From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_20.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 20.10.2020 06:54

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 44336  - ხაშურის მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ხე-ტყის დაკოტრილი სახით გადაცემას სოციალურად შეჭირვებულ პირებზე.
  2. ეკონომიკა 44732 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, შვილობილი საწარმოს მეშვეობით სატრეიდერო კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
  3. მთავრობა 44737 - 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ით, უზრუნველყოფილი იქნება შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების (ფარმაცევტული პროდუქტების, კომპიუტერები, საავტომობილო მომსახურება და სხვა) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება შეუფერხებლად და რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვით.
  4. ეკონომიკა 44731 - მტკიცდება გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 211 დასახლებულ პუნქტში არსებული 33 674 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 103 953 000 ლარს.
  5. ეკონომიკა 44727 - მტკიცდება სახელმწიფო პროგრამა - „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა“. პროგრამა ითვალისწინებს ამ სექტორში მოქმედი მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხის სუბსიდირებას,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში პროგრამით დადგენილი წესისა და ლიმიტების შესაბამისად.
  6. ეკონომიკა 44726 - ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდება შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მიერ 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ ყოველი 1 კვტ ელექტრონერგიის მიწოდება 4.5 აშშ ცენტად დღგ-ს გარეშე (ნაცვლად არსებული 5 აშშ ცენტისა), ასევე, შპს ,,გარდაბნის თბოსადგურის 2“-ს მიენიჭება უფლებამოსილება, მის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზება პირდაპირი გაყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების საშუალებით განახორციელოს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებზეც, იგივე (,,ესკოსათვის“ შესაბამის პერიოდში განსაზღვრულ) ფასად.
  7. შსს 44725 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
  8. შსს 44724 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს მეტყევეობისა და ხე-ტყის პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვას.
  9. იუსტიცია 44692 - სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე‘‘ განახორციელებს ლეპტოპების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. ეკონომიკა 44675 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა   მოიპოვოს   4925   მ³   სასარგებლო წიაღისეული  ქვიშა-ხრეში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით.
  11. ფინანსები 44641 - პროექტის თანახმად, შესრულდება ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმა 2020 წლის 1 ივლისიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობის საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრის შესახებ. პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 5 000 000 ლარით.
  12. გარემო 44552 -  პროექტი ითვალისწინებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს არსებული დავალიანებების დაფინანსებას და სსიპ -  ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“ სრულყოფილად განხორციელებას.



პატივისცემით,  

ნათია