KA030118770800719

№ 01-12978 19 / დეკემბერი / 2019 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას
მოხსენებითი ბარათი

ქალბატონ ეკატერინე,  

2019 წლის განმავლობაში, დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ასევე, განსაკუთრებული სირთულის და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებსაქართველოს კანონის მე-14 და მე-17 მუხლების შესაბამისად, წარმოგიდგენთ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სიას, რომელთა მიმართაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაიცეს ფულადი ჯილდო, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

დანართი: 1 (ერთი) Excel (ფაილი).

პატივისცემით,

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ გაბუნია