრულებო ფურცლების ასლები, რომელთა თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება, კერძოდ, წარმოდგენილი განკარგულების პროექტის დანართში მითითებულ პირთათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემა.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ და დევნილთა დეპარტამენტებში.- ეკონომიკა 30901 - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების და ქსელების სახელმწიფო შესყიდვას.
- მერია 30829 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდს მიეცემა უფლება, ქალაქ თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაციის მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 37 448 763 ლარის ფარგლებში, ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
- ეკონომიკა 30789 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას, ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
- ეკონომიკა 30787 - შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ავტოპარკის ოპტიმიზაციას.
- ეკონომიკა 30785 - შპს „გეოკერამიკას“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბანში, სოფელ ნორიოში მდებარე 12600.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა #1, რაც ხელს შეუწყობს კერამიკული ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 405 216 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
ხელმოსაწერი:
1. 30867 - შპს „ჯორჯიან ფროპერთის“ (უფლებამონაცვლე - შპს „გრანატი“) შორის 2007 წლის 15 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 6 000 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარად (რაც მყიდველის მიერ გადახდილია) საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, კოსტავა/ბოცვაძის ქ. N41/2-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი.
მყიდველმა იკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონებაზე, საერთაშორისო ბრენდის ხუთ ვარსკვლავიანი, არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნის და ფუნქციონირების დაწყების ვალდებულება, ამ მიზნით, არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები: სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების ვადად განისაზღვრა (ექსპლუატაციაში მიღების აქტის მოპოვება) არაუგვიანეს 2021 წლის 18 მაისი; სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყების ვადად განისაზღვრა, არაუგვიანეს 2021 წლის 18 ნოემბრისა; სასტუმროს შექმნის მიზნით, არანაკლებ 25 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
2. 30865 - შპს „რებასს“ (უფლებამონაცვლე: შპს „ბაზალტ ფაიბერსი“) 2015 წელს მყიდველს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა: ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. N2-ის მიმდებარედ არსებული 60 127 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობები ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა ვალდებულებები: ქონებაზე სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, არანაკლებ 1 444 136 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის მიხედვით, მყიდველს ნაკისრი ვალდებულება გადაუვადდება 10 თვით 2020 წლის 14 აპრილამდე. ამასთან, 2017 წლიდან 5 წლით კერძოდ, 2022 წლამდე შეინარჩუნებს საწარმოს პროფილს. გათავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, დარჩენილი ვალდებულების შესრულების პირობით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge
![]()