From : takhvlediani@moh.gov.ge
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Re: რეოგრანიზაციის ხედვა
Cc : g.chavchavadze@mci.ge; tkhardziani@moh.gov.ge; tkhardziani@gmail.com
Received On : 08.08.2019 10:23

მოგესალმებით!

შრომითი მიგრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაძლო მოწყობის/რეორგანიზაციის საკითხზე, ქ-ნი თ.ბარკალაიას მეილზე დამატებით გწერთ (მადლობა თამუნა), ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძესთან ჩვენი შეთანხმების თანახმად:

- მინისტრთან შევთანხმდით, რომ წარმოვადგენდი ორ ალტერნატიულ ვარიანტს: 1. შრომითი მიგრაციის სამმართველოს, არსებული შრომის და დასაქმების დეპარტამენტის შემადგენლობაში დატოვება, და ამ შემთხვევაში, შრომითი მიგრაციის სამმართველოს შესაძლებლობების გაძლიერება; 2. შრომითი მიგრაციის ცალკე დეპარტამენტად ჩამოყალიბება.

- პირველი ვარიანტი, როგორც ქ-ნი თ. ბარკალაიას მეილშია ასახული, ერთად შევიმუშავეთ;

- მეორე ვარიანტი - შრ.მიგრაციის ახალი შესაძლო დეპარტამენტის სტრუქტურა/საშტატოს ჩათვლით, დავუტოვე ქ-ნ თ. ბარკალაიას, რომელიც ცალკე დოკუმენტად არის თანდართული მის მეილზე. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, შრომითი მიგრაციის ახალი დეპ.-ის დებულების პირველადი პროექტი, უნდა წარმოედგინა ბ-ნ გ.ბუნტურს, შესაბამის ქვედანაყოფებთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრების შედეგად.

ორშაბათს, 12 აგვისტოს გამოვდივარ შვებულებიდან; მზად ვარ საჭიროებისამებრ, დამატებითი დოკუმენტაციის/არგუმენტაციის წარმოსადგენად შრომითი მიგრაციის ქვედანაყოფის რეორგანიზაციის ორივე ალტერნატიულ წინადადებასთან დაკავშირებით. 

საუკეთესო სურვილებით,
თეა ახვლედიანი

Sent from my iPhone

On 7 Aug 2019, at 13:10, Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით,

 

დავალებისამებრ გიგიზავნით შრომისა და დასაქვების პოლიტიკის დეპარტამენტის რეორგანიზაციის ხედვას.  ასევე გაცნობებთ, რომ შრომითი მიგრაციის სამმართველოს ორგანიზაციული მოწყობის ხედვა მე და ქ-ნ თეა ახვლედიანმა შევიმუშავეთ ერთობლივად.

 

 

ჩემს მიერ უკვე წარმოდგენილია

 

·         სსიპ-ტრეფიკინგის ფონდის და სსიპ სოც. მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნნველობის დეპარტამენტის გაერთიანების სავარაუდო ორგ. სტრუქტურა.

·         სსიპ-საარსებო წყაროების და სსიპ სოც მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის გაერთიანების სავარაუდო ორგ სტრუქტურა.

·         სოციალური დაცვის დეპარტამენტის ორგ. სტრუქტურა (გამოგზავნილია ნუცი ოდიშარიას მიერ)

 

 

ასევე დღის ბოლომდე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი გამოგიგზავნით ჩემთან შეთანხმებულ ორგანიაციულ სტრუქტურას ახალი სსიპ-შრომის ინსპეციის ჩამოყალიბების შესახებ.  ცნობისათვის საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ გვავალებს 2020 წლისთვის ჩამოყალიბდეს სსიპ შრომის ინსპექცია შესაბამისი მანდატითა და უფლება მოვალეობებით.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

თამუნა

 

თამილა ბარკალაია

 

მინისტრის მოადგილე

 

 

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 281 281

 

<საშტატო დასაქმება შრომა.xlsx>
<შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურის პროექტი.xlsx>
<შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი.docx>