| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: კანცელარია ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას |
| Received On : | 23.07.2019 14:30 |
| Attachments : |
თიკო ესაა იუსტიციის ვიზისთვის. დავურეკე იუსტიციას რომ მგონი ვადა გაუვიდათქო და გადავამოწმებთო და თუ რამეა ახლიდან ავტვირთავთო.
From: Natia Khmaladze
Sent: Tuesday, July 23, 2019 4:34 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
05 ივლისს გადმოგიგზავნეთ ელ.მთავრობის საკითხები, იქ ერთი საკითხი ეხებოდა მიგრაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, კერძოდ:
1. იუსტიცია 26910 - „უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ცვლილება შედის:
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებში, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობებსა და საფასურის გადახდის წესში, რომლის მიხედვით, პროექტი ადგენს მომსახურების საფასურს: შრომითი, სასწავლო, საინვესტიციო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, მუდმივი ცხოვრების და უვადო ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით.
„შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, იმ ბინადრობის ნებართვების ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება აქტის მოქმედება, ემატება უვადო ბინადრობის ნებართვა.
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესში, რომლის მიხედვით, უვადო ბინადრობის ნებართვამდე ინვესტორზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით. იზრდება, ასევე, დაწესებული საინვესტიციო თანხა - 300 000 ლარიდან 300 000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში). ამასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შენარჩუნებისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა იმისა, რომ ყოველწლიური ბრუნვა შეადგენს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
უვადო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, თუმცა ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღოს მუდმივი ცხოვრების უფლება, თუკი მას 5 წლის განმავლობაში უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.
იზრდება აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო შრომითი ბინადრობის მისაღებად მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება, ნაცვლად საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობისა, არ უნდა იყოს ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.
პროექტი გადაგზავნილი იყო დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში და მოსულია დადებითი დასკვნა. იუსტიციამ გვთხოვა, რომ იქნებ პოზიცია დააფიქსიროთო, რომ შენიშვნები არ გაქვთო.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge