| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN> |
| Subject : | 21-22 ოქტომბერი მედია მონიტორინგი |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com |
| Received On : | 22.10.2020 09:32 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
21 ოქტომბერი
ტელევიზია
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის ერთი 30 წლის ახალგარდაა. გამოჯანმრთელდა 337. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ტრადიციული საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, დღეიდან ძალაშია წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტის ქონის შემთხვევაში მოუწევთ თვითიზოლაციაში გადასვლა კარანტინის ნაცვლად.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
კორონავირუსს მსოფლიო უკვე 10 თვეა ებრძვის. ამ დროის განმავლობაში უკვე არაერთი რეკომენდაცია გაიცა. დღეიდან კიდევ ახალი წესები შედის ძალაში. ინფიცირებულების სიმრავლის გამო, მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობა დაიწყო. ახალი მონაცემებით, ავიაკომპანიები რეგულარულ ფრენებს ეტაპობრივად განაახლებენ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღეს „კოვიდ-19“-ის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ვირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის ერთი 30 წლამდე. ცოტა ხნის წინ დასრულდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. კორონავირუსის 11 033 აქტიური შემთხვევეიდან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
1. 14 გარდაცვლილი და კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ხელისუფლებამ, რომელიც გვარწმუნებდა, რომ პანდემიას სანიმუშოდ მართავდა, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე კონტროლი საბოლოოდ დაკარგა. წითელ ზონად გამოცხადებულ ბათუმში პანიკაა, კოვიდ ცენტრებში სასუნთქი აპარატების დეფიციტია, პაციენტებს საჭირო სამედიცინო მომსახურების მისაღებად გრძელ რიგებში უწევთ დგომა. ვითარება უკონტროლოა სხვა რეგიონებშიც, დრო, ფული და რესურსი უკვე გაფლანგულია.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კორონავირუსის გავრცელების ტემპი ახალ მასშტაბს იძენს. იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღეა საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს ეუბნება, რომ მთავრობა ეპიდვითარებას მართავს, ქვეყანაში ინფექციამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. უკვე მეოთხე დღეა ზედიზედ დღიური მაჩვენებელი 4 ნიშნა რიცხვით აღინიშნება, დღეს ის 1351-მდე გაიზარდა. ახალი პაციენტების გადანაწილება მდგომარეობის შესაფერისად მოხდება კოვიდ მიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში, ნაწილი კი სახლში დარჩება. იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვითაც. ბოლო სტატისტიკაზე განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა. ნათია მეზვრიშვილი: "ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში კოვიდ კლინიკები იზრდება, შესაბამისად იზრდება საწოლი ადგილების რიცხვიც. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს. თქვეს ისიც, რომ ინფორმაცია თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ და საწოლები საკმარისი არ არის, არის სიცრუე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
ამ დრომდე ხელისუფლება მალავს კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვდერპლის ვინაობას. ვირუსს საქართველოში 30 წლამდე მამაკცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, კლინიცსტები ამ დრომდე იკვლევენ. ინფორმაცია ამის შესახებ ამირან გამყრლიძემ გაავრცელა, მაგრამ არ დააკონკრეტა ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები. ამირან გამყრელიძე:"შემთხვევების სემცირება უახლოების 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება". არსებობენ უკმაყოფილო პაციენტები.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
1. კორონავირუსით ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა, 337 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია ბოლო 24 საათსი ქვეყანასი კორონავირუსი გავრცელების მაჩვენებლები. 1351 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი არის დედაქალაქში, მას შედეგ მოსდევს აჭარა და იმერეთი. ჯანდაცვის ინისტრი ამბობს, რომ ინფიცირებული პაციენტებისათვის საწოლების რაოდენობა არის საკმარისი და კიდევ იგეგმება კლინიკების ჩართვა სხვადასხვა რეგიონში. ნათია მეზვრიშვილის თქმით, საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი. 2. ინფიცირებული მედპერსონაი, არასაკმარისი საწოლები და დაგვიანებული სასწრაფო სამედიცინო დახარება - ადამიანებუ ყვებიან, რომ მათ PCR ტესტის ჩასაბარებლად რიგში დგომა საათობით უწევთ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. როგორც "პალიტრანიუსს" დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს ამ ეტაპზე, ქუთაისში საცხოვრებელ ფართს 274 ოჯახი მიიღებს, წლის ბოლომდე კი დამატებით 111 ბინა განაწილდება. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ბესარიონ სიმონიშვილი: "კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში 28 ნგრევადი ობიექტი იხურება. დამატებით ჩვენს დევნილ მოსახლეობას მინდა ვაცნობო, რომ წლის ბოლომდე ქუთაისში 111 საცხოვრებელი ბინა განაწილდება".
