საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდინფიცირებული პირების გადმოყვანას.
კოვიდინფიცირებული პირების გარდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა სახის სამედიცინო საჭიროებების მქონე პირებსაც.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს.
გამოიყენება წითელი ჯვრის სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციის მექანიზმი.
მკურნალობის მსურველ პირებს დახმარებას უწევენ ადგილზე მოქმედი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
პაციენტების გადმოყვანის მიზნით ასევე გამოიყენება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი.
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირების განთავსებას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეებშ უზრუნველყოფს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროცესში აქტიურად მონაწილეობის შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
Sent from my iPhone