| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_01.08.19 |
| Received On : | 01.08.2019 07:49 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 1, 2019 at 11:21:58 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_01.08.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. სოფელი 30434 - „შპს „საჩხერის ქვიშასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ პროექტი“:
პროექტით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, მიწის სამუშაოებისა და სპეციალური ჭრების განხორციელებისთვის, შპს „საჩხერის ქვიშას” (ს/კ: 446974141) სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის (ხე-ტყის ჭრის უფლებით) ვადა ესაზღვრება 2027 წელი;
2. ეკონომოკა 30455 - „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი:
პროექტით სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები და სააგენტოს მიეცემა თანხმობა, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 12 (თორმეტი) ერთეულით (მათ შორის არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად - 6 (ექვსი) ერთეულით, ხოლო დამხმარე ამოცანების შესასრულებლად - 6 (ექვსი) ერთეულით)“;
3. მთავრობა 30457 - "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე" პროექტი:
პროექტით, დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალგაზრდობის სააგენტო და დამტკიცდება მისი დებულება;
4. სოფელი 30501 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოზე არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა და სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 8 (რვა) ერთეულით;
5. განათლება 30537 – „ა(ა)იპ - კოლეჯ „განთიადისათვის“ სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეძლევა თანმობა თავის სარგებლობაში არსებული, ქ. გორში, ბესიკის ქ. №2-ში (ს/კ 66.45.27.059) მდებარე უძრავი ქონება - შენობა №1-ის მე-2 სართულიდან - 1040 კვ.მ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით, ყოველწლიური საიჯარო ქირით - 30630 (ოცდაათი ათას ექვსას ოცდაათი) ლარი, 6 წლის ვადით გადასცეს ა(ა)იპ - კოლეჯ „განთიადს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 217890192);
6. სოფელი 30545 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, იკრძალება 200 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი;
7. სოფელი 30547 - „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, აიკრძალება პალმის მცენარეების სამი გვარის სახეობების Phoenix L., Washingtonia Wend., Trachycarpus Wend საქართველოში იმპორტი ყველა ქვეყნიდან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული პალმის ხეების მავნებლისგან დაცვას და მავნებლისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
ხელმოსაწერები:
1. პრეზიდენტი 30503 - „თეა კატუკიას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, თეა კატუკიას ინიშნება საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე;
2. პრეზიდენტი 30504 - „ლაშა ჟვანიას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე" პროექტი:
პროექტით, ლაშა ჟვანიას ინიშნება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;
3. საგარეო 30522 - „საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის დაფუძნების თაობაზე (სპარსეთის ყურე - შავი ზღვა)“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის შესახებ პროექტი:
პროექტით, გაიმართება მოლაპარაკება „საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის დაფუძნების თაობაზე (სპარსეთის ყურე - შავი ზღვა)“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით;
4. საგარეო 30529 - „საქართველოს მთავრობასა და ნეპალის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე პროექტი:
პროექტით, მტკიცდება 2019 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ნეპალის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება;
5. ფინანსები 30534 - „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ნ. გაგუასა და დ. თვალაბეიშვილის დანიშვნის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა)“.
პატივისცემით, ნათია