21.10.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველამდე
ობიექტები: 113 სასწრაფო დახმარება (ნეიტრალური), 112 (ნეიტრალური), თამარ იარაჯული (ნეიტრალური)
Link: 21.10.2020 - ტვ პირველი - პირველამდე
კოვიდ 19 და შშმ პირები.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს აჭარაში დაფიქსირდა, გარდაცვლილია შვიდი კოვიდ-ინფიცირებული. ოთხი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კორონავირუსის სულ 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ჯამში, კოვიდ კლინიკებში 637 პაციენტი მკურნალობს, მათგან 30 ორსული, 24 კი არასრულწლოვანი. რეანიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი, მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში 12 ობიექტი დააჯარიმეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, აკრძალვების მიუხედავად ისინი 22:00 საათის შემდეგ მაინც მუშაობდნენ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - I არხი - მოამბე 15:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღეს „კოვიდ-19“-ის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ვირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის ერთი 30 წლამდე. ცოტა ხნის წინ დასრულდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის, ეს ყველაფერი სიცრუეა, სიმართლე არის ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა არჩევენბში მონაწილეობისთვის ცესკოს ცხელ ხაზზე +995 32 251-00-51-ზე უნდა დარეკონ და გადასატანი ყუთი მოითხოვონ. მათ ამისთვის სამდღიანი ვადა ექნებათ. რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მოგვიანებით ცესკო ცხელ ხაზზე დარეგისტრიორებულ პირებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ბაზაში გადაამოწმებს იმის დასაზუსტებლად იმყოფებიან თუ არა ისინი ნამდვილად თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის ასეთი ამომრჩეველი ქვეყნის მასშტაბით 36 ათას 847 ადამიანია. უკვე შეიქმნა სპეციალური უბნები. აჭარაში სულ 24 იქნება, მათ შორის 16 ბათუმში, 4 ქობულეთში ხოლო თითო ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონა ვირუსის მძიმე ფორმები, კორონა ვირუსთან ბრძოლის 8 თვის განმავლობაში საქ-ში ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი დაიღუპა. 30 წლამდე ქალი ნინოწმინდანში ცხოვრობდა და კოვიდით იქ დაინფიცირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადმოყვანისას უკვე ფასდებოდა კრიტიკულად. რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა. ლაბორატორიიდან კოვიდზე პასუხი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალი გარდაიცვალა. როგორც "კურიერთან" საუბრისას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ჭარბი წონა აწუხებდა. კომენტარი გააკეთა პრემიერმაც.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში განმარტეს, რომ ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ბრიგადების საჭირო რაოდენობა არსი მობილიზებული, რაც შეეხებდა დაყოვნებას, ჯანდაცვის სამინისტროშ აცხადებენ, რომ პრიორიტეტების შესაბამისად ხდება პახციენტებთან მისვლა, ნაწილს კი ოჯახის ექიმთან ამისამართებენ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღეს „კოვიდ-19“-ის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ვირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის ერთი 30 წლამდე ქალი. ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი იყო ჭარბწონიანი და არ ჰქონდა რამე ქრონიკული დაავადება. 2. ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის, ეს ყველაფერი სიცრუეა, სიმართლე არის ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რაც სავარაუდოდ, პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - კავკასია - დღეს 19:00
