| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_29.07.19 |
| Received On : | 29.07.2019 09:17 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: July 29, 2019 at 12:07:52 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_29.07.19
ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 29704 – "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, სსიპ შემოსავლების სამსახურს ეძლევა წინასწარი თანხმობა, CPV კოდი 42900000 – (სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები) ფარგლებში განახორციელოს სასწორების სახელმწიფო შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
2. თავდაცვა 29748 - "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტასთვის” „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული წესისგან გამონაკლისის დაშვების თაობაზე" პროექტი:
პროექტით, სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტასთვის” განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის შეზღუდვიდან დაშვებულ იქნება გამონაკლისი და განპიროვნებულ ავტომობილთა რაოდენობა განისაზღვრება 13 (ცამეტი), ხოლო სამორიგეო ავტომობილთა რაოდენობა - 20 (ოცი) ავტომობილით;
3. ფინანსები 29887- „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელმოწერილი 2019 წლის 14 ივნისის „სასესხო ხელშეკრულების (ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ნ. გაგუას და დ. თვალაბეიშვილის დანიშვნის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ იქნება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელმოწერილი 2019 წლის 14 ივნისის „სასესხო ხელშეკრულება (ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა)“;
4. განათლება 29890 - „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, დარეგულირდება სქემაში განაწილებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, წინსვლის და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი;
5. განათლება 29909 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეძლევა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N90 დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდის: 42512000 (ჰაერის კონდიცირების საშუალებები) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე, 8350 (რვა ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში;
6. განათლება 29922 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ეძლევა წინასწარი თანხმობა რადიოსადგურების (CPV32300000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
7. განათლება 29935 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ეძლევა წინასწარი თანხმობა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის იურიდიულ მისამართზე (ადმინისტრაციულ შენობაში) განსათავსებელი ვიდეოსათვალთვალო სისტემის (CPV32300000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
8. სოფელი 29952 - „ტექნიკური რეგლამენტის - ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, დადგინდება და სამართლებრივი რეგულირების სფეროში მოექცევა ყურძნისეული წარმოშობის სპირტის წარმოების ზოგადი წესი, განისაზღვრება ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი;
9. ეკონომიკა 29987 - "სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2019 წლის 1 ივლისის №5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ" პროექტი:
პროექტით, მტკიცდება სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2019 წლის 1 ივლისის №5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება,რომელიც მიზნად ისახავს შპს „საქაერონავიგაციისათვის“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული შეზღუდვების არ გავრცელებას, ;
10. განათლება 29998 „სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, სსიპ - საქართველოს ეროვნულმა მუზეუმი გამოფენის „შუა საუკუნეების საქართველოს საგანძური, მეფე დავით აღმაშენებლის მონეტა, ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან“ მომზადებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ბრიტანეთის საბჭოსგან მიღებული მიზნობრივი გრანტის N1813 სახსრებიდან, (პროგრამული კოდი: 32 11 02 01);
11. განათლება 30000 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ეძლევა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა, დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდის: 39100000 (ავეჯი) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან (პროგრამული კოდები: 320701, 320703), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განკარგავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.
პატივისცემით,
ნათია