From : takhvlediani@moh.gov.ge
To : t.akhvlediani@smr.gov.ge
Subject :
Received On : 12.12.2020 19:21

⭕ირაკლი ბებუას ე.წ. დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე (30 სექტემბერი), გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და საოკუპაციო რეჟიმს მოეთხოვა დაზუსტებული ინფორმაციის მოწოდება როგორც მისი ე.წ. საქმის დეტალებთან, ისე მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. ⭕ვინაიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების ძალისხმევით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატი ჯერ კიდევ ჩაშლილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ საშუალებით. ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულია საოკუპაციო რეჟიმთან არსებული, ყველა შესაძლო საკომუნიკაციო ხაზი. ⭕მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმმა ირაკლი ბებუას გამოუტანა უკანონო განაჩენი, რომელიც 9 წლიან უკანონო პატიმრობას ითვალისწინებს (სხვისი ქონების დაზიანების, ე.წ. სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა და საბრძოლო მასალის ე.წ. მართლსაწინააღმდეგო შენახვის „მუხლებით“). ⭕მიუხედავად ხსენებულისა, ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ისევ გრძელდება. მისი საკითხი მწვავედ დაისვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა და რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ესწრებიან. ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენოს, რათა ბებუას მიმართ გამოყენებული იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და რაც შეიძლება მოკლე დროში დაუბრუნდეს ოჯახს. ⭕არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ⭕საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. Sent from my iPhone