13051 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი კოონავირუსი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეპიდემიოლოგები მომდევნო კვირების განმავლობაში ინფიცირებულების შემცირებას არ ელოდებიან. ამბობენ, რომ ქვეყანა მეორე ტალღის პროცესშია და ქვეყანაში მოსალოდნელია შემტხვევების მატება. ინფიცირებულთა შორის არიან ექიმებიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს 61 წარმომადგენელს დაუდასტურდა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
თვითიზოლაციაში მყოფებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და გადასატანი ყუთი მოითხოვონ. რეგისტრირებულ პირებს ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ბაზაში გადაამოწმებს, იმის დასადასტურებლად იმყოფებიან, თუ არა ისინი ნამდვილად თვითიზოლაციაში.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
საქართველოში დღეს კორონავირუსმა აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების დინამიკა გრძელდება. გარდაიცვალა 14 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, დღეს უკვე რიცხვი გაორმაგდა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვითარება მძიმდება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობა გამჭირვალედ მუშაობს და თუკი ქვეყანასი აპოკალიფსი დადგება მთავრობის ტრიბუნიდან თავადვე გააჟღერებს, მისი თქმით ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები , რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი საწოლფონის დეფიციტი არ აქვს ქვეყანას. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით სასწრაფო დახმარების სამასახურის მიმართ პრეტენზიები არაკორექტულია. მისი თქმით სასწრაფო დახმარების ბრიგადებს 2-3 საათამდე დაყოვნება აქვთ , რაც პანდემიის პირობებში სავსებით ნორმალურია.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
1. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი-30 წლის ქალი გარდაიცვალა. მეორე ტალღის პირობებში სრული დატვირთვით ამუშავდა კოვიდ სასტუმროები. ყველა მოქალაქე, ვინც კოვიდ სასტუმროში იმყოფება, ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. ეკატერინე ტიკარაძე:" სასტუმროების სივრცეში მობილიზებული არიან ექიმების ბრიგადები, რომლებიც მონიტორინგს და მკურნალობას გააგრძელებენ ისე, როგორც ეს ხდება კლინიკების სივრცეში".
21.10.2020
Link: 21.10.2020 - I არხი - მოამბე 21:00
უკიდურესად არის დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ფონი - „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე ნახტომისებურად იზრდება. თითქმის 1 400-მდე ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალში დაფიქსირდა. წითელი ზონებია თბილისი, აჭარა, იმერეთი. აჭარაში გუშინდელი კლების შემდეგ ვითარება დღეს ისევ გაუარესდა. ბოლო 24 საათში გარდაცვლილ 14 პაციენტს შორის ერთი 30 წლამდე ასაკისაა, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
კორონა ვირუსს დღეს ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა. გოგონა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გოგონა ნინოწმინდიდან გადაიყვანეს სადაც მას მხოლოდ ერთი დღე მკურნალობდნენ. მდგომარეობა ისე დამძიმდა რომ ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ქვეყანაში კოვიდ სტატისტიკა საგანგაშოა. კორონა ვირუსმა დღეს კიდევ ერთი ნატი რეკორდი მოხსნა. 1351 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი. ამირან გამყრელიძე გვიანონსებს რომ წინ გაცილებით მძიმე დღეები გველის. "უნდა გაკეთდეს ზარი 112-ში რომლიდანაც ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა მოქალაქე გადამისამართდება ", - ვახტანგ კალოიანი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და გავლილი ექნებათ PCR ტესტირება, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გაამახვილეს ყურადღება , რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო განიცდის კოლაფსს. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მკურნალობის ახალი მოდელის მიხედვით - მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები ექიმების ზედამხედველობით, ბინაზე და კოვიდსასტუმროებში განაგრძობენ მკურნალობას.
22 ოქტომბერი
ტელევიზია
22.10.2020
Link: 22.10.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ, ამ ტრიბუნიდან ვიტყვით ამას ჩვენი საზოგადოებისთვის-ამბობს ნათია მეზვრიშვილი, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან განმარტავდა, რომ მთავრობა პირველი დღიდან გამჭვირვალეა, თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება. ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ქვეყანაში შფოთვის საფუძველი არ არსებობს. ეკატერინე ტიკარაძე: "ამ ეტაპზე საავადმყოოფებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას, საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად, 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში". 2. კრიტიკულ ზღვრამდე შეიძლება ჯერ არ ვართ. თუმცა, საავადმყოფოში ადგილის მოცდენაზე ან გნებავთ ტყუილად დაკავებაზე, გუშინ პრემიერმა კომენტარი გააკეთა. მის ნათქვამს ბევრი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - იმედი - იმედის დილა
ცე ჰეპატიტი, დაავადება, რომელიც არსებობს უკვე რამდენი ხანია და არის ძალიან მძიმე დაავადება, მაგრამ სწორედ ამ წამლის გამო და სწორედ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გამო მთელი მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ადამიანია გადარჩენილი.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - I არხი - მოამბე 08:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, ონლაინკლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა გამოწვევის გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. თამარ გაბუნია: "ბინაზე ყველა მსუბუქი პაციენტი მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის კონსულტაციას იმისთვის, რომ მათ იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ თუ კოვიდი დაუდასტურდებათ". 2. საქართველოში კორონავირუსის 21 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9003, გარდაცვლილია 172, კარანტინის რეჟიმშია 4462, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3071, კოვიდ სასტუმროში კი 1772 პაციენტი იმყოფება. 3. ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19 კიდევ 136 ადამიანს დაუდასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში 150 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში ონლაინ-კლინიკების ექიმებს შეხვდა. შეხვედრის მოაწილეებმა კოვიდ19-ის გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
1. კორონავირუსი ქვეყანას ახალი ძალებით უტევს, კიდევ 6 მსხვერპლი და 1595 შემთხვევა ბოლო დღე-ღამეში. რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში? გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა იქნებოდა საკმაოდ მძიმე და მოსალოდნელიც იქნება, რომ მკვეთრად გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. 2. რეკორდული მაჩვენებლისა და წერტილოვანი შეზღუდვების მიუხედავად მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების გარეშე გადაადგილდებიან. გადატვირთულია მეტროსადგურები, სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები, სადაც მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ. რამდენიმე დღეა მეტროპოლიტენის მგზავრებს ამოწმებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1595 დადასტურებული შემთვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 398, სამწუხაროდ გარდაიცვალა 6 პაციენტი. 2. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა გამოწვევის გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. თამარ გაბუნია: "ბინაზე ყველა მსუბუქი პაციენტი მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის კონსულტაციას იმისთვის, რომ მათ იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ თუ კოვიდი დაუდასტურდებათ".
22.10.2020
Link: 22.10.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში ონლაინ-კლინიკების ექიმებს შეხვდა. შეხვედრის მოაწილეებმა კოვიდ19-ის გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობს.
21 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება. ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მინისტრს ჰკითხეს, განიხილება თუ არა სპორტის სასახლლის საველე ჰისპიტლად გადაკეთება, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას 2 992 პაციენტი გადის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, დღეს კოვიდ-ინფიცირებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი გასაწერად ემზადება, ხოლო 340 მოქალაქე ტრიაჟში იმყოფება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ვერ დაიკლებს. როგორც გამყრელიძე ამბობს, სტატისტიკურად, პაციენტების 85%-დან 90%-მდე არის მსუბუქად მიმდინარე, 12% - მძიმე შემთხვევა, ხოლო 1,5% - კრიტიკულად მძიმე.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ბიემ.ჯი
12 რესტორანი 10 000-10 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 3 რესტორნის წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცახადებით, დღეის მონაცემებით, სახლებში 6 544 პაციენტი მკურნალობს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, სახლში მყოფი პაციენტების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გამოძახებებზე სასწრაფო ბრიგადების დაგვიანების შესახებ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 61 ინფიცირებულიდან არის როგორც საშუალო, ასევე უმცროსი რგოლის მედპერსონალი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხელების კლინიკებში სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტაბულა.ჯი
სასწრაფო დახმარების ბრიგადებს აქვთ 2-დან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდში ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, რადგან ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტაბულა.ჯი
ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, როგორც ინფიცირებულების სქესზე, ასაკზე და მათ ვინაობაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს გარდაცვლილებთან დაკავშირებით. ეს ეთიკურად იკრძალება და არ არის სწორი მიდგომა, როდესაც ჯანდაცვის წარმომადგენლები ან საზოგადოება ამაზე მსგავსად საუბრობს ” თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გარდაცვლილი ინფიცირებული პაციენტების სქესს, ასაკსა და თანმხლებ დაავადებებს არცერთი ეპიდემიოლოგი არ მალავდა. მინისტრს არ განუმარტავს, როდიდან გახდა ეს საკითხი "პრინციპულად მიუღებელი".
