მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 45331 - სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
- ეკონომიკა 45297 - შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 136 351.29 ლარად. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყიბულის და ხობის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
- ეკონომიკა 45294 - საქართველოს მთავრობასა და შპს „დუმან-მაშავერას“ შორის გაფორმდება შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევა 2020 წლის 7 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე „დუმან მაშავერა ჰესის“ მშენებლობის დაწყების
ვადად განისაზღვრება 11 თვე ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. ამასთან, შეიცვლება ელექტროსადგურის ქვედა ბიეფის ნიშნული.
- გარემო 45289 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს - ლევან დავითაშვილს, მიენიჭება უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და
სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (UN FAO) გასაფორმებელ საპროექტო შეთანხმებას.
- გარემო 45259 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, განახორციელებს სამეცნიერო-გამოყენებითი კლიმატური ცნობარის ბეჭდვის და კომპაქტური დისკის ჩასადებზე ბეჭდვის, კომპაქტური დისკზე (DVD) ჩაწერის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 45257 - ჰიდროელექტროსადგურის ,,ხობი 2“-ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, პორტალისა და სადაწნეო მილის განთავსების მიზნით, შპს ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ
ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
- მთავრობა 45253 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, განახორციელებს პორტატული რენტგენოფლუორესცენტული ანალიზატორის სახელმწიფო შესყიდვას 186 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ფარგლებში.
- მთავრობა 45250 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, განახორციელებს ერთი ცალი ლაბორატორიული მიკროსკოპის სახელმწიფო შესყიდვას 13560 ლარის ღირებულების ფარგლებში.
- მთავრობა 45248 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, განახორციელებს ლაბორატორიული თერმოპლიტას სახელმწიფო შესყიდვას 2650 ლარის ღირებულების ფარგლებში.
- მთავრობა 45245 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, განახორციელებს ორი ცალი სტერეო მიკროსკოპის სახელმწიფო შესყიდვას 30 000 ლარის ღირებულების ფარგლებში.
- ეკონომიკა 45243 - ცვლილება შედის საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში (164 განკ.), რომლის მიხედვით, საერთაშორისო
სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლები დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეებში განთავსების ხარჯების ანაზღაურებას.
- განათლება 45240 - სსიპ - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი,
განახორციელებს დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 45236 - დუშეთის და ლენტეხის მუნიციპალიტეტები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ ხე-ტყის დაკოტრილი სახით გადაცემას სოციალურად შეჭირვებულ პირებზე.
- გარემო 45235 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უზრუნველყოფს „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების
არა უმეტეს 5 000 000 ლარის მოძიებას.
- განათლება 45233 - ცვლილება შედის, 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, „ჯანდაცვის მიმართულებაში“
შემავალი დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვრება 2021 წლის 1 ივლისი, ხოლო, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განისაზღვრება 2022
წლის 31 დეკემბერი.
- ფინანსები 45159 - შპს „კოხტას“ შეუჩერდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.
- ფინანსები 45156 - 6 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.
ხელმოსაწერია:
- 45307 - სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო, თავის ბალანსზე რიცხულ ავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება - „FORD TRANZIT 430E”, სახელმწიფო ნომრით: UU450EE, უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში გადასცემს
სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
- 45275 - პროექტი ითვალისწინებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს არსებული დავალიანებების დაფინანსებას და სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“ სრულყოფილად განხორციელებას.
- 45266 - პროექტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება მიეცემა შპს „საქართველოს მელიორაციისა“ და სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის გამოყოფილი 2020 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში,
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელებიდან 11 157 000 ლარი გამოიყენოს მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში ზემოაღნიშნული განკარგულების სრულყოფილად შესრულების მიზნით.
- 45247 - შპს „იმერეთის აგრო ზონა“, იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის პროექტის განვითარების მიზნით პოტენციური ინვესტორების კვლევისთვის ინტერესთა გამოხატვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს
გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 45226 - სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 400 ერთეულით.
- 45169 - მტკიცდება სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობები და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს. - 45165 - მტკიცდება სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობები და მისგან გამომდინარე „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს. - 45154 - მტკიცდება სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობები და მისგან გამომდინარე „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს
№411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს. - 45153 - მტკიცდება სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობები და მისგან გამომდინარე ,,სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.
პატივისცემით,
ნათია