| From : | |
| To : | Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge> |
| Subject : | next week |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 31.07.2019 12:27 |
გამარჯობა გიორგი, იმედია კარგად ისვენებJ
როგორც იცი მე არ ვიქნები 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით.
ამ პერიოდში მოსალოდნელი განვითარებების და შრომითი მიგრაციის სფეროში განსახორციელებელი ქმედებების ჩამონათვალი - შენთვის სახელმძღვანელოდ 5 აგვისტოდან - დავუტოვე ქრისტინას; ამასთან, ჩვენც ვისაუბრეთ რამდენიმე თემაზე ტელეფონით; თუმცა, მაინც მოკლედ მოგწერ ძირითადი საკითხების შესახებ:
1. შრომითი მიგრაციის კანონი
- გთხოვ, 5 აგვისტოს მოამზადო შრომითი მიგრაციის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი (როგორც ვისაუბრეთ);
- შეუთანხმო ქ-ნ თამილა ბარკალაიას (ინფორმირებულია);
- და, სასურველია არაუგვიანეს 6 აგვისტოსი, მეილით გაუგზავნო ქ-ნ ნათია კვიციანს (ელოდება);
- 12 აგვისტოს უნდა გვქონდეს უკვე მიღებული IOM-ის რეკომენაციები ტექსტზე, შეტანილი ცვლილებების შესახებ არგუმენტაციის ჩათვლით.
2. სლოვენია - ორმხრივი შეთანხმება
- საგარეოდან მაქვს მეილით, არაფორმალურად მიღებული დასკვნები რამდენიმე უწყებიდან; აკლია იუსტიცია; წინსწრებით სანამ ოფიციალური წერილით მოვა, მაინც გამოგიგზავნი შემდეგი მეილით;
- დღეს ველოდებით იუსტიციის დასკვნასაც;
- როგორც კი ოფიციალურად მივიღებთ ყველა უწყების დასკვნას, გთხოვ, განახორციელო ყველა საჭირო ღონისძიება ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში (ქ-ნ თ. ბარკალაიასთან შეთანხმებით და ჩემი არყოფნისას, მისი ხელმძღვანელობით), რომ ჩვენი მხრიდან პროცესი შეყოვნების გარეშე წარიმართოს;
3. ისრაელი - ორმხრივი შეთანხმება
- ამ ეტაპზე პროცესის მიმდინარეობა ისრაელურ მხარეზეა;
- ველოდებით ოფიციალურ, საპასუხო პოზიციას შეთანხმების პროექტზე, ასევე - საიმპლემენტაციო ოქმის პროექტს;
- შემდეგ კვირას, ჩემს ხლთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ ველოდებით ოქმის პროექტის მიღებას.
4. ბულგარეთი - ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი
- განსახორციელებელია შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო, მათ შორის:
- დელეგაციის ვიზიტის დეტალების შეთანხმება ბულგარეთის მხარესთან (განსაზღვრულია საკონტაქტო პირები - შეეხმიანეთ ბულგარელ კოლეგას, თუ 5 აგვისტომდე თვითონ არ გამოჩნდა)
- მოლაპარაკებების გასამართად ბულგარეთის დელეგაციის ვიზიტის შეთანხმებული თარიღებია 20-21 აგვისტო;
- საგარეოში გასაგზავნია წერილი მომლაპარაკებელი დელეგაციის ჩამოყალიბების თაობაზე (ნიმუში ამგვარი წერილის ქრისტინას დავუტოვე);
- ბულგარეთის მხარე ითხოვს, ასევე, ჩვენი მომლაპარაკებელი დელეგაციის შემადგენლობას;
- 14 აგვისტოს ჩავნიშნეთ მოსამზადებელი შეხვედრა ჩვენს სამინისტროში, რომლის თაობაზეც, მონაწილეობის მიღების მიზნით, ინფორმირებულია მხოლოდ იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რადგან მხოლოდ მათ ჰქონდათ შენიშვნები ტექსტზე. თუმცა, თუკი სხვა უწყებებიც წარმოადგენენ კანდიდატურას, ისინიც მოვიწვიოთ აუცილებლად მოსამზადებელ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმირებულია ქრისტინაც და სოფო ბელქანიაც.
5. საგარეოს წერილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ
- ქრისტინა გადმოგცემს ჩემს მოსაზრებებს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით;
- რომ დავბრუნდები მომელაპარაკე ამ საკითხზე, დამატებით;
6. დანარჩენი თემები (ქრისტინას ვუბარებდი პერიოდულად).
აბა წარმატებები და დროებით,
თეა ახვლედიანი