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ პასუხობს კითხვას, რომელ რეგიონში გარდაიცვალა კორონავირუსით 30 წლამდე მამაკაცი ან რა გახდა ვირუსის დამძიმების მიზეზი, რამაც სიკვდილი გამოიწვია. გამყრელიძის თქმით, საკითხი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ამიტომ არ აქვს უფლება დეტალებზე საუბრის და "არც არის საჭირო ღია ეთერში ამაზე საუბარი".
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
“სექტემბრის 15 რიცხვიდან, უფრო ადრეც ე.წ მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. - რეკლამა - მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება. „ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში უარესდება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
“სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია”, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გამოძახებებზე სასწრაფო ბრიგადების დაგვიანების შესახებ. - რეკლამა - მისი თქმით, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია. „ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
შრომის ინსპექციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 12 კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სამ ობიექტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ბიპიენ.ჯი
არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით 4392 საწოლია მობილიზებული და ეტაპობრივად ხდება დამატებითი კლინიკების ჩართვა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
გუშინ სულ 210 კაცის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტი გადაიყვანეს, კლინიკიდან კარანტინში 69 პაციენტი მოთავსდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისივე თქმით, ბინიდან კარანტინში 43 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ინფო9
სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გამოძახებებზე სასწრაფო ბრიგადების დაგვიანების შესახებ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 61 ინფიცირებულიდან არის როგორც საშუალო, ასევე უმცროსი რგოლის მედპერსონალი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - „ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით დაავადებული 2992 ადამიანი მკურნალობს“ - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, სადღეისოდ ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 4392 საწოლი ადგილი, და ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, ზრდის შესაძლებლობაც არის. პარალელურად ბინაზე მკურნალობს 6545 ადამიანი, და ყველა ისინი, იმის მიუხედავად, რომ საავადმყოებში გათავსებულები არ არიან, ექიმების მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - დღე/ღამეში (21/10) გამოვლენილი 1 351 ინფიცირებულიდან 1 012 სიმპტომიანია 51 კონტაქტი და 60 მედ პერსონალი, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ covid -ის ბიოლოგიური ციკლის თავისებურებაზე და პანდემიის 1 წლით განგრძობადობაზე განაცხადა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
სასწრაფო დახმარების ბრიგადებს აქვთ 2-დან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდში ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, რადგან ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ნიუპოსტს.ჯი
არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით 4392 საწოლია მობილიზებული და ეტაპობრივად ხდება დამატებითი კლინიკების ჩართვა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეგინფო.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია. „1351 ახალი შემთხვევიდან 1012 სიმპტომიანი ადამიანები არიან, შემდეგ მოდის კონტაქტები – 51, ასევე, 61-ია სამედიცინო პერსონალი, როგორც საექიმო, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - მედიანიუს.ჯი
სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გამოძახებებზე სასწრაფო ბრიგადების დაგვიანების შესახებ. მინისტრის განცხადებით, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია. „ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არსებობს. მისი თქმით, საავადმყოფოებში 2992 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის დიდი ნაწილი გასაწერად ემზადება. ამ დროისთვის მობილიზებულია 4392 საწოლი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთ-ერთი 30 წლამდე ადამიანია. გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური შეფასება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - კვირა.ჯი
სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გამოძახებებზე სასწრაფო ბრიგადების დაგვიანების შესახებ.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ძირითადად ხანდაზმულები არიან, ერთი კი 30 წლამდე პაციენტია. გამყრელიძის თქმით, ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზზე ვერ ისაუბრებს, რადგან ახლა მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. “ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი, იმიტომ, რომ სიკვდილიანობის მიზეზთა დადგენა კლინიცისტების მიერ ხდება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გასული 24 საათის მონაცემები გააცნო.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - კვირა.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამარ გაბუნია ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა. - რეკლამა - სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია. გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან როგორც საშუალო, ასევე, უმცროსი რგოლის მედპერსონალი. “15 სექტემბრიდან და უფრო ადრეც ე.წ. მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება. ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, შემთხვევათა 85-90% მსუბუქად მიმდინარეობს, 1% – კრიტიკულად, დანარჩენი კი მძიმედ მიმდინარეობს.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 12 007 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 351 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 9 003-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 172-ს შეადგენს. მათგან 14 დღეს გარდაიცვალა. NCDC-ის ცნობით, 21 ოქტომბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 4 462 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1 772 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 3 071 პირი. ამასთან, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 810 729 PCR ტესტი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - პროგრესნიუს.ჯი
სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ონ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების შესახებ გამოთქმულ პრეტენზიებს არაკორექტულს უწოდებს. ტიკარაძის განცხადებით, 112-ის ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც, მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სექტემბრის დასაწყისიდან საქართველო ე.წ. მეორე ტალღის ფაზაში შევიდა, ამიტომ მისი განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირება უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - აიპრეს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში არის 2 992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად, 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში არის 2 992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად, 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - აიპრეს.ჯი
ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა გიორგი ჩალაძემ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა. „რიგები და ტესტირების დაგვიანებული პასუხები, ყველა კითხვა რაც გაჩენილია ტესტირებასთან დაკავშირებით გამოწვეულია ჩაფლავებული მენეჯმენტით. ერთპიროვნულად პასუხისმგებელია სახელმწიფო, კონკრეტული სტრუქტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი.
21.10.2020
Link: 21.10.2020 - რეპორტიორი.ჯი
„სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება“,- ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას - განიხილება თუ არა სამომავლოდ საველე ჰოსპიტლების განთავსება, მათ შორის სპორტის სასახლეში. „არ განიხილება ეს ინფორმაცია, თუმცა, ამის მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ პაციენტების კომფორტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული მიდგომა კომფორტთან მიმართებაში, ამ ინფორმაციას ჩვენ ამ ეტაპზე არ განვიხილავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
22 ოქტომბერი
ინტერნეტ სააგენტო
22.10.2020
Link: 22.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებული 41 წლის ქალი კოვიდ-სასტუმროში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ორგანიზმში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. სწორედ, ამიტომ კოვიდსასტუმროში პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კი, თრომბოემბოლია დასახელდა.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და განმარტავს, რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს. როგორც იგი ამბობს, მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშნები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია.
22.10.2020
Link: 22.10.2020 - კომერსანტ.ჯი
რა დაგიშავეს ექიმებმა? ამ კითხვით მიმართავს მოქალაქე მარიკა კუბლაშვილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ახალგაზრდა ქალი ვიდეო მიმართვაში იმ პრობლემაზე საუბრობს რომელიც ჯანდავის სექტორიაშია შექმილი. კოვიდ ტესტის ასაღებად მისულ კუბლაშვილს, ცხელების ცენტრში მედპერსონალი სამედიცინო ეკიპირების გარეშე დახვდა. მისი ვიდეო მიმართვიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა, რადგან შესაძლებელია COVID პოზიტიური დაუდგენელი შემთხვევები ეპიდემიის გავრცელებას უწყობდნენ ხელს. „რას აკეთებდით 5 თვე? რაზე ფიქრობთ ახლა? სად არის რეგულაციების შესრულება? რატომ არ უფრთხილდებით ექიმებს?“ ეს ის კითხვები რომელიც მარიკა კუბლაშვილს ტიკარაძის უწყებასთან აქვს.