| From : | |
| To : | George Jashi <george.jashi@sda.gov.ge> |
| Subject : | RE: |
| Received On : | 09.07.2019 11:15 |
| Attachments : |
From: George Jashi [mailto:george.jashi@sda.gov.ge]
Sent: Tuesday, July 9, 2019 3:11 PM
To: Tea Akhvlediani
Subject:
საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების მოდელი საქართველოს სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით
I ეტაპი:
• ინფორმაციის მოძიება პოტენციურ პარტნიორ ქვეყნების შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიებისა და უცხოელების დასაქმების შესაძლებლობების (კანონმდებლობა, პროცედურები) შესახებ და შრომის სამინისტროსთვის მიწოდება (ეს სამდივნომ უკვე გააკეთა, მაგრამ ასეთ რამეს შრომის სამინისტრო მუდამ უნდა აკეთებდეს).
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო + საგარეოს ჩართულობით.
I I ეტაპი:
• მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაცია; საქართველოს სამუშაო ძალის სტრუქტურასთან და მოთხოვნა-მიწოდების ტენდენციებთან შესაბამისობის ანალიზი.
შემსრულებელი: შრომის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
I I I ეტაპი:
• შერჩეულ პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მემორანდუმის / ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება.
შემსრულებელი: შრომის და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
IV ეტაპი:
• დანიშნულების ქვეყნების დასაქმების სახელმწიფო სამსახურების (ან სხვა პროფილური სამსახურების) მეშვეობით იმ ადგილობრივი დამსაქმებლების იდენტიფიკაცია, რომელთაც სურთ უცხოური სამუშაო ძალის დაქირავება, მათთან კომუნიკაციის დამყარება და კონკრეტული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება.
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
V ეტაპი:
• ვაკანსიის შესაფერისი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, პირველადი შერჩევა და მათი რეზიუმეების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტისათვის მიწოდება.
შემსრულებელი: სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი.
VI ეტაპი:
• კანდიდატურების რეზიუმეების კომისიური წესით[1] განხილვა;
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
VII ეტაპი:
• შერჩეული კანდიდატურების რეზიუმეების საბოლოო ვერსიების ინგლისურ ენაზე მომზადება და დამსაქმებლისთვის გადაგზავნა.
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
VIII ეტაპი:
• უცხოელ დამსაქმებელთან კომუნიკაცია და მის მიერ შერჩეული კანდიდატურების ინფორმირება შერჩევის შედეგებისა და გამგზავრების პროცედურების შესახებ.
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
IX ეტაპი:
• დამსაქმებლის მიერ საბოლოოდ შერჩეული კადრების გამგზავრებისწინა ორიენტაცია (ტრენინგი) და სავიზო დოკუმენტების მომზადებაში დახმარება.
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
X ეტაპი:
• საზღვარგარეთ დროებით კანონიერად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება და შესაბამისი ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
XI ეტაპი:
• საზღვარგარეთ დროებით კანონიერად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შრომის პირობების მონიტორინგი.
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
XII ეტაპი:
• საზღვარგარეთ დროებით კანონიერად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ანგარიშების პერიოდულად მომზადება და შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება.
შემსრულებელი: შრომის სამინისტრო.
წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ: დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან.
The information contained in this e-mail and its attachment(s) is intended for specific addressee(s) only, and may be confidential.
If you are not the intended addressee of the e-mail, please: immediately notify the sender and return the electronic message; do not disclose, distribute the content of the e-mail and its attachment(s); do not copy or otherwise use this message; delete the e-mail and its attachment(s); from your system.

[1] კომისიის შემადგენლობაში შევა შრომის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა პროფილური საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.