From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; be.simonishvili@mra.gov.ge; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის სხდომა და მასალები
Cc : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 01.07.2020 09:53
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,


გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 2 ივლისს - 11:00 საათზე.  გიგზავნით ინფორმაციას ჩვენს საკითხებთან დაკავშირებით:

 

ა)  „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21  თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება (პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან საჯარიმო  სანქციებზე გამოცხადებული მორატორიუმი 1 დეკემბრამდე;  სააგენტოს ბალანსზე რიცხული, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო   მედიკამენტებით   უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნაშთის სახით არსებული  მედიკამენტები გადაეცემათ პროგრამაში მონაწილე, ფარმაცევტულ  კომპანიებს);


ბ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის დადგენილების  პროექტი („ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირება“).

 

ა) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან  დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (დევნილის მოწმობების ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო  შესყიდვა);

ბ) სსიპ  - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“  საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (302 ცალი სხვადასხვა დასახელების კარტრიჯის  სახელმწიფო შესყიდვა);

გ) სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების  პროექტი (1200 ცალი წნევის საზომი აპარატის სახელმწიფო შესყიდვა);

დ) ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში  ცვლილებება (ტუბერკულოზის მართვის და აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამების კომპონენტის ნაწილში).


თუ რაიმე შეიცვლება სხდომის მასალებთან დაკავშირებით, გაცნობებთ დამატებით. ამ ეტაპზე გიგზავნით განმარტებით ბარათებს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.





პატივისცემით,


ნათია ხმალაძე