| From : | Zaal Gogsadze <zgogsadze@mfa.gov.ge> |
| To : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ჩემი დღევანდელი შეხვედრა საქართველოში უნგრეთის ელჩთან |
| Received On : | 15.08.2019 08:55 |
დიდი მადლობა ჩემო თეა, მოწოდებული ინფორმაციისთვის! კი ბატონო, შრომით მიგრაციას რაც უნდათ, ის სახელი დავარქვათ, მთავარია გამოვიდეს. ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში გვეტყვიან
თავისი პოზიციის შესახებ. აქაურ შსს მინისტრს პოზიტიური რეაქცია ქონდა მაგაზე. ძალიან კარგია, რომ
IOM ჩართე მაგ სელექციაში. 20-შ- თბილისში ჩამოვდივარ ერთი თვით. შევხვდეთ აუცილებლად. გკოცნი ბევრს-ზაზა
From: Tea Akhvlediani [mailto:takhvlediani@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, August 14, 2019 5:18 PM
To: Zaal Gogsadze
Cc: Nino Baratashvili
Subject: ჩემი
დღევანდელი შეხვედრა
საქართველოში უნგრეთის
ელჩთან
ზაზა გამარჯობა! როგორ ხარ?
დღეს შეხვედრა მქონდა თქვენს კოლეგასთან - საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიკტორია ჰორვატთან, რომელსაც თან ახლდა კონსული ანიკო ფარკასი. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ძალიან თბილად და დადებითად
მოგიხსენია, რაც გამიხარდა! ერთად გაქეთ.
შესავლის სახით - ვესაუბრე საქართველოს აქტიური შრომის და დასაქმების პოლიტიკის და შრომითი მიგრაციის პრიორიტეტებზე, მივაწოდე ზოგადი ინფორმაცია სად ვდგევართ და რას ვაპირებთ.
რაც შეეხება კონკრეტიკას შრომითი მიგრაციის თემაზე:
1.
ვაცნობე უნგრული მხარისათვის ჩვენს მიერ გადაცემული შეთანხმების პროექტის თაობაზე და აღვნიშნე, რომ ველოდებით მათ პოზიციას. - კონსულმა აღნიშნა, რომ პროექტი უკვე დაეგზავნა უწყებებსო
და შეძლებისდაგვარად დროულად გეტყვით უნგრეთის პოზიციასო.
2.
ვაცნობე უნგრეთში მოქმედი საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვის კომპანიის
Camio-group 2000 წინადადების შესახებ, რომელიც სატვირთო მანქანების ათი მძღოლის დასაქმებას გვთავაზობს. მოვუყევი, რომ რახან ჯერ არ გვაქვს ორმხრივი
შეთანხმება გაფორმებული უნგრეთთან, უნგრეთის მხრიდან სახელმწიფო უწყება არ არის ჩართული პროცესში (და ჩამოყალიბების პროცესშია ჩვენი დასაქმების სააგენტოც), საქართველოს მხრიდან სახელმწიფო უწყება ვერ იქნება უნგრული კერძო კომპანიის პარტნიორი. თუმცა, საქართველოს საელჩოს
მეშვეობით მიღებული ამ შემოთავაზების უგულვებელყოფა რომ არ მოხდეს, საკითხი განსახილველად და შესაძლო განხორციელებისთვის გადავეცით
IOM-ს.
როგორც ვიცი
IOM კავშირზეა უკვე უნგრულ კომპანიასთან და არჩევს კანდიდატურებს. ეს ვაცნობე უნგრეთის ელჩს და ვთხოვე, საკუთარი არხებითაც ჩაერთოს ამ კონკრეტული კომპანიის
შემოთავაზების შესაძლო განხორციელების დაკვირვების/თვალყურის დევნების პროცესში, რათა დასაქმების შემთხვევაში, დაცული იქნას საქართველოს მოქალაქეების შრომის/ადამიანის უფლებები, რაზეც მზაობა აღმითქვა - ასევე, აღნიშნა, რომ დასაქმების შემთხვევაში, აღნიშნული მოქალაქეები
შესაბამისი ტიპის ვიზის ასაღებად ეწვევიან საქართველოში უნგრეთის საკონსულოს.
ასევე გაცნობებ, რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის ელჩმა:
-
მოყვა რამდენად მძიმე და სენსიტიურია უნგრეთში ზოგადად მიგრაციის თემა (!), თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ დეფიციტურ და მოთხოვნად პროფესიებში დროებითი დასაქმების კუთხით შესაძლებელია
თანამშრომლობა;
-
საინტერესო იყო მისი ტერმინოლოგიური რჩევა - თანამშრომლობის ამ პროცესს, უმჯობესია, „შრომითი მიგრაცია“ კი არა, არამედ „Labor
Circulation“ (ქართულად ალბათ „შრომითი ცირკულაცია“?)
ვუწოდოთო. ცხადია, თუ როგორც ერიდებიან „მიგრაციის“ ხსენებას. ვუთხარი, რომ საინტერესოაJ
და დაველოდებით უნგრეთის მხარის შემოთავაზებებს.
-
მოგვიყვა 6-7 თვის წინ,
უნგრეთის ზალას რეგიონის სავაჭრო პალატის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში (მემორანდუმიც გაფორმებულა) წამოწყებული ინიციატივის შესახებ, რომელზეც უნგრეთის საელჩო თანამშრომლობს აჭარის ა/რ მთავრობასთან
- კონკრეტულ სექტორებში უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ამაზე დაწვრილებითი ინფორმაცია ვთხოვე, რაზეც მაცნობა, რომ ჯერ-ჯერობით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს კონსულტაციები.
-
აღნიშნა ჩვენთან პროფესიული გადამზადების სფეროში, სხვადასხვა პროექტის სახით, თანამშრომლობის ინტერესი - პასუხად, მოვუყევი ჩვენი რეფორმების და პრიორიტეტების შესახებ, ეს ინფორმაცია
დაუყოვნებლივ ვაცნობე ჩვენს განათლების სამინისტროს და ახლო მომავალში დავაკავშირებ შესაბამის კოლეგებს საკითხის დეტალური განხილვის მიზნით.
ეს არის მოკლედJ
აბა დროებით და საუკეთესო სურვილებით,
თეა