From :
To : Kristine Gorodnicheva <kgorodnicheva@moh.gov.ge>
Subject : RE: ბულგარულ მხარესთან 1 შეხვედრის შესახებ
Cc : Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Received On : 25.07.2019 16:57

ქრისტინე მადლობა!

რამდენიმე რეკომენდაციას მოგწერ წერილის პროექტთან დაკავშირებით:

-        წერილები ცალ-ცალკე გავაგზავნოთ თითოეულ უწყებაში;

-        საგარეოს და იუსტიციას ვთხოვოთ კანდიდატურ(ებ)ის წარმოდგენა;

-        შენს სიაში მოყვანილმა დანარჩენმა უწყებებმა კი, ამ წერილის შედეგად: 1. უნდა მიიღონ სრული ინფორმაცია დაგეგმილი რაუნდის შესახებ, რომელიც იმართება შეთანხმების ტექსტის პროექტზე (რომელზეც მათ, კომპეტენციის თანახმად, შენიშვნები არ ჰქონიათ) 2. მოლაპარაკებების ოფიციალურ რაუნდში მათი შესაძლო მონაწილეობის მიღების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, წარმოადგინონ შესაბამისი კანდიდატურა;

-        წერილის საინფორმაციო ნაწილში თვალსაჩინოდ ავსახოთ, რომ ორივე მხარის მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელები მინისტრის მოადგილის დონეზე იქნება წარმოდგენილი;

-        საქართველოს ყოველი შესაბამისი უწყებიდან წარმოდგენილი კანდიდატურა უნდა იყოს უფლებამოსილი, რომ შესაბამისი უწყების კომპეტენციის თანახმად, შეთანხმების ტექსტის პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალურ რაუნდზე, წარმოადგინოს და დაიცვას არგუმენტირებული პოზიცია.

-        აქვე ხომ არ ვაცნობოთ, რომ ა.წ. 14 აგვისტოს, წარმოდგენილ კანდიდატურებს ვიწვევთ მოლაპარაკებების რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაზე (მოვიწვიოთ ჩვენს სამინისტროში, განვსაზღვროთ საათი - 14-ში ნებისმიერ დროს, როდესაც შესაძლებლობა ექნება შეხვედრების ოთახს - პატარა ოთახიც გვეყოფა ალბათ; მოიკითხეთ შესაძლებლობები).

ქრისტინე, ხვალ დილიდან გავიაროთ ყველა დანარჩენი თემაც; მეც მაქვს შემდგომი სიახლეები და ამ წერილებთან დაკავშირებით თუ შეკითხვები გექნება - დავილაპარაკოთ.

აბა დროებით,

თეა ახვლედიანი

 

 

From: Kristine Gorodnicheva
Sent: Thursday, July 25, 2019 6:29 PM
To: Tea Akhvlediani
Cc: Giorgi Bunturi
Subject:
ბულგარულ მხარესთან 1 შეხვედრის შესახებ

 

ქალბატონო თეა,

 

გიგზავნით, ბულგარული მხარის დელეგაციასთან მოლაპაკებების ოფიციალური პირველი  რაუნდის შესახებ წერილის პროექტს, რომელშიც წარმოდგენილია ყველა ის უწყება, რომელიც მონაწილეობდა შეთანხმების პროექტის განხილვაში ( საგარეო საქმეთა სამინისტრო უბრალოდ მოვნიშნე , ამასთან თვენი თანხმობის შემთხვევაში წერილს გადავაგზავნი თითოეულ უწყებასთან).

 

პატივისცემით,

 

ქრისტინა გოროდნიჩევა

მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო