From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_27.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 27.10.2020 07:08

            მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 45836 - ცვლილება შედის „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, გაიზრდება, როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო პოტენციალი აღნიშნულ კულტურებთან მიმართებაში და ქვეყანაში გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებული ბაღების არსებობისა, რაც თავის მხრივ  ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და სოფლად სოციალურ - ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას.
  2. განათლება 45814 - სსიპ − ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
  3. ეკონომიკა 45810 - პროექტი ითვალისწინებს, ,,შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრას. შეუფერხებლად განხორციელდება „სასხორის“ საცემენტე კირქვის მოპოვება და ცემენტის წარმოების ქარხნის მომარაგება, ლიცენზიის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდის 1 855 000 ლარს.
  4. ფინანსები 45799 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის  წარდგენილი იქნება  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 2013 წლის 20 აგვისტოს ხელმოწერილი „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის ფინანსური ხელშეკრულების #2 ცვლილების წერილი.
  5. თავდაცვა 45788 - თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
  6. მთავრობა 45768 - სსიპ - ვეტერანების სახელმწიფო სამსახური მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან 303 000 ლარს მიმართავს შპს ,,ვ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისათვის გადასაცემად მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
  7. გარემო 45724 - ცვლილება შედის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, ,,პროგრამის“ განხორციელების მიზნით, ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამის განხორციელებისათვის მიიმართება 30 000 000 ლარი.  
  8. გარემო 45723 - ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან 10 000 000 ლარს მიმართავს პროგრამა „ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებში“,    სს „აკურას“ სუბსიდირების მიზნით, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხარჯების დასაფინანსებლად.
  9. მთავრობა 45721 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობას დაქვემდებარებულ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულება პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ განხორციელების მიზნით.

ხელმოსაწერია:

  1. 45828 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს  მთავრობასა და კამბოჯის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  2. 45773 - ხელი ეწერება „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის ფონდზე გავრცელების თაობაზე“ წერილების გაცვლის გზით დასადებ შეთანხმებას.
  3. 45771- ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „ტაილანდის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის დაარსების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით.

 



პატივისცემით,  

ნათია