ის ფაქტი, რომ „დიდ შვიდეულში“ რუსეთის მონაწილეობა-არმონაწილეობის ერთ-ერთ წინაპირობად ამერიკის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციია დაასახელა ცხადყოფს, თუ როგორი მტკიცე და ურყევია საქართველო-ამერიკის პარტნიორობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყველა ის უკანონო ქმედება, რაც ამ ტერიტორიებზე ხორციელდება, საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ აქტუალურია. ასევე ურყევია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისე ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა.
Sent from my iPhone