saqarTvelos okupirebuli teritoriebidan devnilTa, Sromis, janmrTelobisa da socialuri dacvis saministro

MINISTRY OF INTERNALLY DISPLACED PERSONS FROM THE OCCUPIED TERRITORIES, LABOUR, HEALTH AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA

ssip samedicino da farmacevtuli saqmianobis regulirebis saagento

LEPL REGULATION AGENCY FOR MEDICAL AND PHARMACEUTICAL ACTIVITIES

KA030216472536420

საქართველო, თბილისი 0119, აკ. წერეთლის გამზ. 144, ტელ; (+995 32) 2 72 53 84

144 AK. TSERETELI AVE, 0119, TBILISI, GEORGIA, TEL: (+995 32) 2 72 53 84

№ 02/6569
10 / ივნისი / 2020 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსს,
ქალბატონ ხათუნა ჩაჩავას

           ქალბატონო ხათუნა,

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, თქვენი წერილის (01/4755, 20.03.19წ.) საფუძველზე, შესწავლილ იქნა, შპს ,,მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილიან გადაუდებელი დახმარების ცენტრში“, პაციენტ  გალინა სატკოევასათვის (პ/ნ 0036027)    გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი.

     პაციენტ გალინა სატკოევასათვის 31.01-14.02.19წ. პერიოდში გაწეული სამედიცინო დახმარების შეფასების მიზნით, სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულია   სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიერ ზოგადი ქირურგიის მიმართულებით. სარეცენზიო დასკვნის მიხედვით: „ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, ასაკის, კონსტიტუციის, სანაღვლე გზების დაზიანების ვერაგი ხასიათის და თანმხლები დაავადებების ფონზე თავიდანვე იყო მძიმე, თუმცა ზოგადქირურგიული თვალსაზრისით, დაზიანების კერა პირველხანებში გარკვეულად იყო შემოფარგლული, მუცლის ღრუსგან იზოლირებული და დამაკმაყოფილებლად დრენირებული, რაც 10 დღის განმავლობაში, მუცლის მხრივ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სტაბილურობას განაპირობებდა. მთელი რიგი სირთულეების ფონზე ქირურგიული პროფილით მკურნალობის ტაქტიკა, სწორად წარიმართა, სანაღვლე გზების იატროგენული დაზიანება ინვალიდობისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. სარეცენზიოდ წარმოდგენილ დოკუმენტურ მასალებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, პაციენტ გალინა სატკოევას ზოგადქირურგიული პროფილით, სადიაგნოზო-სამკურნალო ღონისძიებები ჩატარებული აქვს სწორად“.

      სარეცენზიო დასკვნის გათვალისწინებით, არ იკვეთება საფუძველი, რომ პაციენტ გალინა სატკოევასათვის შპს ,,მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილიან გადაუდებელი დახმარების ცენტრში“  31.01-14.02.19წ. პერიოდში გაწეული სამედიცინო მოსახურება ჩაითვალოს არასრულად / არაჯეროვნად. 

პატივისცემით,





მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დიმიტრი მათიაშვილი