From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_20.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 21.10.2020 10:51

            მოგესალმებით, გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

ხელმოსაწერია:

  1. ჩვენიააა 45022 - ხელი ეწერება სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სააგენტო მიიღებს გრანტს 154 000 ლარის ოდენობით და განახორციელებს „საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა საქართველოში ინტეგრაციის მხარდაჭერის პროექტს“)
  2. ჩვენიააა 45016 - სსიპ – ხელი ეწერება ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და საშუალო შრომის ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 აგვისტოს N1636 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრ არა უმეტეს 320 ერთეულით).
  3. 45025 - ცვლილება შედის საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამაში, კერძოდ ადმინისტრირების ნაწილში სადაც „საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის“ ნაცვლად მიეთითება „საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი“.
  4. 45023 - სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო, თავის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას (ქ. რუსთავში, მდებარე საერთო ფართით 900.00 კვ.მ.) გადაცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
  5. 45021 - ცვლილება შედის სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულ საფასურის ოდენობებში, გადახდის წესსა და მომსახურების ვადებში, ზუსტდება იმ საარქივო მომსახურებების ანბანური აღნიშვნები, რომლებიც ეროვნული არქივის მიერ 10 დღის ვადაში უნდა გაეწიოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
  6. 45020 - პროექტის მიხედვით, სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სრული წვდომა ექნება გამომცემლობა ELSEVIER-ის კონსორციუმთან - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობის ბაზებთან (ScienceDirect® online – Freedom Collection და Scopus® online, SciVal Funding(Funding Institutional), შეუძლიათ  უსასყიდლოდ ჩამოტვირთონ და ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, წიგნების თავები, აბსტრაქტები) მათი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.
  7. 45018 - სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი განახორციელებს საოჯახო ტექნიკის  სახელმწიფო შესყიდვას.
  8. 45017 - შპს „ჯორჯიან ვენდინგ გრუპი“ გათავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შპს „ჯორჯიან ვენდინგ გრუპს“ შორის 2019 წლის 08 იანვარს დადებული №11 იჯარის ხელშეკრულებით, 2020 წლის 16 მარტიდან 2020 წლის პირველ ივნისამდე პერიოდისათვის გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან.
  9. 45015 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის „ქართლი 2“ ქარის ელექტროსადგურის შესახებ 2016 წლის 31 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 2017 წლის 31 აგვისტოს შეწყვეტის თაობაზე.
  10. 45014 - სსიპ - აწარმოე საქართველოში გადაეცემა 7 ერთეული ავტომანქანა.
  11. 45012 - სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 57 261 311 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99,84943%) მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, 3 წლის ვადით გადაეცემა ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს.
  12. 45011 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, განახორციელებს სამთო აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვას.
  13. 45010 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და   ფ/პ ილია მგელაძეს  შორის გაფორმდება უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება.
  14. 45009 - საქართველოს მთავრობასა და შპს „მირამაქს ენერჯის“ შორის დაიდება „აჯამეთი ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  15. 45008 - საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვენტო ენერჯის“ შორის დაიდება ,,სამგორის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  16. 45006 - საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუისის ქარის ელექტროსადგურს’’ შორის დაიდება ,,რუისის ქარის ელექტროსადგურის’’ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  17. 45004 - საქართველოს მთავრობასა და შპს ,,სინთეს’’ შორის დაიდება ,,დირბულას ქარის ელექტროსადგურის’’ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  18. 44958 - „გიორგი შარვაშიძე გათავისუფლდება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან.
  19. 44918 - სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  20. 44916 - სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და მარაგის სახელმწიფო შესყიდვას.
  21. 44914 - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  22. 44911 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკალების სახელმწიფო შესყიდვას.
  23. 44909 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, განახორციელებს საინფორმაციო სისტემების და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
  24. 44908 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ფეხსაცმლის შესყიდვას.
  25. 44906 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
  26. 44905 - სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, განახორციელებს ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოების სახელმწიფო შესყიდვას.

პატივისცემით,  

ნათია