მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სამინისტროში ჩატარებული სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, დაგეგმილია სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების განახლება.
გთხოვთ, ყურადღებით გადახედოთ თქვენს მიერ შევსებულ სამუშაო აღწერილობებს და ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რედაქტირებული (Track changes -ფორმატში) სამუშაო აღწერილობები, მოგვაწოდოთ ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2020 წლის 30 ივლისამდე,
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მომართოდ ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.
პატივისცემით,
ქეთევან ფხალაძე
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული