From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_22.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 22.10.2020 08:24

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 45121 - სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში დასადები გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმება Ajinomoto Co.-თან.
  2. ეკონომიკა 45086 - მტკიცდება გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019-2021 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 384 დასახლებულ პუნქტში არსებული 88 363 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 238 800 000 ლარს.
  3. ეკონომიკა 45079 - ცვლილება შედის საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში (164 განკ.), რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (მის ეკიპაჟთან ერთად) განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიის დატოვების ვადა გაიზრდება 24-დან 36 საათამდე.
  4. ეკონომიკა 445049 - მტკიცდება სახელმწიფო პროგრამა - „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“.

ხელმოსაწერია:

1.      45140 - შპს „ნითას“ (26.09.2018 წლიდან უფლებამონაცვლე: შპს „ცისკარი როიალ პალასი“, მყიდველს 150 000 საკუთრებაში გადაეცა ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №8-ში მდებარე 13 165.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 150 000 ლარის გადახდის, უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის/რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციაში მიღების, აღჭურვის,  და ამ მიზნით, არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით.

პროექტის მიხედვით,  სახელშეკრულებო პირობა გადავადდება, 2023 წლის პირველ აგვისტომდე, ინვესტიციის ოდენობა იზრდება 8 000 000  ლარამდე.

2.    45015 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის „ქართლი 2“ ქარის ელექტროსადგურის შესახებ 2016 წლის 31 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 2017 წლის 31 აგვისტოს შეწყვეტის თაობაზე.

3.    45014 - სსიპ - აწარმოე საქართველოში გადაეცემა 7 ერთეული ავტომანქანა.

4.    45012 - სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 57 261 311 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99,84943%) მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, 3 წლის ვადით გადაეცემა ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს.

5.    45011 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, განახორციელებს სამთო აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვას.

 



პატივისცემით,  

ნათია